Georgia in Brazil

Georgia in Brazil Embaixada da Geórgia na República Federativa do Brasil

GEO/POR🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმ...
02/09/2026

GEO/POR

🇬🇪 🇧🇷 მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ბრაზილიის ფედერალური ანგარიშთა სასამართლოს პრეზიდენტის აპარატის უფროსს, რიკარდო გაბან ფერნანდესსა და პრეზიდენტის მრჩეველს, რიკარდო დე აბრეუ რესენდეს.

🔹შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობები. საქართველოს ელჩმა ბრაზილიურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებისა და მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ, რაც საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებით აისახება.

🔹განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრაზილიის ფედერალური ანგარიშთა სასამართლოს დელეგაციის საქართველოში სექტემბერში დაგეგმილი ვიზიტის მიზნებისა და ამოცანების განხილვას. ასევე, საუბარი შეეხო მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

POR

🇬🇪 🇧🇷 No dia 1º de setembro, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Federativa do Brasil, Zurab Mchedlishvili, recebeu, na Embaixada da Geórgia, o Chefe de Gabinete da Presidência do Tribunal de Contas da União (TCU), Ricardo Gaban Fernandes, e o Assessor da Presidência, Ricardo de Abreu Resende.

🔹Durante o encontro, foram discutidas as possibilidades de estabelecimento de relações de cooperação entre as instituições competentes dos dois países. O Embaixador da Geórgia apresentou à parte brasileira informações sobre as reformas implementadas pela Geórgia nos últimos anos e os importantes resultados alcançados pelo país, refletidos em suas posições de destaque em diversos rankings internacionais.

🔹Especial atenção foi dedicada aos objetivos e às principais pautas da visita à Geórgia de uma delegação do Tribunal de Contas da União, prevista para setembro. As partes também abordaram as perspectivas de implementação de projetos conjuntos no futuro.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლომბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლომბიის მთავრობასა და ხალ...
11/08/2026

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლომბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლომბიის მთავრობასა და ხალხს.

ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

საქართველოს მთავრობა
Cancillería Colombia

10/08/2026
GEO/POR2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგ...
08/08/2026

GEO/POR

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

POR

Por ocasião do 18º aniversário da Guerra Russo-Georgiana de 2008, em memória das vítimas, as bandeiras nacionais foram hasteadas a meio-mastro nos edifícios do Ministério das Relações Exteriores da Geórgia, nas missões diplomáticas e nas repartições consulares da Geórgia no exterior.

08/08/2026

GEO/ENG👇

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.

Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.

Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.

Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.

Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.

Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.

Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.

The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.

Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.

The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.

GEO/POR🇬🇪 🇧🇷 ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ მჭედლიშვილმა საელჩოში...
01/08/2026

GEO/POR

🇬🇪 🇧🇷 ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ მჭედლიშვილმა საელჩოში უმასპინძლა კომპანია Amazon Visto-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჟოზე კარდოზო ნეტოს.

🔹 შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველო-ბრაზილიის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ეკონომიკურ ურთიერთობებს, ტურიზმის, განათლებისა და ეკოლოგიური/ბუნებრივი პროდუქტების ომხრივი ვაჭრობის სფეროში გაღრმავებას დაეთმო.

🔹 შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბრაზილიის ამაზონის რეგიონისა და საქართველოს შორის ეკოტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს. მხარეებმა იმსჯელეს გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

POR

🇬🇪 🇧🇷 O Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República Federativa do Brasil, Zurab Mchedlishvili, recebeu na Embaixada o fundador e Diretor Executivo da empresa Amazon Visto, José Cardoso Neto.

🔹 Durante o encontro, as partes discutiram as perspectivas de fortalecimento da cooperação bilateral entre a Geórgia e o Brasil, com especial destaque para o aprofundamento das relações econômicas, da cooperação nas áreas de turismo, educação e do comércio bilateral de produtos ecológicos e naturais.

