წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა

წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა

25/08/2026

✨ წყალტუბოს კულტურული ცხოვრება ერთ სივრცეში!

ეს არის ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ოფიციალური გვერდი.
სივრცე, სადაც ერთიანდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება, ადამიანები, შემოქმედება და მნიშვნელოვანი ამბები.

ჩვენი კულტურის ცენტრი აერთიანებს:

🎭 თეატრს
💃 ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ივერიას”
🎶 ფოლკლორულ ანსამბლ „ნადურს“
🏛️ მუზეუმებს
📚 ბიბლიოთეკებს
🏠 კულტურის სახლებსა და კლუბებს
🎤 საკონცერტო დარბაზ „ივერიას“

ამ გვერდზე თქვენ იხილავთ ჩვენს ღონისძიებებს, სპექტაკლებს, კონცერტებს, გამოფენებს, ფესტივალებს, შემოქმედებით პროექტებსა და ჩვენი კულტურის სფეროს ადამიანების საინტერესო ამბებს.

გვინდა, ეს გვერდი იყოს ცოცხალი კულტურული სივრცე, სადაც ერთმანეთს შეხვდება ჩვენი ისტორია, ტრადიცია, ხელოვნება და ახალი თაობის შემოქმედება. ❤️

ერთად შევქმნათ და გავაცოცხლოთ წყალტუბოს კულტურული ცხოვრება!

ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“
კულტურა, რომელიც გვაერთიანებს. 🎭

📖დიდი სიყვარული წიგნისადმი პატარა ხელებით იწყება ❣️ #მოდიბიბლიოთეკაში  #პატარამკითხველი   #კითხვისკულტურა🥰📚
07/07/2026

📖დიდი სიყვარული წიგნისადმი პატარა ხელებით იწყება ❣️
#მოდიბიბლიოთეკაში #პატარამკითხველი #კითხვისკულტურა🥰📚

წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართველი მწერლისა და მოაზროვნის - ჯემალ ქარჩხაძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი...
21/05/2026

წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართველი მწერლისა და მოაზროვნის - ჯემალ ქარჩხაძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,,ფიქრი, ადამიანი და თავისუფლება ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებაში. "
ბიბლიოთეკაში ვუმასპინძლეთ წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს ( კლასის ხელმძღვანელი ლია ჯელაძე, ქართული ენისა ლიტ-ის მასწავლებელი ქეთევან სირბილაძე ) ბავშვებმა ისაუბრეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, იმსჯელეს ადამიანის სულიერი ძიების, თავისუფლების,პასუხისმგებლობისა და ცხოვრების საზრისის საკითხებზე, რომლებიც ქარჩხაძის პროზის უმთავრესი ღირებულებებია.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ლიტერატურის მნიშვნელობას ახალგაზრდების სულიერი და ინტელექტუალური განვითარების საქმეში და ხელი შეუწყო მოსწავლეებში წიგნის სიყვარულისა და გააზრებული კითხვის კულტურის განმტკიცებას.

23/04/2026

#საბიბლიოთეკოკვირეული 2026📚

23 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანებაში საბიბლიოთეკო კვირეული მიმდინარეობს. კვირეული  წყალტუ...
23/04/2026

23 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანებაში საბიბლიოთეკო კვირეული მიმდინარეობს.
კვირეული წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკამ გახსნა - დედაენის გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებით: ,, მიყვარს სამშობლოს მე დედაენა "
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საბავშვო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ,,ოცნება’’ -ის მოსწავლეებს.
(დირექტორი – ირინე ცაავა; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები – ლალი ონიანი და თათია ოსაძე).
ღონისძიებაზე მონაწილე ბავშვებმა შთამბეჭდავად წარმოაჩინეს დედაენისა და ქართული ენის მნიშვნელობა, სიყვარულითა და პატივისცემით გადმოსცეს მისი როლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებაში.

Address

დედა ენის 13
Tskaltubo
5400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წყალტუბოს საბავშვო ბიბლიოთეკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category