Georgia in Azerbaijan

Georgia in Azerbaijan Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Georgia in Azerbaijan, Yashar Huseynov Str. N15, Narimanov district, Baku.

GEO/AZ👇🇬đŸ‡Ș 🇩🇿 2008 წლის რუსეთ-áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ომის მე-18 წლისთავთან დაკავჹირებით, დაჩუპულთა ჼსოვნისთვის პაჱივის მიგების ნიჹნა...
08/08/2026

GEO/AZ👇

🇬đŸ‡Ș 🇩🇿 2008 წლის რუსეთ-áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ომის მე-18 წლისთავთან დაკავჹირებით, დაჩუპულთა ჼსოვნისთვის პაჱივის მიგების ნიჹნად, საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱროს, საზჩვარგარეთ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ დიპლომაჱიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების ჹენობებზე áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ დროჹები დაეჹვა.

🇩🇿 🇬đŸ‡Ș 2008-ci il Rusiya-GĂŒrcĂŒstan mĂŒharibəsinin 18-ci ildönĂŒmĂŒ mĂŒnasibətilə, həlak olanların xatirəsinə ehtiram əlaməti olaraq, Xarici İßlər Nazirliyinin, GĂŒrcĂŒstanın xarici ölkələrdəki diplomatik nĂŒmayəndəliklərinin və konsulluq qurumlarının binaları ĂŒzərində dövlət bayraqları endirilib.

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱრო / MFA of Georgia

GEO/AZ👇🇬đŸ‡Ș 🇩🇿 რუსეთის მიერ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ წინააჩმდეგ განჼორáƒȘიელებული სრულმასჹჱაბიანი სამჼედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 200...
08/08/2026

GEO/AZ👇

🇬đŸ‡Ș 🇩🇿 რუსეთის მიერ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ წინააჩმდეგ განჼორáƒȘიელებული სრულმასჹჱაბიანი სამჼედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისჱოჹი რუსეთმა, საერთაჹორისო სამართლის áƒ€áƒŁáƒœáƒ“áƒáƒ›áƒ”áƒœáƒąáƒŁáƒ áƒ˜ ნორმებისა და პრინáƒȘიპების áƒŁáƒ’áƒŁáƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒšáƒ§áƒáƒ€áƒ˜áƒ—, განაჼორáƒȘიელა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ჱერიჱორიის áƒ’áƒáƒœáƒŁáƒ§áƒáƒ€áƒ”áƒšáƒ˜ ნაწილების - áƒáƒ€áƒźáƒáƒ–áƒ”áƒ—áƒ˜áƒĄáƒ და áƒȘჼინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაáƒȘია და მათი ე.჏. დამოუკიდებელ áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒáƒ”áƒ‘áƒáƒ“ აჩიარება.

დჩესაáƒȘ, ოკუპაáƒȘიიქ 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავჹირის ჹუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისჱოს áƒȘეáƒȘჼლის ჹეწყვეჱის ჹეთანჼმებას. მეჱიáƒȘ, რუსეთი áƒáƒ€áƒáƒ áƒ—áƒáƒ”áƒ‘áƒĄ საკუთარ უკანონო კონჱროლს ოკუპირებულ რეგიონებჹი, áƒáƒ’áƒ áƒ«áƒ”áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ მათი მილიჱარიზაáƒȘიიქ პროáƒȘესს და áƒáƒ„áƒąáƒ˜áƒŁáƒ áƒáƒ“ დგამს ნაბიჯებს მათი áƒ€áƒáƒ„áƒąáƒáƒ‘áƒ áƒ˜áƒ•áƒ˜ áƒáƒœáƒ”áƒ„áƒĄáƒ˜áƒ˜áƒĄáƒ™áƒ”áƒœ.

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ოკუპირებულ რეგიონებჹი ადამიანის áƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ უჼეჹი დარჩვევებით, Ⴤართველთა ეთნიკური დისკრიმინაáƒȘიითა და მოსაჼლეობის იზოლაáƒȘიალი მოჄáƒȘევით, რუსეთი áƒĄáƒáƒ’áƒ áƒ«áƒœáƒáƒ‘áƒšáƒáƒ“ აუარესებს ადგილზე áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄáƒ და ჰუმანიჱარულ გარემოს. ჼოლო საერთაჹორისო ორგანიზაáƒȘიებისთვის ოკუპირებულ ჱერიჱორიებზე წვდომის არჄონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების áƒĄáƒ áƒŁáƒšáƒ€áƒáƒĄáƒáƒ•áƒáƒœ áƒšáƒ”áƒ€áƒáƒĄáƒ”áƒ‘áƒáƒĄáƒ და ადამიანის áƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ დაáƒȘვის áƒ”áƒ€áƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒáƒœ áƒŁáƒ–áƒ áƒŁáƒœáƒ•áƒ”áƒšáƒ§áƒáƒ€áƒáƒĄ.

