ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

  • Home
  • Russia
  • ხონი
  • ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

03/06/2026

🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები გამოაქვეყნა

2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების შეფასების ზოგადი კრიტერიუმების, მაქსიმალური ქულების და ტესტირებისთვის გამოყოფილი საგამოცდო დროის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე - https://naec.ge/ #/ge/post/3589

აღნიშნული განსაზღვრავს აბიტურიენტთა, მაგისტრანტობის კანდიდატთა და მასწავლებელთა ცოდნისა და უნარების შეფასების ერთიან პრინციპებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები სხვადასხვა ტიპის დავალებებს მოიცავს, მათ შორის არჩევითპასუხებიან, ღია, შესაბამისობისა და სხვა ფორმატის ამოცანებს. არჩევითპასუხებიან დავალებებში თითოეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი ახლავს, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი და იგი განსაზღვრული ქულით ფასდება. ღია ტიპის დავალებები ფასდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. თითოეული ნაწილისთვის განსაზღვრულია მაქსიმალური ქულები და შესრულების დრო: წაკითხულის გააზრება - 21 ქულა (75 წუთი), ანალიტიკური წერა - 18 ქულა (70 წუთი), ლოგიკური მსჯელობა - 17 ქულა (70 წუთი), რაოდენობრივი მსჯელობა - 19 ქულა (75 წუთი).

გამოქვეყნებული შეფასების კრიტერიუმები საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მონაწილეთა ცოდნისა და უნარების თანაბარ პირობებში შეფასებას უზრუნველყოფს.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

15/05/2026
08/05/2026

✅2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 18 მაისიდან დაიწყებს.

განაცხადების მიღება 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს.

შეფასება განხორციელდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც უკვე გადაეგზავნა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
✔️ საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი;
✔️ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული განვითარების მხარდაჭერა;
✔️ სწავლის მოტივაციისა და შემეცნების სურვილის გაღვივება;
✔️ პროფესიული ცოდნის გაზიარება და სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი;
✔️ ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელება;
✔️ საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გავრცელება;
✔️ სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურობა;
✔️ ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა;
✔️ სკოლისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილი;
✔️ ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული აქტივობები;

კანდიდატთა მხრიდან განაცხადების წარდგენა შესაძლებელია:
✔️ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით;
✔️ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected];
✔️ მატერიალური ფორმით: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N6, კიბერნეტიკის შენობა, VI სართული.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები 27 ოქტომბერს საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.

2025 წლიდან მასწავლებლის ეროვნულ დღის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუნიციპალიტეტის დონეზე გამოავლენს და აჯილდოებს ღვაწლმოსილ პედაგოგებს.

მასწავლებლის ეროვნული პრემია წარმოადგენს განათლების სფეროში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასების მნიშვნელოვან მექანიზმს და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას ემსახურება.

08/05/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მასწავლებელთა პროფესიუ.....

01/05/2026

📢 პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

➡️ პროექტის „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში!“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა.

➡️ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია), კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და სხვა საგნების იმ მასწავლებლებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან STEAM სწავლებით.

✅ მსურველთა რეგისტრაცია 1-ელ მაისს დაიწყება და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

✅ რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია – https://forms.cloud.microsoft/pages/responsepage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUlXMw5URcgVCnLHMCEQvSLJUMUlWUVk3UEZFU09DUk5RUlpRTkIzM0ZXMy4u&route=shorturl

➡️ პროექტის მიზანს წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, STEAM მიმართულებით ცოდნის გაღრმავების გზით.

➡️ პროექტში ჩართული მასწავლებლებისთვის ჩატარდება ტრენინგები, ვებინარები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები.

➡️ მასწავლებლები სასწავლო პროცესში განახორციელებენ ინტეგრირებულ STEAM პროექტებს გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტექნოლოგიებისა და სხვა საინტერესო თემებზე.

➡️ პროექტის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა საკონკურსოდ შექმნილი პროექტების რეგიონული გამოფენები და პრეზენტაციები. რეგიონულ ტურებზე შეფასების შედეგად შერჩეული საუკეთესო პროექტები კი წარდგენილი იქნება მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე.

➡️ სამი საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებლები და მათი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

✅ დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.tpdc.ge/geo/news/1017

14/04/2026
02/04/2026

🔷შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

🔹აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.

🔹უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

🔹აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.

🔹შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი განსაზღვრულ ვადებში გაიარონ.

🔹დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.

სასიხარულოა რომ ათ შერჩეულ პედაგოგს შორის  ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშისა და გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლების...
18/02/2026

სასიხარულოა რომ ათ შერჩეულ პედაგოგს შორის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშისა და გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებელი ნოდარ ბარაბაძეა. ის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული ფიზიკის მასწავლებლებთან ერთად ერთკვირიან სტაჟირებას ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში — CERN-ში (European Organization for Nuclear Research) გაივლის.
წარმატებები ნადარ!

Address

ხონი
5900

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share