Former Young Ambassador of Georgia to the People's Republic of China

  • Home
  • China
  • Qingdao
  • Former Young Ambassador of Georgia to the People's Republic of China

Former Young Ambassador of Georgia to the People's Republic of China Former Young Ambassador of Georgia to the People's Republic of China - Gvantsa Mdivani

27/05/2022
მიმდინარე წლის 5 მაისს, ჩინეთში, ქ. ცინტაოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ჟურნალში Qingdao Pictorial (青岛画报)დაიბეჭდა სტატია ახალგაზრდ...
14/05/2022

მიმდინარე წლის 5 მაისს, ჩინეთში, ქ. ცინტაოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ჟურნალში Qingdao Pictorial (青岛画报)დაიბეჭდა სტატია ახალგაზრდა ელჩის, გვანცა მდივანის შესახებ.

სტატიაში საუბარია ახალგაზრდა ელჩის დღევანდელ საქმიანობაზე, ასევე, ჩინეთში წლების მანძილზე მიღებულ სასწავლო და სამუშაო გამოცდილებაზე.

ახალგაზრდა ელჩმა ჩინელ მკითხველს უამბო მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ასევე დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია ახალგაზრდა ელჩების პროგრამის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
საქართველოს ახალგაზრდა ელჩები/Young Ambassadors of Georgia
ICMPD in Georgia

20/04/2022

🇬🇪 🇨🇳 2022 წლის 20 აპრილს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ის შორის.

🔹 ჩინეთის პირველმა დიპლომატმა ქართველ კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

🔹 საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დადებით დინამიკას.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას გლობალური პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.

➡ ილია დარჩიაშვილთან საუბრისას, ვან იმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

➡ მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.

✅ მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა ვიზიტის განსახორციელებლად პეკინში მიიწვია.

08/02/2022

მადლობა ასეთი შეფასებისთვის 🇬🇪🇨🇳

გილოცავთ ჩინურ ახალ წელს!🐯🎉亲爱的中国朋友们:过年好!所想即所愿,​所愿即所得。​虎虎生威,大吉大利!🐯🧧🎊
01/02/2022

გილოცავთ ჩინურ ახალ წელს!🐯🎉

亲爱的中国朋友们:过年好!
所想即所愿,​所愿即所得。
​虎虎生威,大吉大利!🐯🧧🎊

მიმდინარე წლის 25 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ჩინეთში, გვანცა მდივანმა ინტერვიუ მისცა ჩინეთში ერთ-ერთ პრესტიჟუ...
28/01/2022

მიმდინარე წლის 25 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ჩინეთში, გვანცა მდივანმა ინტერვიუ მისცა ჩინეთში ერთ-ერთ პრესტიჟულ ილუსტრირებულ ჟურნალ Qingdao Pictorial-ს(青岛画报).

ახალგაზრდა ელჩმა ისაუბრა მის დღევანდელ საქმიანობაზე, ასევე, ჩინეთში წლების მანძილზე მიღებულ სასწავლო და სამუშაო გამოცდილებაზე.

ახალგაზრდა ელჩმა ჩინელ მკითხველს უამბო მის მიერ გამართული ღონისძიებების შესახებ და ასევე დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია ახალგაზრდა ელჩების პროგრამის შესახებ.

ახალგაზრდა ელჩის ინტერვიუ დაიბეჭდება ჟურნალის მარტის ნომერში და ასევე სიუჟეტის სახით განთავსდება Qingdao Pictorial-ის ოფიციალურ არხზე.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩები/Young Ambassadors of Georgia

ვიდეო სიუჟეტმა „აღმოაჩინე საქართველო”, სადაც ახალგაზრდა ელჩი ჩინეთში გვანცა მდივანი მაყურებელს საქართველოს შესახებ უყვებ...
23/01/2022

ვიდეო სიუჟეტმა „აღმოაჩინე საქართველო”, სადაც ახალგაზრდა ელჩი ჩინეთში გვანცა მდივანი მაყურებელს საქართველოს შესახებ უყვება, ჩინურ სოციალურ ქსელში(WeChat; Channels) სულ რაღაც რამდენიმე დღეში 17 000 ნახვა, 1000-ზე მეტი გაზიარება და 700-მდე მოწონება დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეოს საშუალებით კიდევ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო საქართველო👏🏻

ვიდეო სიუჟეტს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ჩინელი მაყურებლისგან🇬🇪🇨🇳

საქართველოს ახალგაზრდა ელჩები/Young Ambassadors of Georgia

27/12/2021

ვიდეო სიუჟეტი „აღმოაჩინე საქართველო“

ვიდეო სიუჟეტი მომზადებულია ჩინური სოციალური ქსელებისთვის, რათა მათი საშუალებით უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს საქართველო.

🇬🇪🇨🇳
2021 წლის 19 დეკემბერს ჩინეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გვანცა მდივანმა ჩინურ ენაზე გადაიღო ვიდეო სიუჟეტი „აღმოაჩინე საქართველო.“ სიუჟეტში ახალგაზრდა ელჩი მაყურებელს უყვება საქართველოს შესახებ, გამახვილებულია ყურადღება საქართველოს გეოგრაფულ მდებარეობაზე, ღვინის ისტორიაზე, ქართულ ენაზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ქალაქებზე, საქართველოზე-როგორც საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილზე და ა.შ

პროექტის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ჩინეთში.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩები/Young Ambassadors of Georgia
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
ICMPD in Georgia

23/12/2021

ქართ.🇬🇪/ 中文🇨🇳
📍შანხაი, ჩინეთი

ქუჩის გამოკითხვა/ინტერვიუ საქართველოს შესახებ.

ვიდეო სიუჟეტი არის ქართული სუბტიტრებით.

2021 წლის 19 დეკემბერს ჩინეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გვანცა მდივანმა ქალაქ შანხაიში ჩინურ ენაზე ჩაატარა ქუჩის ინტერვიუ საქართველოს შესახებ.

ახალგაზრდა ელჩი გამვლელებს უსვამდა მარტივ კითხვებს, რათა გაეგო რამდენად კარგად იცნობენ საქართველოს ჩინეთში. გარდა ამისა, უყვებოდა მათ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, ქართული ღვინის, ქართული ენის, ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ჩინეთში.

📍中国上海
关于格鲁吉亚的街头采访

2021年12月19日,格鲁吉亚驻华青年大使在上海街头用中文进行关于格鲁吉亚的采访。

青年大使向路人提出了一些简单的问题为了了解他们对格鲁吉亚的认知程度。此外,她还向他们介绍了格鲁吉亚的地理位置、格鲁吉亚葡萄酒、格鲁吉亚语、旅游景点等。

该项目的主要目标之一是提高在中国对格鲁吉亚的认识。

საქართველოს ახალგაზრდა ელჩები/Young Ambassadors of Georgia
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
ICMPD in Georgia

2021 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გვანცა მდივანმა შანხაის ქუჩებში ჩინურ...
19/12/2021

2021 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გვანცა მდივანმა შანხაის ქუჩებში ჩინურ ენაზე ჩაატარა ორი ძალიან საინტერესო ღონისძიება:

1. ქუჩის გამოკითხვა/ინტერვიუ საქართველოს შესახებ
2. ვიდეო სიუჟეტი „აღმოაჩინე საქართველო “

მეტ დეტალს შეიტყობთ და ვიდეო მასალას იხილავთ ძალიან მალე🇬🇪🇨🇳

🇬🇪🇨🇳
04/12/2021

🇬🇪🇨🇳

Address

Qingdao

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Former Young Ambassador of Georgia to the People's Republic of China posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share