მსგავსი Ⴤმედებებით რუსეთი უჼეჹად არჩვევს საერთაჹორისო სამართლის áƒ€áƒŁáƒœáƒ“áƒáƒ›áƒ”áƒœáƒąáƒŁáƒ  ნორმებს, რაáƒȘ დასჱურდება საერთაჹორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებჹი მიჩებული არაერთი გადაწყვეჱილებით.

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ მჱკიáƒȘედ áƒ’áƒáƒœáƒáƒ’áƒ áƒ«áƒáƒ‘áƒĄ áƒ™áƒáƒœáƒ€áƒšáƒ˜áƒ„áƒąáƒ˜áƒĄ მჹვიდობიანი მოგვარების პოლიჱიკას, რომლის მიზანია დეოკუპაáƒȘია, მჹვიდობის განმჱკიáƒȘება და áƒ™áƒáƒœáƒ€áƒšáƒ˜áƒ„áƒąáƒ˜áƒ— გაყოჀილ საზოგადოებებს ჹორის ნდობისა და ურთიერთობის აჩდგენა. áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ ამ მიზნების მისაჩწევად იყენებს დიპლომაჱიურ და სამართლებრივ áƒ›áƒ”áƒ„áƒáƒœáƒ˜áƒ–áƒ›áƒ”áƒ‘áƒĄ და áƒáƒ„áƒąáƒ˜áƒŁáƒ áƒáƒ“ თანამჹრომლობს საერთაჹორისო პარჱნიორებთან.

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ განსაკუთრებულ მნიჹვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაჹორისო მოლაპარაკებებს, როგორáƒȘ რუსეთ-áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒ™áƒáƒœáƒ€áƒšáƒ˜áƒ„áƒąáƒ˜áƒĄ áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ, ჰუმანიჱარული და ადამიანის áƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ საკითჼებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაჹორისო áƒ€áƒáƒ áƒ›áƒáƒąáƒĄ. მოლაპარაკებების Ⴠარგლებლი áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ მკაჀიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისჱოს áƒȘეáƒȘჼლის ჹეწყვეჱის ჹეთანჼმებით ნაკისრი ვალდებულებების ჹესრულების, áƒ˜áƒ«áƒŁáƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒ— გადაადგილებულ პირთა და ლჱოლვილთა áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒ და ჩირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაჹორისო áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ áƒ›áƒ”áƒ„áƒáƒœáƒ˜áƒ–áƒ›áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ áƒĄáƒ áƒŁáƒšáƒ€áƒáƒĄáƒáƒ•áƒáƒœáƒ˜ áƒ€áƒŁáƒœáƒ„áƒȘიონირების საკითჼებს. áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ—áƒ•áƒ˜áƒĄ მნიჹვნელოვანია, ასევე, გალჹი ინáƒȘიდენჱების პრევენáƒȘიიქა და მათზე რეაგირების áƒ›áƒ”áƒ„áƒáƒœáƒ˜áƒ–áƒ›áƒ˜áƒĄ უპირობო აჩდგენა და მისი რეგულარული მუჹაობა.

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ áƒáƒ€áƒáƒĄáƒ”áƒ‘áƒĄ საერთაჹორისო საზოგადოების მიერ áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ სუვერენიჱეჱისა და ჱერიჱორიული მთლიანობის, ასევე áƒ™áƒáƒœáƒ€áƒšáƒ˜áƒ„áƒąáƒ˜áƒĄ მჹვიდობიანი დარეგულირების პროáƒȘესის მიმართ გამოჼაჱულ ურყევ მჼარდაჭერას.

საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱრო მოუწოდებს რუსეთის ჀედერაáƒȘიაქ, ჹეწყვიჱოს áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ჱერიჱორიების უკანონო ოკუპაáƒȘია და მათი áƒ€áƒáƒ„áƒąáƒáƒ‘áƒ áƒ˜áƒ•áƒ˜ áƒáƒœáƒ”áƒ„áƒĄáƒ˜áƒ˜áƒĄáƒ™áƒ”áƒœ მიმართული Ⴤმედებები, სრულად ჹეასრულოს ევროკავჹირის ჹუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისჱოს áƒȘეáƒȘჼლის ჹეწყვეჱის ჹეთანჼმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამჼედრო ძალები áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ჱერიჱორიიდან და უზრუნველყოს áƒ˜áƒ«áƒŁáƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒ— გადაადგილებულ პირთა და ლჱოლვილთა საკუთარ საჼლებჹი áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒ და ჩირსეული დაბრუნება.

