13/08/2026
💼 კერძო სექტორის მოთხოვნის და საჭიროებებიდან გამომდინარე 1 სექტემბრიდან ა(ა)იპ „სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციისა“ (DMO Samegrelo) და Hotel Strategic Management Group (HSMG)-ის ერთობლივი ორგანიზებით, სამეგრელოში მოქმედი სასტუმროებისთვის ტარდება ტრენინგი: „თანამედროვე სასტუმროს მართვის მენეჯმენტი“!
🎓 ეს არის მაიკო მურაჩაშვილის საავტორო კურსი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა სასტუმროს მფლობელებისთვის, მოქმედი მენეჯერებისა და ჰოსპიტალიტეტის სფეროს პროფესიონალებისთვის. კურსი აერთიანებს საერთაშორისო პრაქტიკასა და HSMG-ის მრავალწლიან გამოცდილებას.
📋კურსის თემატიკა და ძირითადი მიმართულებები:
· საოპერაციო მენეჯმენტი & SOP-ები: Front Office, Housekeeping, F&B და ეფექტური პროცესები.
· სტუმრის გამოცდილება (Guest Journey): მომსახურების სტანდარტები, რეპუტაციის მართვა და ლოიალობა.
· Revenue Management & გაყიდვები: ADR, RevPAR, დინამიური ფასწარმოქმნა, OTA და პირდაპირი ჯავშნები.
· ფინანსური მენეჯმენტი: ხარჯების კონტროლი, GOP, KPI Dashboard და P&L საფუძვლები.
· სტრატეგიული ლიდერობა & AI: ხელოვნური ინტელექტი სასტუმროს მენეჯმენტში და ყველაზე გავრცელებული შეცდომების პრევენცია.
📊 კურსის ფორმატი:
· 6 დღე (18 საათი): ინტერაქტიული თეორია, რეალური ქეისები და დისკუსია.
· 4 დღე (16 საათი): პრაქტიკული სამუშაო საათები მონაწილეთა სასტუმროებში და ბიზნეს-მოდულების ჩამოყალიბება!
· კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა DMO და HSMG Certificate of Completion ერთობლივი სერტიფიკატი
📩 რეგისტრაციისა და დეტალებისთვის:
დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებებში ან დარეკეთ ნომერზე: 577779625
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
- Hotel Strategy Management Group
სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO)