Georgia in Argentina

Georgia in Argentina Información sobre las actividades de la Embajada de Georgia en la República Argentina. Para contactarse escribir a [email protected]

La Embajada de Georgia en Buenos Aires es concurrente ante Uruguay, Paraguay, Chile, Ecuador y Bolivia

GEO/ESPმ.წ. 18 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს...
20/08/2026

GEO/ESP

მ.წ. 18 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საერთაშორისო ეკონომიკური მოლაპარაკებების და ინტეგრაციის საკითხებში, რობერტო ალეხანდრო სალაფიასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და არგენტინას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამ კუთხით, კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს.

El 18 de agosto del año en curso, el Embajador de Georgia, Gvaram Khandamishvili mantuvo una reunión con el Emb. Roberto Alejandro Salafia, Subsecretario de Negociaciones Económicas Internacionales e Integración.

Durante la reunión, las partes revisaron las relaciones económico-comerciales existentes entre Georgia y Argentina, así como las perspectivas para profundizar los lazos en este ámbito. También se abordaron las posibilidades de fortalecer la cooperación en foros regionales y multilaterales.

GEO/ESPმ.წ. 14 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის...
18/08/2026

GEO/ESP

მ.წ. 14 აგვისტოს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, აგუსტინ ესეკიელ კაულოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებს.

El 14 de agosto, el Embajador Extraordinario y Plenipotenciario de Georgia, Gvaram Khandamishvili mantuvo una reunión con el Secretario de Culto y Civilización del Ministerio de Relaciones Exteriores, Comercio Internacional y Culto de Argentina, Emb. Agustín Ezequiel Caulo.

En la reunión se abordaron las relaciones existentes entre los dos países y las oportunidades de la profundización de la cooperación. Asimismo, se abordó la cooperación en temas prioritarios en el marco de los foros internacionales.

GEO/ESPმ.წ. 11-13 აგვისტოს, ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ...
15/08/2026

GEO/ESP

მ.წ. 11-13 აგვისტოს, ჩილეს რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრები გამართა ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროში: საგარეო ურთიერთობების საკითხებში მინისტრის მოადგილესთან, პატრისიო ტორეს ესპინოსასთან; საგარეო პოლიტიკის გენერალურ მდივანთან, ფრანკ ტრესლერთან და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, ფელიპე ლოპეანდიასთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დირექტორატის დირექტორი, ფელიპე საესი; კულტურის, ხელოვნების, მემკვიდრეობისა და საჯარო დიპლომატიის დირექტორატის დირექტორი, პატრისია არაია და საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, თამარ ლომაძე.

საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა ჩილეს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს, მანუელ ხოსე ოსანდონ ირარასაბალს და სენატორ როხო ედვარდს.

შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოსა და ჩილეს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

En el marco de su visita a la República de Chile del 11 al 13 de agosto de 2026, el Embajador Extraordinario y Plenipotenciario de Georgia, Gvaram Khandamishvili sostuvo reuniones en el Ministerio de Relaciones Exteriores de Chile con: el Subsecretario de Relaciones Exteriores, Patricio Torres Espinosa; el Secretario General de Política Exterior, Frank Tressler y el Subsecretario (subrogante) de Relaciones Económicas Internacionales, Felipe Lopeandia. También asistieron a las reuniones el Director de la División de Europa, Felipe Sáez, la Directora de la División de Cultura, Artes, Patrimonio y Diplomacia Pública, Patricia Araya y la Ministra Consejera de la Embajada de Georgia, Tamar Lomadze.

El Embajador de Georgia también se reunió con el Presidente de la Comisión de Relaciones Exteriores del Senado de Chile, Manuel José Ossandón Irarrázabal y el Senador Rojo Edwards.

En las reuniones se abordó la creciente dinámica de cooperación entre Georgia y Chile y las oportunidades para profundizar los lazos en los ámbitos político, económico-comercial y cultural.

