22/08/2026
🔸ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვლადიმირ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა ხეების სხვლა-ფორმირება, ამჟამად კი 4000 კვ. მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.
გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და ახალი სპორტული მოედანი, ასევე, განახლდება ორი სპორტული მოედანი.
პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 1 500 000 ლარია.
სამუშაოებს ადგილზე საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე კახა აბულაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი ბექა გელენავა და სკოლის დირექტორი ვახტანგ ჯაოშვილი გაეცნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
გიორგი ტყემალაძე / Giorgi Tkemaladze
კახა აბულაძე
ბექა გელენავა / Beka Gelenava
ვაკის რაიონის გამგეობა