წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality

  • Home
  • Georgia
  • Tsalenjikha
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერია / City Hall of  Tsalenjikha  Municipality წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება ინტენსიურად გრძელდება.​ დღეს, საჩინოს, ჭველესა და ქალაქ წალენჯიხის ...
03/09/2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება ინტენსიურად გრძელდება.

​ დღეს, საჩინოს, ჭველესა და ქალაქ წალენჯიხის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან და მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.

ხელმძღვანელი პირები სამუშაოების ტემპს გაეცნენ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან პროექტების მიმდინარეობის დეტალები განიხილეს.
​ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, ისინი ადგილზე გაეცნენ
ეწერფერდის გზაზე ინფრასტრუქტურის მოწყობას,
​საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას, ქალაქ წალენჯიხაში კი თ. ფიფიას ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს.

​ მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტში გადაადგილების უსაფრთხოებასა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“  შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა.პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახე...
02/09/2026

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა.

პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო, კულტურის, სასპორტო და ფეხბურთის ცენტრების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.

​დასკვნით ღონისძიებებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,
საკრებულოს წევრებთან და სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სტუდენტური ​დღეების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი, სპორტული და კულტურული აქტივობები მოეწყო.

„სტუდენტური დღეების“დახურვის ღონისძიებაზე გამარჯვებულ გუნდს და MaxFight-ის გამარჯვებულ წალენჯიხელ ზუკა მიქავას სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

​ღონისიძების ფარგლებში გაიმართა მარიტა როხვაძისა და ბენდის კონცერტი. პარალელურად, ადგილობრივ მეწარმეთა და ფერმერთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ლუდის ფესტივალიც გაიმართა.

კულტურულ-გასართობ პროექტთან ერთად, ღონისძიებას გარემოსდაცვითი დატვირთვაც ჰქონდა. მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილეებთან და სტუდენტებთან ერთად მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარსა და მდინარის სანაპიროს ხეივანში ნეკერჩხლისა და ცინარეას ნერგები დარგეს.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 9...
01/09/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 9 ვაკანსიაზე გამოცხადდა,რომელთაგან 7 ვაკანსია მუნიციპალიტეტის მერიაშია, 2 კი საკრებულოში.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის -https://vacancy.hr.gov.ge/ ის მეშვეობით შეუძლიათ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკანსია:
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 1 ვაკანსია;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1;
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 2;
ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური სამსახური - 2; ადმინისტრაციული სამსახური - 1;
მუნიციპალიტეტის საკრებულო,
ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება-2 ვაკანსია.

ვაკანსიის N 102056

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის არქიტექტურის, ურბანული მართვის და ინფრასტრუქტურის განყოფილების სტაჟიორი

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102056?active=1

ვაკანსიის N 102080

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების სტაჟიორი
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102080?active=1

ვაკანსიის N 102089

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის პროექტებისა და პროგრამების მართვის განყოფილების სტაჟიორი
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102089?active=1

ვაკანსიის N 102033

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების სტაჟიორი
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102033?active=1

ვაკანსიის N 102112

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახაზინო მომსახურების და შემოსულობების ანალიზის განყოფილების სტაჟიორი
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102112?active=1

ვაკანსიის N 100929
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ადმინისტრირებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სტაჟიორი
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100929?active=1

31/08/2026

2 სექტემბერს, ახალგაზრდული პროექტის, „სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მასშტაბურ დასკვნით ღონისძიებასა და სახალხო ზეიმს უმასპინძლებს.

​ საღამოს 19:00 საათიდან ადგილობრივებსა და სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებები ელოდებათ.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს:
​კულტურულ ნაწილს: კონცერტს ცნობილი მომღერლის, მარიტა როხვაძისა და ბენდის მონაწილეობით;

​საგამოფენო სივრცეს: ადგილობრივ მეწარმეთა და ფერმერთა ნამუშევრებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, ლუდის ფესტივალს.

​პროექტის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაცია.
​ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის...
30/08/2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამბულატორია ოთხი სოფლის მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სერვისებს ადგილზე მიაწვდის. მისი თქმით, ახალი ამბულატორიის ამოქმედებით გაიზრდება სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და გაძლიერდება რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვის განვითარება სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

სოფელ საჩინოს ამბულატორია კუხეშის, საჩინოს, ზემო საჩინოსა და ნაგურუს მოსახლეობას მოემსახურება. ჯამში, სამედიცინო დაწესებულების მომსახურებით 1 700-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი პავლე კაპანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში ფოტოკონკურსი „ქალაქი ჩემს ობიექტივში“ იწყება. ჩაერთეთ და გამოვლინეთ გამარჯვებული!​...
29/08/2026

„სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში ფოტოკონკურსი „ქალაქი ჩემს ობიექტივში“ იწყება. ჩაერთეთ და გამოვლინეთ გამარჯვებული!

​ პროექტის მიზანია ახალგაზრდების თვალით დანახული ქალაქის ისტორიის, ყოველდღიურობისა და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა.

საკონკურსო ნამუშევრები იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.
​გამარჯვებული გამოვლინდება ჟიურის შეფასებისა და მიღებული მოწონებების (like-ების) ერთობლივი ქულებით.

იაქტიურეთ, მხარი დაუჭირეთ თქვენს ფავორიტ ფოტოს.

27/08/2026
26/08/2026

Address

Tsalenjikha
5200

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599647050

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Tsalenjikha Municipality:

Shortcuts

Share