GEO/ESPმ.წ. 12 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტ...
15/08/2026

GEO/ESP

მ.წ. 12 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩილეს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ხოსე ანტონიო კასტ რისტს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია “ლა მონედას” საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩი ესაუბრა ჩილეს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. გვარამ ხანდამიშვილმა ხოსე ანტონიო კასტ რისტს და ფრანსისკო პერეს მაკენას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩილეს შორის არსებულ ურთიერთობებსა და პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაზე.

El 12 de agosto de 2026, el Embajador de Georgia, Gvaram Khandamishvili presentó las Cartas Credenciales al Excmo. Sr. José Antonio Kast Rist, Presidente de la República de Chile. La ceremonia se llevó a cabo en el Palacio de La Moneda. Tras la ceremonia, el Embajador de Georgia dialogó con el Presidente y con el Ministro de Relaciones Exteriores de Chile. Gvaram Khandamishvili agradeció el apoyo de Chile a la soberanía e integridad territorial de Georgia. Asimismo, las Partes abordaron las relaciones existentes entre Georgia y Chile y las oportunidades del fortalecimiento de la cooperación.

GEP/ESP6 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილ...
14/08/2026

GEP/ESP

6 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, ხუან მანუელ ნავაროსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის არსებული დონე.

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის მე-18 წლისთავზე საუბრისას, არგენტინულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ხუან მანუელ ნავარომ ისაუბრა სამხრეთ ამერიკის რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ქართულ მხარეს აღუთქვა მხარდაჭერა სამხრეთ ამერიკის რეგიონში არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარების საქმეში.

El 6 de agosto, el Embajador de Georgia, Gvaram Khandamishvili se reunió con el secretario encargado de Relaciones Exteriores de Argentina, Juan Manuel Navarro. En la reunión se abordaron temas prioritarios de la agenda de cooperación de Georgia y Argentina. Se destacó el nivel actual del diálogo político bilateral.

Con motivo del 18.º aniversario de la agresión a gran escala contra Georgia por Rusia, El Embajador compartió con la Parte argentina información sobre la situación de seguridad en Georgia y en la región correspondiente. Por su parte, Juan Manuel Navarro se refirió a los procesos en desarrollo en América del Sur y expresó su apoyo a Georgia en su política de “no reconocimiento” de las regiones ocupadas.

არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გვარამ ხანდამიშვილის წერილობითი ინტერვიუ არგენტინუ...
09/08/2026

არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გვარამ ხანდამიშვილის წერილობითი ინტერვიუ არგენტინულ საინფორმაციო არხთან “Todo Noticias”, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით.

Hace 18 años Rusia lanzó un ataque contra Georgia y ocupó ilegalmente dos territorios, una situación que se mantiene en la actualidad. Entrevista al embajador georgiano en la Argentina, Gvaram Khandamishvili.

GEO/ESP2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგ...
08/08/2026

GEO/ESP

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

Con motivo del 18.º aniversario de la guerra ruso-georgiana de 2008, a fin de honrar la memoria de quienes perdieron la vida, las banderas nacionales ondean a media asta en la sede del Ministerio de Asuntos Exteriores y en las representaciones diplomáticas y oficinas consulares de Georgia en el extranjero.

GEO/ENG👇რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლი...
08/08/2026

GEO/ENG👇

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.

Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.

Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.

Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.

Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.

Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.

Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.

The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.

Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.

The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.

https://www.facebook.com/share/p/1BY2VuWqVx/?mibextid=wwXIfr

08/08/2026
29/07/2026

Dirección

14 De Julio 1656
Buenos Aires
1430

Horario de Apertura

Lunes 09:00 - 18:00
Martes 09:00 - 18:00
Miércoles 09:00 - 18:00
Jueves 09:00 - 18:00
Viernes 09:00 - 18:00

Notificaciones

Sé el primero en enterarse y déjanos enviarle un correo electrónico cuando Georgia in Argentina publique noticias y promociones. Su dirección de correo electrónico no se utilizará para ningún otro fin, y puede darse de baja en cualquier momento.

Contacto La Organización

Enviar un mensaje a Georgia in Argentina:

Atajos

Compartir