06/09/2026
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
სოფელ ფუთში ადგილობრივი მნიშვნელობის საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურულ პროექტს საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან გიორგი კაკოიშვილთან, მამუკა მოდებაძესთან, მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთას გაეცნო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 220 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში საუბნო გზაზე არმირებული ბეტონის საფარი დაიგება.