31/08/2026
GEO/ENG
ჟენევაში უფასო განათლების საკითხზე მიმდინარე მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის სესიაზე ქართველი მოსწავლე საქართველოს სახელით სიტყვით წარსდგა
ჟენევაში, ბავშვის უფლებათა კონვენციის ფარგლებში, უფასო საჯარო სკოლამდელი და ზოგადი განათლების შესახებ მე-4 დამატებითი ოქმის შემუშავებაზე მომუშავე მთავრობათაშორისი სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს.
სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრმა - ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ბასილაიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში უფასო საჯარო სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის შემუშავებას. სკოლამდელი და ზოგადი განათლება არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც პრივილეგია, ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტირებული უნდა იყოს თითოეული ბავშვისთვის. სიტყვით გამოსვლაში, ანასტასია ბასილაიამ ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე, რომელმაც აღნიშნული ღირებულებების პრაქტიკაში დანერგვას შეუწყო ხელი.
The second session of the Open-ended Intergovernmental Working Group to explore the possibility of elaborating and submitting to the Human Rights Council a draft optional protocol to the Convention on the Rights of the Child, on free public pre-primary and general education, is currently taking place in Geneva, with the participation of the Georgian delegation.
Speaking at the session, Anastasia Basilaia, a student at Batumi Public School No.1 and a member of the Georgian delegation, highlighted the availability of free public pre-primary and general education in Georgia.
She emphasized that Georgia firmly supports the elaboration of an Optional Protocol to the Convention on the Rights of the Child. Pre-primary and general education should not be considered a privilege; rather, it is a fundamental human right that must be guaranteed to every child.
In her address, Anastasia Basilaia also highlighted the significant decisions adopted in Georgia in recent years, which have helped translate these values into practice.