Georgia in France/UNESCO

Georgia in France/UNESCO Ambassade de Géorgie en France et à Monaco,
Délégation Permanente auprès de l’UNESCO

GEO/ENG👇2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, სა...
08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

GEO/ENG👇რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლი...
08/08/2026

GEO/ENG👇
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.
მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.
საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.
საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.
Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.
Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.
Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.
Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.
Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.
Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.
Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.
The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.
Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.
The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.

07/08/2026
29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

GEO🇬🇪 FR🇨🇵🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელ...
17/07/2026

GEO🇬🇪 FR🇨🇵

🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

🇬🇪🇺🇸 La vice-Première ministre et ministre des Affaires étrangères de Géorgie, Maka Botchorishvili, a participé, à l'invitation du secrétaire d'État des États-Unis, Marco Rubio, à la réunion ministérielle sur « la résurgence du terrorisme politique » organisée à Washington, où elle a prononcé un discours devant les participants.
Dans son intervention, la ministre des Affaires étrangères a souligné qu'il est particulièrement important d'inscrire la question du terrorisme politique à l'ordre du jour de la communauté internationale, compte tenu des défis actuels en matière de sécurité.
« Cette discussion est particulièrement opportune, car nous faisons aujourd'hui face à des défis complexes et en constante évolution qui affectent directement nos intérêts nationaux, notre souveraineté et notre sécurité. À travers le monde, des groupes radicaux agissent sous différentes bannières idéologiques, y compris parfois au nom de la démocratie. Pourtant, leur objectif n'est pas de renforcer les institutions démocratiques, mais de les affaiblir », a déclaré Maka Botchorishvili.

🌐ვრცლად იხილეთ: https://mfa.gov.ge/ka/news/843660-maka-botchorishvili-vashingtonshi-politikuri-terorizmis-khelakhali-gaaqtiurebis-shesakheb-ministeria

17/07/2026
2026 წლის 9 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საფრანგეთის რესპუბლი...
10/07/2026

2026 წლის 9 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორთან ხალედ ელ-ენანისთან და UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილესთან განათლების საკითხებში, ქუნ ჩენთან.

მხარეებმა საქართველოსა და UNESCO-ს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა შეხვედრების მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მიმდინარე ინიციატივები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობას, განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობას.

შეხვედრებზე, გივი მიქანაძემ UNESCO-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, აღნიშნული პარტნიორობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობს განათლების სისტემის ხარისხის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას.

ხალედ ელ-ენანიმ და ქუნ ჩენმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურეს.

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“📌 პროექტის მიზანი:➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზ...
10/07/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“
📌 პროექტის მიზანი:
➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️ დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში;
➡️ კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას;
➡️ დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
✅️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
➡️ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ ქართულ საკვირაო სკოლებს;
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს;
➡️ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს;
➡️ სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს.
🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://l1nq.com/281avfp

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! 📢🇬🇪მიმდინარე წელს, ბორდოში, ივლისის თვეში დაგეგმილ საკონსულო შემოვლას, მოქალაქეებ...
07/07/2026

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! 📢🇬🇪

მიმდინარე წელს, ბორდოში, ივლისის თვეში დაგეგმილ საკონსულო შემოვლას, მოქალაქეების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, დაემატა მომსახურების დღე - ოთხშაბათი - 22 ივლისი;

მოქალაქეთა მიღება გაიმართება 10:00 – 16:00 სთ, წინასწარი ჩაწერით, შემდეგ მისამართზე:
Centre d'animation Saint Pierre 4, rue du Mulet, 33000 BORDEAUX

ვიზიტზე ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ ფორმულარი:
https://docs.google.com/forms/d/1TOY6p7p_lbsYCVhDnTrK_CU92U0z2GKwqUxBdmNqLk8/edit
რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ოთხშაბათს - 22 ივლისს.
23 და 24 ივლისს მომსახურების მიღების საათები ამოწურულია.

ამის შემდეგ, მითითებულ ელ. ფოსტის (იმეილი) მისამართზე, 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გამოგეგზავნებათ ვიზიტის დაჯავშნის დასტური და შემდგომი ინსტრუქციები, რისთვისაც სავალდებულოა სწორად იყოს მითითებული ელ. ფოსტა (იმეილი).

დეტალური ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტაციის და მომსახურების საფასურის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე - https://france.mfa.gov.ge/activites-consulaires

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ: 01 45 02 11 07 (ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-17:00 და პარასკევს 10:00-13:00)
[email protected]

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში. ასევე აკრედიტებულია მონაკოს სამთავროში

Adresse

8, Rue Bremontier
Paris
75017

Notifications

Soyez le premier à savoir et laissez-nous vous envoyer un courriel lorsque Georgia in France/UNESCO publie des nouvelles et des promotions. Votre adresse e-mail ne sera pas utilisée à d'autres fins, et vous pouvez vous désabonner à tout moment.

Raccourcis

Partager