18 წლის ჹემდეგ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ მჹვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უáƒȘვლელია. áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ áƒ’áƒáƒáƒ’áƒ áƒ«áƒ”áƒšáƒ”áƒ‘áƒĄ საერთაჹორისო სამართლის პრინáƒȘიპებზე áƒ“áƒáƒ€áƒŁáƒ«áƒœáƒ”áƒ‘áƒŁáƒš პოლიჱიკას და áƒ«áƒáƒšáƒ˜áƒĄáƒźáƒ›áƒ”áƒ•áƒáƒĄ, რათა áƒŁáƒ–áƒ áƒŁáƒœáƒ•áƒ”áƒšáƒ§áƒáƒ€áƒ˜áƒšáƒ˜ იყოს áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ ჱერიჱორიული მთლიანობის მჹვიდობიანი აჩდგენა, áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒ და სჱაბილური განვითარება.

საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱრო კიდევ ერთჼელ პაჱივს მიაგებს 2008 წლის აგვისჱოს ომჹი გმირულად დაჩუპული სამჼედრო მოსამსაჼურეებისა და მჹვიდობიანი áƒ›áƒáƒ„áƒáƒšáƒáƒ„áƒ”áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჼსოვნას.

🇩🇿 🇬đŸ‡Ș Rusiyanın GĂŒrcĂŒstana qarßı tammiqyaslı hərbi təcavĂŒzĂŒndən 18 il ötĂŒr. 2008-ci ilin avqust ayında Rusiya beynəlxalq hĂŒququn fundamental norma və prinsiplərinə məhəl qoymadan GĂŒrcĂŒstan ərazisinin ayrılmaz hissələrini - Abxaziya və Sxinvali bölgələrini qanunsuz olaraq ißğal etdi və onları sözdə mĂŒstəqil dövlətlər kimi tanıdı.
Hətta bu gĂŒn, ißğalın 18-ci ildönĂŒmĂŒndə belə, Rusiya Avropa Birliyinin vasitəçiliyi ilə əldə edilmiß 12 avqust 2008-ci il tarixli atəƟkəs sazißini yerinə yetirmir. Bundan əlavə, Rusiya ißğal olunmuß bölgələr ĂŒzərində qanunsuz nəzarətini genißləndirir, onların militarizasiya prosesini davam etdirir və onların faktiki olaraq ilhaqı istiqamətində fəal addımlar atır.

Rusiya GĂŒrcĂŒstanın ißğal olunmuß bölgələrində kobud insan hĂŒquqları pozuntuları, gĂŒrcĂŒlərə qarßı etnik ayrı-seçkilik və əhalinin təcrid olunması ilə, təhlĂŒkəsizlik və humanitar mĂŒhiti əhəmiyyətli dərəcədə pisləƟdirir. Bununla yanaßı, beynəlxalq təƟkilatların ißğal olunmuß ərazilərə çıxıßının olmaması vəziyyəti yerində tam qiymətləndirməyi və insan hĂŒquqlarının qorunmasını effektiv Ɵəkildə təmin etməyi çətinləƟdirir.

Rusiya bu cĂŒr hərəkətləri ilə beynəlxalq hĂŒququn fundamental normalarını açıq Ɵəkildə pozur və bu, son illərdə beynəlxalq məhkəmələr tərəfindən qəbul edilmiß çoxsaylı qərarlarla təsdiqlənir.

GĂŒrcĂŒstan mĂŒnaqiƟənin sĂŒlh yolu ilə həlli siyasətini qətiyyətlə davam etdirir və məqsədi ißğaldan azad olmaq, sĂŒlhĂŒ möhkəmləndirmək və mĂŒnaqiƟə nəticəsində bölĂŒnmĂŒĆŸ cəmiyyətlər arasında etimad və mĂŒnasibətləri bərpa etməkdir. Bu məqsədlərə çatmaq ĂŒĂ§ĂŒn GĂŒrcĂŒstan diplomatik və hĂŒquqi mexanizmlərdən istifadə edir və beynəlxalq tərəfdaßlarla fəal əməkdaßlıq edir.

GĂŒrcĂŒstan Rusiya-GĂŒrcĂŒstan mĂŒnaqiƟəsinin təhlĂŒkəsizlik, humanitar və insan hĂŒquqları məsələləri ĂŒzrə danıßıqların əsas beynəlxalq formatı kimi Cenevrə Beynəlxalq Danıßıqlarına xĂŒsusi əhəmiyyət verir. Danıßıqlar çərçivəsində GĂŒrcĂŒstan Rusiyanın 12 avqust 2008-ci il atəƟkəs sazißi ĂŒzrə öhdəliklərini yerinə yetirməsi, məcburi köçkĂŒnlərin və qaçqınların təhlĂŒkəsiz və ləyaqətli Ɵəkildə geri qayıtması və beynəlxalq təhlĂŒkəsizlik mexanizmlərinin yerində tam ißləməsi məsələlərini açıq Ɵəkildə qaldırır. Qali Hadisələrinin Qarßısının Alınması və Cavab Mexanizminin qeyd-Ɵərtsiz bərpası və onun mĂŒntəzəm fəaliyyəti də GĂŒrcĂŒstan ĂŒĂ§ĂŒn vacibdir.

