აბაშის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Abasha Municipality

  • Home
  • Georgia
  • Abasha
  • აბაშის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Abasha Municipality

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Abasha Municipality აბაშის მუნიციპალიტეტის მერია

დღეს, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), საღვთო ლიტურგია აღა...
26/07/2026

დღეს, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), საღვთო ლიტურგია აღავლინა და მრევლი დალოცა.

საღვთო ლიტურგიას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოება ესწრებოდა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, აბაშის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში მეუფე სტეფანემ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე მეუფემ ისაუბრა ქრისტიანული ცხოვრების ღირებულებებსა და ეკლესიის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ მეუფეს, დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები.

შეხვედრის დასასრულს, მეუფე სტეფანემ მრევლს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნი - „ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლები“.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყველა სოფელს სტუმრობს, ხვდება მოსახლეობას, აღავლენს ღვთისმსახურებას და აკურთხებს მრევლს. აღნიშნული შეხვედრები და სოფლებში საეპისკოპოსო მსახურებები რამდენიმე დღეში, აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში დასრულდება.

აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის კულტურის სახლის დარბაზში ლეგენდარული ანსამბლის - „ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური ...
18/07/2026

აბაშის მუნიციპალიტეტში, მარნის კულტურის სახლის დარბაზში ლეგენდარული ანსამბლის - „ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წუთისოფელი“ გაიმართა.

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომლის ავტორი და მთხრობელი თემურ ჭკუასელია, კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

17/07/2026

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

აბაშის მუნიციპალიტეტში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ძაღლის სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.

მეპატრონის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 4 ივლისს ძაღლი იმყოფებოდა მდინარე აბაშის ნაპირზე, სადაც მასთან შეხება ჰქონდათ იქ მყოფ მოქალაქეებს.

ცოფის შესაძლო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, იმ პირებს, რომლებსაც 2026 წლის 4 ივლისს მდინარე აბაშის ნაპირზე უცხო ძაღლთან ჰქონდათ ნებისმიერი სახის კონტაქტი, გთხოვთ, დროულად დაუკავშირდეთ აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595 80 15 07, 595 80 15 08

18 ივლისს, მარნის კულტურის სახლის დარბაზში ლეგენდარული “ქართული ხმების”  ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია - „წუთისოფე...
13/07/2026

18 ივლისს, მარნის კულტურის სახლის დარბაზში ლეგენდარული “ქართული ხმების” ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია - „წუთისოფელი“ გაიმართება.

დასაწყისი 17:00 საათზე

დასწრება თავისუფალია!

,,საქართველოს კლინიკები"  აბაშის  კლინიკაში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა.სამედიცინო სკრინინგი აბ...
11/07/2026

,,საქართველოს კლინიკები" აბაშის კლინიკაში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა.

სამედიცინო სკრინინგი აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს კლინიკების“ ორგანიზებით ჩატარდა.

აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიეღო პრევენციული სამედიცინო მომსახურება:
- ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის;
- საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის;
- მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისთვის;
- პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის;
- B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის სკრინინგი - 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის.

მსგავსი პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაავადებების ადრეულ გამოვლენას, დროულ დიაგნოსტიკასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი,  აბაშის მუნიციპალიტეტის მერი  გიგა გაბელაია,  საკრე...
10/07/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი, აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

ილიას ქუჩის დასაწყისსა და კვათანის უბანში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დასასვენებელ სივრცეებში სკვერის შიდა პერიმეტრი ფილებით მოპირკეთდება, დამონტაჟდება გარე განათება, დაიდგმება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე გაშენდება დეკორატიული ნარგავები.

ასევე, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლის სპორტდარბაზისა და დამხმარე ოთახების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11 და მე-13 ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი აქამდე არასოდეს ყ...
04/07/2026

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11 და მე-13 ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი აქამდე არასოდეს ყოფილა, აქტიურად მიმდინარეობს მოასფალტებითი სამუშაოები.

ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო საგვაზაო-სუჯუნის დამაკავშირებელ გზაზე.

პროექტის ფარგლებში ჯამში 7 კილომეტრი გზა მოასფალტდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 700 000 ლარი გამოიყო.

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე საგზაო გარემოს შექმნას ემსახურება.

02/07/2026

ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ახალი შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვანი გამოწვევების ეტაპი.

წარმატებებს გისურვებთ ცოდნისკენ მიმავალ გზაზე, დარწმუნებული ვარ, წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა და შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს, თითოეული თქვენგანის წარმატება ხომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების საფუძველია. საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო განათლებული თაობა და ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში.

დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ნიჭსა და უნარებს გამოიყენებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების ამ ახალ გზაზე!

გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს – „აბაშა – 2026“ უმასპინძლა.ფესტივალში მონაწილეობდნენ მხედრები აბაშიდა...
29/06/2026

აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს – „აბაშა – 2026“ უმასპინძლა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ მხედრები აბაშიდან, თბილისიდან, მარტვილიდან, ოზურგეთიდან, ახმეტიდან, ყულარის ცხენთსაშენიდან და ყაზბეგიდან.

ჩატარდა დოღი სამ დისტანციაში. 1200 მეტრიან დისტანციაში პირველი ადგილი დაიკავა აბაშელმა მხედარმა საბა ხურციამ, 1800 მეტრიან დისტანციაში გამარჯვება კვლავ აბაშელ მხედარს, საბა თელიას (საცხენოსნო კლუბი ,,არტი“) ერგო, ხოლო 2000 მეტრიან დისტანციაში პირველობა ყულარის ცხენთსაშენიდან ნიკა ფერაძემ (საცხენოსნო კლუბი ,,ჯარჯი") მოიპოვა.

გუნდურ თამაშობებში, ისინდსა და ცხენბურთში აბაშისა და მარტვილის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამარჯვება მარტვილის გუნდმა მოიპოვა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და ქართული ტრადიციული თამაშები.

ფესტივალში მონაწილე გუნდები და მხედრები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.

ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

Address

ტროფი დარასელიას. ქუჩა № 1
Abasha
0200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აბაშის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Abasha Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აბაშის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Abasha Municipality:

Shortcuts

Share