12/08/2026
მოგესალმებით,
ბოლო პერიოდში არაერთი პოსტი შემხვდა და დღეს კიდევ ერთ ვიდეოს წავაწყდი ერთ-ერთ გვერდზე, სადაც მოქალაქე საუბრობდა ადიგენის მუნიციპალიტეტში კერძოთ სოფელ აბასთუმანში სადაც იგება ასფალტის საფარის გზა.თითქოს სანიაღვრე არხები არ კეთდება და სხვა მსგავსი პრობლემები არსებობს.
პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ კონკრეტულ ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია, დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი საუბარია და საზოგადოებას არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს მუნიციპალიტეტში არაფერი კეთდება ან ბოლო წლების განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი არ განხორციელებულა.
დავიწყებ იქიდან, რომ 2012 წლიდან დღემდე ადიგენის მუნიციპალიტეტში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის სისტემების, შიდა საუბნო გზების, სკვერების, პარკების, გარე განათებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას 2021 წლიდან ვარ 38/7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ეს არის ერთ-ერთი დიდი ოლქი, რომელიც მოიცავს სოფლებს:
1. სოფ.აბასთუმანი
2. სოფ.ვარხანი
3. სოფ.საღრძე
4. სოფ.ქიქინეთი
5. სოფ.წახანი
6. სოფ.წახანწყარო
7. სოფ.ხარჯამი
8. სოფ.ფარეხა
ამ სოფლებში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 80-ზე მეტი სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. შესაძლოა, ზუსტი რაოდენობის დასახელებისას მცირედი ცდომილება მქონდეს, თუმცა ყველაზე მთავარი ციფრი კი არა, შედეგია.
ყველა ის პროექტი, რომელიც განხორციელდა, რეალურად არსებობს და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ადგილზე გადაამოწმოს რა გაკეთდა, სად გაკეთდა და რა შეიცვალა ჩვენს სოფლებში.
ადიგენის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებზე ამჯერად აღარ გავჩერდები. საკმარისია, მხოლოდ რაიონის ცენტრს შეხედოთ, რომ დაინახოთ ჩვენი მშვიდი ადიგენი კიდევ უფრო დიდი განვითარების, მასშტაბური პროექტებისა და ახალი შესაძლებლობების ეტაპზე გადადის.✊🇬🇪
ადიგენი კიდევ უფრო განვითარდება.
წინ კიდევ ბევრი საქმე, ბევრი პროექტი და ბევრი კარგი ამბავია.
ქართული ოცნება / Georgian Dream
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია
#ადიგენი #ადიგენისმუნიციპალიტეტი #განვითარება #ინფრასტრუქტურა #ტურიზმი #ერთადადიგენისთვის