GĂŒrcĂŒstan beynəlxalq ictimaiyyətin ölkənin suverenliyinə və ərazi bĂŒtövlĂŒyĂŒnə, eləcə də mĂŒnaqiƟənin sĂŒlh yolu ilə həllinə göstərdiyi sarsılmaz dəstəyi yĂŒksək qiymətləndirir.

GĂŒrcĂŒstanın Xarici İßlər Nazirliyi Rusiya Federasiyasını GĂŒrcĂŒstan ərazilərinin qanunsuz ißğalına və onların de-fakto ilhaqına yönəlmiß hərəkətlərinə son qoymağa, Avropa İttifaqının vasitəçiliyi ilə əldə edilmiß 12 avqust 2008-ci il tarixli atəƟkəs sazißi ĂŒzrə öhdəliklərini tam yerinə yetirməyə, hərbi qĂŒvvələrini GĂŒrcĂŒstan ərazisindən çıxarmağa və məcburi köçkĂŒnlərin və qaçqınların təhlĂŒkəsiz və ləyaqətli Ɵəkildə evlərinə qayıtmasını təmin etməyə çağırır.

18 ildən sonra GĂŒrcĂŒstanın sĂŒlh və birlik məqsədi dəyißməz olaraq qalır. GĂŒrcĂŒstan ölkənin ərazi bĂŒtövlĂŒyĂŒnĂŒn, təhlĂŒkəsizliyinin və sabit inkißafının dinc yolla bərpasını təmin etmək ĂŒĂ§ĂŒn beynəlxalq hĂŒquq prinsiplərinə əsaslanan siyasətini və səylərini davam etdirəcək.

GĂŒrcĂŒstanın Xarici İßlər Nazirliyi 2008-ci ilin avqust mĂŒharibəsində qəhrəmancasına həlak olan hərbçilərin və mĂŒlki Ɵəxslərin xatirəsini bir daha ehtiramla yad edir.

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱრო / MFA of Georgia

07/08/2026
GEO/AZ 👇🇬đŸ‡Ș 🇩🇿 2026 წლის 29-31 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაჹი ოჀიáƒȘიალური ვიზიჱით იმყოჀებოდა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ პროკურაჱურის დ...
01/08/2026

GEO/AZ 👇

🇬đŸ‡Ș 🇩🇿 2026 წლის 29-31 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაჹი ოჀიáƒȘიალური ვიზიჱით იმყოჀებოდა áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ პროკურაჱურის დელეგაáƒȘია, გენერალური პროკურორის, გიორგი áƒ’áƒ•áƒáƒ áƒáƒ™áƒ˜áƒ«áƒ˜áƒĄ áƒźáƒ”áƒšáƒ›áƒ«áƒŠáƒ•áƒáƒœáƒ”áƒšáƒáƒ‘áƒ˜áƒ—.

ვიზიჱის Ⴠარგლებლი, ჹეჼვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისჱრთან, ალი ასადოვთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან, კამრან ალიევთან.

ჹეჼვედრებზე მჼარეებმა ორი áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ კომპეჱენჱურ უწყებებს ჹორის არსებული მჭიდრო და áƒ”áƒ€áƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒáƒœáƒ˜ თანამჹრომლობის ჹესაჼებ ისაუბრეს და აჩნიჹნეს, რომ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და აზერბაიჯანს ჹორის არსებული მეგობრული და áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ˜áƒáƒœáƒ˜ ურთიერთობები ჼელს უწყობს მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამჹრომლობას.

ჹეჼვედრებს áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ გენერალური პროკურორის მოადგილე ავთანდილ კოჭლამაზაჹვილი, თბილისის პროკურორი გიორგი მიჄაია, გენერალური პროკურაჱურის áƒĄáƒáƒ’áƒáƒ›áƒáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ ნაწილის áƒŁáƒ€áƒ áƒáƒĄáƒ˜ ლაჹა áƒáƒ‘áƒŁáƒšáƒáƒ«áƒ”, საერთაჹორისო ურთიერთობების დეპარჱამენჱის áƒŁáƒ€áƒ áƒáƒĄáƒ˜ გიორგი მიჄავა, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ელჩინ მამადოვი, გენერალური პროკურორის მოადგილე ჰაიდარ მამადოვი, მთავარი სამჼედრო პროკურორი, გენერალური პროკურორის მოადგილე ბაჰრუზ აჰმადოვი, ჄალაჄ áƒ‘áƒáƒ„áƒáƒĄ პროკურორი ელჹან აბასოვი და საერთაჹორისო ურთიერთობების დეპარჱამენჱის áƒŁáƒ€áƒ áƒáƒĄáƒ˜ საბუჰი ალიევი ესწრებოდნენ.