🔹 Também foi ressaltado o potencial de cooperação entre a região amazônica do Brasil e a Geórgia no campo do ecoturismo. As partes trocaram opiniões sobre oportunidades de compartilhamento de experiências e de desenvolvimento de iniciativas conjuntas, capazes de promover o fortalecimento das relações econômicas e culturais entre os dois países.

GEO/POR🇬🇪 🇵🇪 პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილმა...
30/07/2026

GEO/POR

🇬🇪 🇵🇪 პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბრაზილია), ზურაბ მჭედლიშვილმა, ქალაქ ლიმაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ერიკ ანდერსონთან და სამინისტროს თემატური დირექტორატის წარმომადგენლებთან.

🔹საქართველოს ელჩმა პერუს მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი მტკიცე პოზიცია მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარებისთვის. თავის მხრივ, პერუს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს პერუს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობისათვის.

🔹შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

POR

🇬🇪 🇵🇪 No âmbito de sua visita oficial à cidade de Lima, o Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República do Peru, com residência em Brasília, Sr. Zurab Mchedlishvili, reuniu-se com o Vice-Ministro das Relações Exteriores do Peru, Eric Anderson, e com representantes das diretorias temáticas do Ministério das Relações Exteriores.

🔹Durante o encontro, o Embaixador da Geórgia agradeceu ao lado peruano pelo firme e constante apoio à soberania e à integridade territorial da Geórgia, ressaltando que essa posição de princípio constitui uma base importante para o fortalecimento da parceria entre os dois países. Por sua vez, o Vice-Ministro das Relações Exteriores do Peru agradeceu ao Embaixador da Geórgia por sua participação na cerimônia de posse da nova Presidente da República do Peru.

🔹Ao final da reunião, ambas as partes reafirmaram sua disposição de continuar aprofundando a cooperação nos âmbitos bilateral e multilateral, bem como de promover o fortalecimento contínuo das relações entre a Geórgia e o Peru.

GEO/POR🇬🇪 🇵🇪 პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბრაზილია) ზურაბ მჭედლიშვილმა,...
29/07/2026

GEO/POR

🇬🇪 🇵🇪 პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ბრაზილია) ზურაბ მჭედლიშვილმა, პერუს რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პერუს რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, კეიკო ფუხიმორის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაში.

🔹️ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა პერუს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან, ალფონსო კარლოს ესპასთან, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და პერუს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.

🔹️ ზურაბ მჭედლიშვილმა პერუს მხარეს საქართველოს ხელისუფლების მილოცვა გადასცა და გამოხატა მზაობა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

POR

🇬🇪 🇵🇪 O Embaixador Extraordinário e Plenipotenciário da Geórgia na República do Peru (com residência no Brasil), Zurab Mchedlishvili, participou, a convite do Governo da República do Peru, da cerimônia oficial de posse da recém-eleita Presidente da República do Peru, Keiko Fujimori.

🔹️ No âmbito da visita, o Embaixador da Geórgia manteve encontros com representantes do novo governo peruano, incluindo o recém-nomeado Ministro das Relações Exteriores, Alfonso Carlos Espa, durante os quais foi dada especial atenção às perspectivas de fortalecimento da cooperação entre a Geórgia e o Peru.

🔹️ Na ocasião, Zurab Mchedlishvili transmitiu às autoridades peruanas as felicitações do Governo da Geórgia pela posse da nova Presidente e reiterou a disposição da Geórgia de aprofundar ainda mais a cooperação bilateral entre os dois países.

29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

Endereço

SHIS QI 07 Conj. 11 Casa 01
Brasília, DF
71615310

Horário de Funcionamento

Segunda-feira 10:00 - 18:00
Terça-feira 10:00 - 18:00
Quarta-feira 10:00 - 18:00
Quinta-feira 10:00 - 18:00
Sexta-feira 10:00 - 18:00

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando Georgia in Brazil posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Atalhos

Compartilhar