Akhali Dzala ახალი ძალა

  • Home
  • Akhali Dzala ახალი ძალა

Akhali Dzala ახალი ძალა პოლიტიკური მოძრაობა

18/08/2026

საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.

სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.

მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.

ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა...

‼️‼️‼️
17/08/2026

‼️‼️‼️

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება:

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!

✌️🇬🇪🇪🇺
13/01/2026

✌️🇬🇪🇪🇺

✌️🇬🇪🇪🇺 “საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სამშობლო იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, განუმეორებელი, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. საქართველოს ხალხმა წარმოუდგენელი სიძნელეები და განსაცდელი გამოიარა და ალბათ, თქვენ გესმით, ჩემი და საქართველოს დელეგაციის თითოეული წევრის მღელვარება დღევანდელ ისტორიაზე. დღეს, როდესაც თქვენ საქართველოს გზა დაულოცეთ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მე ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ იმითი, რომ სწორედ ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი აქ - ევროპის სასახლის ტრიბიუნიდან წარმოვთქვა ქართულად ეს რამდენიმე სიტყვა: მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.” ზურაბ ჟვანია

…. ასეთი რამ ხდებოდა.
13/01/2026

…. ასეთი რამ ხდებოდა.

მეგობრებო, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, კანცელარიის საპროტოკოლო სივრცეში კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა. დაშავებულები არიან ორივე მხრიდან. ღარიბაშვილის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტროშოკერი, ის კანცელარიის სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when Akhali Dzala ახალი ძალა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your organization to be the top-listed Government Service?

Share