ვიზიჱის Ⴠარგლებლი, áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ პროკურაჱურის დელეგაáƒȘიიქ წევრებმა ჩირსების ჼეივანი და მოწამეთა ჼეივანი მოინაჼულეს და ყვავილებით ჹეამკეს.

🇩🇿 🇬đŸ‡Ș 29-31 iyul 2026-cı il tarixlərində GĂŒrcĂŒstanın Baß prokuroru cənab Giorgi Gvarakidzenin rəhbərlik etdiyi GĂŒrcĂŒstan Prokurorluğunun nĂŒmayəndə heyəti Azərbaycan Respublikasına rəsmi səfər etmißdir.

Səfər çərçivəsində Azərbaycan Respublikasının Baß naziri cənab Əli Əsədov və Azərbaycan Respublikasının Baß prokuroru cənab Kamran Əliyev ilə görĂŒĆŸlər keçirilmißdir.

GörĂŒĆŸlərdə tərəflər iki ölkənin səlahiyyətli orqanları arasında sıx və səmərəli əməkdaßlıq məsələlərini mĂŒzakirə etmiß və GĂŒrcĂŒstan ilə Azərbaycan arasında dostluq və ißgĂŒzar mĂŒnasibətlərin ədliyyə sahəsində sıx əməkdaßlığa töhfə verdiyini qeyd etmißlər.

GörĂŒĆŸlərdə GĂŒrcĂŒstan Baß Prokurorunun mĂŒavini Avtandil Koçlamazaßvili, Tbilisi prokuroru Giorgi Mikaia, Baß Prokurorluğun İstintaq İdarəsinin rəisi Laßa Abuladze, Beynəlxalq Əlaqələr İdarəsinin rəisi Giorgi Mikava, Azərbaycan Baß Prokurorunun birinci mĂŒavini Elçin Məmədov, Baß prokurorun mĂŒavini Heydər Məmmədov, Baß Hərbi Prokuror, Baß prokurorun mĂŒavini Bəhruz Əhmədov, Bakı ƞəhər Prokuroru ElƟən Abbasov və Beynəlxalq Əlaqələr İdarəsinin rəisi Səbuhi Əliyev ißtirak ediblər.

Səfər çərçivəsində GĂŒrcĂŒstan Baß Prokurorluğunun nĂŒmayəndə heyətinin ĂŒzvləri Fəxri Xiyabanı və ƞəhidlər Xiyabanını ziyarət edərək ora gĂŒl dəstələri qoyublar.

ვრáƒȘლად იჼილეთ :

https://pog.gov.ge/news/km-039-tsmr-039-lkm-5912

https://www.facebook.com/share/p/1DK2vhKBLP/?mibextid=wwXIfr

GEO/AZ 👇🇬đŸ‡Ș áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აჩმასრულებელი ორგანო...
29/07/2026

GEO/AZ 👇

🇬đŸ‡Ș áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აჩმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეჱის მიერ მიჩებულ გადაწყვეჱილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამჼრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე áƒȘნობილს როგორáƒȘ áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ ალანიას ჹორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და áƒáƒ€áƒźáƒáƒ–áƒ”áƒ—áƒ˜áƒĄ რესპუბლიკას ჹორის” დიპლომაჱიური ურთიერთობების áƒ’áƒáƒŁáƒ„áƒ›áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჹესაჼებ.

აჩნიჹნული გადაწყვეჱილებით კიდევ ერთჼელ დასჱურდება, რომ საერთაჹორისო სამართლის ნორმების პაჱივისáƒȘემა და დაáƒȘვა წარმოადგენს ჯანსაჩი საერთაჹორისო ურთიერთობების áƒĄáƒáƒ€áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒĄ.

áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒ áƒ’áƒáƒ›áƒáƒ—áƒ„áƒ•áƒáƒ›áƒĄ áƒ›áƒ–áƒáƒ“áƒ§áƒáƒ€áƒœáƒáƒĄ დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომაჱიური ურთიერთობები და ჼელი ჹეუწყოს საერთო ინჱერესების áƒĄáƒáƒ€áƒŁáƒ«áƒ•áƒ”áƒšáƒ–áƒ” ორმჼრივი თანამჹრომლობის áƒ’áƒáƒáƒ„áƒąáƒ˜áƒŁáƒ áƒ”áƒ‘áƒáƒĄ.

