Georgia in Egypt

Georgia in Egypt The page represents an official site of Embassy of Georgia in Cairo
egypt.mfa.gov.ge

Dear guests we welcome you to the official page of the Embassy of Georgia to the Arab Republic of Egypt. The Georgian Embassy aspires to continuously strengthen bilateral political, economic and cultural relations with Egypt, Tunisia and Libya. For more information, please visit our website: egypt.mfa.gov.ge

Address: 9 Tiba Street, Giza
Tel: 02 37622795; 02 37622796
Fax: 02 37622798
Emb

assy Email: [email protected]
Consular service email: [email protected]
Hot line: 01011088844

ترحب سفارة جورجيا بالقاهرة بكم وتتمنى ان توفر كافة المعلومات.

تسعى سفارة جورجيا بالقاهرة لتوطيد العلاقات الجورجية مع مصر، تونس، ليبيا و العالم العربي بشكل عام بالتعاون المشترك في المجالات المختلفة مثل السياسية والاقتصادية والثقافية.

ولمزيد من المعلومات برجاء زيارة الصفحة الرسمية للسفارة
egypt.mfa.gov.ge

عنوان السفارة,
9 شارع طيبة , الجيزه
تليفون:
02 37622795; 02 37622796
فاكس:
02 37622798
الخط الساخن: 01011088844

البريد الالكتروني للسفارة [email protected]

البريد الالكتروني للشؤون القنصلية [email protected]

🔹2026 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ეგვიპტის ინვესტიციებისა და თავისუფალი ზონებ...
12/08/2026

🔹2026 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ეგვიპტის ინვესტიციებისა და თავისუფალი ზონების ადმინისტრაციის (GAFI) თავმჯდომარესთან, მოჰამედ ავად იბრაჰიმთან.

🔹შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეგვიპტეს შორის საინვესტიციო და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები.

🔹On August 11, 2026, Ambassador Nikoloz Apkhazava held a meeting with Dr. Mohamed Awad Ibrahim, Chairman of the Egyptian General Authority of Investment and Free Zones.

🔹During the meeting the parties discussed the prospects of boosting cooperation between Georgia and Egypt in the investment, trade and economic areas.

08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

08/08/2026

GEO/ENG👇

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.

Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.

Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.

Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.

Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.

Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.

Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.

The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.

Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.

The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.

07/08/2026
🔹2026 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტ...
05/08/2026

🔹2026 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსთან, ელჩ იუსეფ ალ-დესუკისთან.

🔹შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის საპროტოკოლო და დიპლომატიურ პრივილეგიებთან დაკავშირებული საკითხები.

🔹On August 5, 2026, Ambassador of Georgia to Egypt, Nikoloz Apkhazava held a meeting with the Assistant Foreign Minister for Protocol Affairs of the Ministry of Foreign Affairs of Egypt, Ambassador Youssef Al-Desuki.

🔹During the meeting the parties discussed the ongoing relations between the two countries, including issues related to the protocol and diplomatic privileges.

🔹2026 წლის 30 ივლისს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა არაბული სახელმწიფოების ლიგის ევრაზ...
30/07/2026

🔹2026 წლის 30 ივლისს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა არაბული სახელმწიფოების ლიგის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელთან, აჰმედ საიედ ჰუსეინთან.

🔹შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოსა და არაბული სახელმწიფოების ლიგას შორის თანამშრომლობის გააქტიურების სამომავლო პერსპექტივები.

🔹On July 30, 2026 Ambassador Nikoloz Apkhazava held a meeting with Dr. Ahmed Sayed Hussein, Head of Eurasian Division of the League of Arab States.

🔹During the meeting, the parties discussed future prospects for intensifying cooperation between Georgia and the League of Arab States.

29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

🔹2026 წლის 20 ივლისს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ავიაკომპანია RED SEA Airlines-ის ს...
20/07/2026

🔹2026 წლის 20 ივლისს, საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა ავიაკომპანია RED SEA Airlines-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ჰათემ ქინავისთან და აღმასრულებელ დირექტორთან აჰმედ შანანთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანია RED SEA Airlines-ის მიერ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული და რეგულარული ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობა.

🔹On July 20, 2026, Ambassador Nikoloz Apkhazava held a meeting with Hatem Kinawy, Chairman of the air company RED SEA Airlines and Ahmed Shanan, CEO of the company.
During the meeting, the parties discussed the prospects of launching scheduled and non-scheduled flights to Georgia by the air company.

17/07/2026
📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“📌 პროექტის მიზანი:➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზ...
10/07/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

📌 პროექტის მიზანი:

➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️ დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში;
➡️ კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას;
➡️ დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ ქართულ საკვირაო სკოლებს;
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს;
➡️ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს;
➡️ სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://egypt.mfa.gov.ge/news/199103-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo

Address

Tibah Street 9
Cairo

Opening Hours

Monday 9am - 4pm
Tuesday 9am - 4pm
Wednesday 9am - 4pm
Thursday 9am - 4pm
Sunday 9am - 4pm

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Egypt posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Egypt:

Shortcuts

Share