🇩🇿 GĂŒrcĂŒstan Xarici İßlər Nazirliyi Nauru Respublikasının icra orqanı olan Nauru Nazirlər Kabinetinin 21 iyul 2026-cı il tarixində "Nauru Respublikası ilə Cənubi Osetiya Respublikası, yəni Alaniya Dövləti" və "Nauru Respublikası ilə Abxaziya Respublikası arasında" diplomatik mĂŒnasibətlərin dayandırılması barədə qərarını alqıßlayır.

Yuxarıda qeyd olunan qərar bir daha təsdiqləyir ki, beynəlxalq hĂŒquq normalarına hörmət və riayət sağlam beynəlxalq mĂŒnasibətlərin əsasını təƟkil edir.

GĂŒrcĂŒstan Nauru Respublikası ilə diplomatik mĂŒnasibətlər qurmağa və ortaq maraqlara əsaslanan ikitərəfli əməkdaßlığın intensivləƟdirilməsinə kömək etməyə hazır olduğunu bildirir.

https://mfa.gov.ge/statements-by-mfa/063124-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-gantskhadeba

GEO/ENG👇🇬đŸ‡ȘđŸ‡șđŸ‡žáƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ვიáƒȘე-პრემიერმა, საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრმა მაკა ბოჭორიჹვილმა ამერიკის ჹეერთებული ჹჱაჱების საჼელმწ...
16/07/2026

GEO/ENG👇

🇬đŸ‡ȘđŸ‡șđŸ‡žáƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ვიáƒȘე-პრემიერმა, საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრმა მაკა ბოჭორიჹვილმა ამერიკის ჹეერთებული ჹჱაჱების áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაჹინგჱონჹი გამართულ „პოლიჱიკური ჱერორიზმის ჼელაჼალი áƒ’áƒáƒáƒ„áƒąáƒ˜áƒŁáƒ áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჹესაჼებ“ მინისჱერიალჹი მიიჩო მონაწილეობა, სადაáƒȘ დამსწრე საზოგადოებას სიჱყვით მიმართა.

საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრმა თავის გამოსვლაჹი აჩნიჹნა, რომ პოლიჱიკური ჱერორიზმის საკითჼის საერთაჹორისო დჩის წესრიგჹი დაყენება განსაკუთრებით მნიჹვნელოვანია თანამედროვე áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ გამოწვევების Ⴠონზე.

„ეს განჼილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დჩეს ვდგავართ რთული და მუდმივად áƒȘვალებადი გამოწვევების წინაჹე, რომლებიáƒȘ პირდაპირ გავლენას აჼდენს áƒ©áƒ•áƒ”áƒœáƒĄ ეროვნულ ინჱერესებზე, სუვერენიჱეჱსა და áƒŁáƒĄáƒáƒ€áƒ áƒ—áƒźáƒáƒ”áƒ‘áƒáƒ–áƒ”. áƒ›áƒĄáƒáƒ€áƒšáƒ˜áƒáƒšáƒ˜, რადიკალური áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ”áƒ‘áƒ˜ სჼვადასჼვა იდეოლოგიის Ⴤველ მოჄმედებენ, მათ ჹორის, ჼჹირად, დემოკრაჱიის საჼელით. თუმáƒȘა მათი მიზანი არა დემოკრაჱიული ინსჱიჱუჱების გაძლიერება, არამედ მათი დასუსჱებაა,“ - განაáƒȘჼადა მაკა ბოჭორიჹვილმა.

🇬đŸ‡ȘđŸ‡ș🇾The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, at the invitation of the United States Secretary of State, Marco Rubio, participated in the Ministerial on the Resurgence of Political Terrorism held in Washington, D.C., where she delivered an address to the participants.

In her remarks, the Minister for Foreign Affairs underscored that placing the issue of political terrorism prominently on the international agenda is of particular importance in light of the contemporary security challenges.

“This discussion could not be more timely as we face complex and evolving challenges that directly affect our national interests, sovereignty, and security. Around the world, radical groups operate under different ideological banners - including, at times, in the name of democracy. Yet their objective is not to strengthen democratic institutions, but to weaken them,” stated Maka Botchorishvili.

🌐 ვრáƒȘლად იჼილეთ: https://mfa.gov.ge/news/843660-maka-botchorishvili-vashingtonshi-politikuri-terorizmis-khelakhali-gaaqtiurebis-shesakheb-ministeria

GEO/ENG👇🇬đŸ‡ȘđŸ‡șđŸ‡žáƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ვიáƒȘე-პრემიერი, საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრი მაკა ბოჭორიჹვილი, ამერიკის ჹეერთებული ჹჱაჱების áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€...
16/07/2026

GEO/ENG👇

🇬đŸ‡ȘđŸ‡șđŸ‡žáƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ ვიáƒȘე-პრემიერი, საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ მინისჱრი მაკა ბოჭორიჹვილი, ამერიკის ჹეერთებული ჹჱაჱების áƒĄáƒáƒźáƒ”áƒšáƒ›áƒŹáƒ˜áƒ€áƒ მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისჱერიალჹი „პოლიჱიკური ჱერორიზმის ჼელაჼალი áƒ’áƒáƒáƒ„áƒąáƒ˜áƒŁáƒ áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ ჹესაჼებ“.

áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ ვაჹინგჱონჹი იმართება და მასჹი მონაწილეობს 60-მდე áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ წარმომადგენელი.

ალლ-იქ ჱერორიზმთან áƒ‘áƒ áƒ«áƒáƒšáƒ˜áƒĄ აჼალი სჱრაჱეგიული áƒ©áƒáƒ áƒ©áƒáƒĄ Ⴠარგლებლი გამართული მინისჱერიალი მიზნად ისაჼავს პოლიჱიკური áƒ«áƒáƒšáƒáƒ“áƒáƒ‘áƒ˜áƒĄ აჼალი ჱალჩისა და áƒ”áƒ„áƒĄáƒąáƒ áƒ”áƒ›áƒ˜áƒĄáƒąáƒŁáƒšáƒ˜ áƒ“áƒáƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ˜áƒáƒœáƒáƒ‘áƒ˜áƒĄ წინააჩმდეგ áƒ‘áƒ áƒ«áƒáƒšáƒ˜áƒĄ გზებზე მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადჩება ეთმობა áƒ”áƒ€áƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒáƒœáƒ˜ საერთაჹორისო თანამჹრომლობის áƒ’áƒáƒ«áƒšáƒ˜áƒ”áƒ áƒ”áƒ‘áƒáƒĄáƒ და ამ მიმართულებით ერთობლივი áƒ«áƒáƒšáƒ˜áƒĄáƒźáƒ›áƒ”áƒ•áƒ˜áƒĄ გაჩრმავებას.

🇬đŸ‡ȘđŸ‡ș🇾 The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, is participating in the Ministerial on the Resurgence of Political Terrorism, at the invitation of the United States Secretary of State, Marco Rubio.

The event is being held in Washington, D.C., and brings together representatives from approximately 60 countries.

Held as part of the United States’ new strategic framework for countering terrorism, the Ministerial aims to address ways to combat the new wave of political violence and the activities of extremist groups. Particular attention is being paid to strengthening effective international cooperation and further enhancing joint efforts in this area.

📱 საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱრო აáƒȘჼადებს საგრანჱო კონკურსს â€žáƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ გემო“📌 áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒĄ მიზანი:âžĄïž áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ სამზარეულოს პოპულარიზ...
10/07/2026

📱 საგარეო áƒĄáƒáƒ„áƒ›áƒ”áƒ—áƒ სამინისჱრო აáƒȘჼადებს საგრანჱო კონკურსს â€žáƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ გემო“

📌 áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ˜áƒĄ მიზანი:

âžĄïž áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ სამზარეულოს პოპულარიზაáƒȘია საზჩვარგარეთ;
âžĄïž დიასპორის წევრების áƒ©áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒáƒ‘áƒ áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ áƒ™áƒ”áƒ áƒ«áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ, რეáƒȘეპჱებისა და კულჱურის გაáƒȘნობაჹი;
âžĄïž კულინარიული áƒŠáƒáƒœáƒ˜áƒĄáƒ«áƒ˜áƒ”áƒ‘áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ, სასწავლო ჹეჼვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაáƒȘ მონაწილეები áƒáƒ„áƒąáƒ˜áƒŁáƒ áƒáƒ“ ჹეისწავლიან áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ áƒ™áƒ”áƒ áƒ«áƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ მომზადებას;
âžĄïž დიასპორის მიერ áƒ“áƒáƒ€áƒŁáƒ«áƒœáƒ”áƒ‘áƒŁáƒšáƒ˜ áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒ˜ რესჱორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის áƒžáƒ áƒáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ მჼარდაჭერა, საზჩვარგარეთ áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ დიპლომაჱიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების áƒ©áƒáƒ áƒ—áƒŁáƒšáƒáƒ‘áƒ˜áƒ—.

✅ კონკურსჹი მონაწილეობა áƒšáƒ”áƒŁáƒ«áƒšáƒ˜áƒáƒ—:

âžĄïž საზჩვარგარეთ მოჄმედ áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒš დიასპორულ ორგანიზაáƒȘიებს;
âžĄïž áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒš საკვირაო სკოლებს;
საზჩვარგარეთ მáƒȘჼოვრებ Ⴤართველ აჼალგაზრდებს;
âžĄïž საზჩვარგარეთ არსებულ áƒ„áƒáƒ áƒ—áƒŁáƒš რესჱორნებს და კულინარიულ კლუბებს;
âžĄïž სულ მáƒȘირე ბოლო ერთი წლის განმავლობაჹი საზჩვარგარეთ მáƒȘჼოვრებ და áƒáƒ“áƒ’áƒ˜áƒšáƒĄáƒáƒ›áƒ§áƒáƒ€áƒ”áƒš Ⴤვეყანალი არანაკლებ ჹემდგომი áƒ”áƒ„áƒ•áƒĄáƒ˜ თვის მანძილზე áƒȘჼოვრების áƒŁáƒ€áƒšáƒ”áƒ‘áƒ˜áƒĄ მჄონე áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ áƒ›áƒáƒ„áƒáƒšáƒáƒ„áƒ”áƒ”áƒ‘áƒĄ.

đŸ“© განაáƒȘჼადები მიიჩება 2026 წლის 10 აგვისჱოს ჩათვლით, ელ-áƒ€áƒáƒĄáƒąáƒ˜áƒĄ მისამართზე: [email protected]

📌 კონკურსის ჹედეგები გამოáƒȘჼადდება 2026 წლის 10 áƒĄáƒ”áƒ„áƒąáƒ”áƒ›áƒ‘áƒ”áƒ áƒĄ.

🔗 დამაჱებითი ინჀორმაáƒȘია იჼილეთ:
https://azerbaijan.mfa.gov.ge/news/003930-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo

GEO/AZ 👇 🇬đŸ‡Ș 🇩🇿 2026 წლის 9 ივლისს, Ⴤ. ბაჄოლი áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულჱურის სამინისჱროებს ჹორის თანამ...
10/07/2026

GEO/AZ 👇

🇬đŸ‡Ș 🇩🇿 2026 წლის 9 ივლისს, Ⴤ. ბაჄოლი áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄáƒ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულჱურის სამინისჱროებს ჹორის თანამჹრომლობის საკითჼებზე ლეჄმნილი სამუჹაო áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ მესამე ჹეჼვედრა გაიმართა.

ჹეჼვედრას, რომელჹიáƒȘ ორი áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒœáƒ˜áƒĄ კულჱურის სამინისჱროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, áƒĄáƒáƒ„áƒáƒ áƒ—áƒ•áƒ”áƒšáƒáƒĄ კულჱურის მინისჱრის მოადგილე, გიორგი მირáƒȘჼულავა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულჱურის მინისჱრის მოადგილე, Ⴠარიდ áƒŻáƒáƒ€áƒáƒ áƒáƒ•áƒ˜ áƒŁáƒ«áƒŠáƒ•áƒ”áƒ‘áƒáƒ“áƒœáƒ”áƒœ.

მჼარეებმა განიჼილეს კულჱურის áƒĄáƒ€áƒ”áƒ áƒáƒšáƒ˜ ორმჼრივი თანამჹრომლობის მიმდინარე და სამომავლო პრიორიჱეჱული მიმართულებები, ჹეჼვედრის დასასრულს კი ჼელი მოეწერა სამუჹაო áƒŻáƒ’áƒŁáƒ€áƒ˜áƒĄ მესამე ჹეჼვედრის áƒáƒ„áƒ›áƒĄ, რომელიáƒȘ ორ áƒ„áƒ•áƒ”áƒ§áƒáƒœáƒáƒĄ ჹორის კულჱურული თანამჹრომლობის ჹემდგომ გაჩრმავებასა და áƒ’áƒáƒ€áƒáƒ áƒ—áƒáƒ”áƒ‘áƒáƒĄ ითვალისწინებს.

🇩🇿 🇬đŸ‡Ș 9 iyul 2026-cı il tarixində Bakıda GĂŒrcĂŒstan və Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirlikləri arasında Əməkdaßlıq ĂŒzrə İƟçi Qrupunun ĂŒĂ§ĂŒncĂŒ iclası keçirildi.

İki ölkənin Mədəniyyət Nazirliklərinin nĂŒmayəndələrinin ißtirak etdiyi görĂŒĆŸÉ™ GĂŒrcĂŒstan Mədəniyyət Nazirinin mĂŒavini Giorgi Mirtsxulava və Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirinin mĂŒavini Fərid Cəfərov sədrlik etdilər.

Tərəflər mədəniyyət sahəsində ikitərəfli əməkdaßlığın cari və gələcək prioritet sahələrini mĂŒzakirə etdilər və görĂŒĆŸĂŒn sonunda iki ölkə arasında mədəni əməkdaßlığın daha da dərinləƟdirilməsini və genißləndirilməsini nəzərdə tutan İƟçi Qrupunun ĂœĂ§ĂŒncĂŒ İclasının Protokolu imzalandı.

ვრáƒȘლად იჼილეთ :
https://www.facebook.com/share/p/19TZhVEXkH/?mibextid=wwXIfr

Address

Yashar Huseynov Str. N15, Narimanov District
Baku
AZ1069

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+994124974560

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Azerbaijan posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Azerbaijan:

Shortcuts

Share