ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

  • Home
  • Georgia
  • Akhalgori
  • ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, Government Organization, Akhalgori.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის  შესახებ შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე ახალგორის მუ...
24/07/2026

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა, მოადგილე ბონდო ყველაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯემალ ბორცვაძემ დევნილ მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კოორდინაციის საკითხი განიხილეს.

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებისთვის, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის, ა(ა)იპ ახალგორის სერვის ცენტრის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება თემაზე: „აზბესტი: ფარული საფრთხე ადამიანის უფლებებისთვის“ და "წყალზე უფლება", მათ შორის შრომითი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანსაღ გარემოზე უფლების ეროვნული შესაბამისობის შესახებ. ასევე შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გიორგი გიგნიაშვილს ულოცავს კრივის საღამოს მთავარ ბრძოლებში საქართველოს 6...
13/07/2026

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გიორგი გიგნიაშვილს ულოცავს კრივის საღამოს მთავარ ბრძოლებში საქართველოს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრის მოპოვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს!

გიორგი გიგნიაშვილი არის ახალგორის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის აღზრდილი და ამავე სკოლის მწვრთნელი, რაც მის წარმატებას ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოს და საამაყოს ხდის. გვჯერა, რომ მას წინ კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი გამარჯვება ელის.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და ქალაქ ფოთის მერია.

🔹 „დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.🔹 სააგენტო პროგ...
13/07/2026

🔹 „დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

🔹 სააგენტო პროგრამაში გამარჯვებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

🔹 პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 300-მდე პირი დაფინანსდება.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება:

▪︎ თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
▪︎ გორი, სამების ქ.N1;
▪︎ რუსთავი, მე-17 მ/რ, N20ა;
▪︎ ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
▪︎ ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც: [email protected]

პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემოსავლის ზრდას.

↪︎ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/5b62P

🔹 „დევნილთა და ეკომიგრანტთა აგრომეურნეობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

🔹 სააგენტო პროგრამაში გამარჯვებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.

🔹 პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 300-მდე პირი დაფინანსდება.

განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება:

▪︎ თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
▪︎ გორი, სამების ქ.N1;
▪︎ რუსთავი, მე-17 მ/რ, N20ა;
▪︎ ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
▪︎ ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც: [email protected]

პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს მათი შემოსავლის ზრდას.

↪︎ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/5b62P

09/07/2026
07/07/2026
ახალგორის მუნიციპალიტეტი გაცნობებთ, რომ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამგორის, კასპის, ქარელისა და ხაშ...
01/07/2026

ახალგორის მუნიციპალიტეტი გაცნობებთ, რომ
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, დაიწყო საბუთების მიღება ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, დევნილის სტატუსის მქონე პირებისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

საბუთები მიიღება შემდეგ მისამართზე:
ქალაქი გორი, სტალინის გამზირი, №16
ქალაქი თბილისი, ქავთარაძის ჩიხი №1 (ქავთარაძის №44-თან არსებული შესახვევი).

საბუთების მიღება ასევე, შესაძლებელია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (წეროვანის დევნილთა დასახლება, ადმინისტრაციული შენობა);

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საკონტაქტო ნომერზე: 577 95 32 25 ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებული დევნილის სტატუსის მქონე პირთათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის პროგრამას

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გელა შერმადინი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური დ...
25/06/2026

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გელა შერმადინი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი წეროვნის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტს გაეცნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ივანე მაჩაბლის სახელობის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი ითვალისწინებს თეატრალური სცენის - ამფითეატრის, ფანჩატურისა და შესაბამისი ატრაქციონებით ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობას, კაუჩუკის ფილების დაგებას, სავალი ბილიკების მოპირკეთებას, სკამებისა და ლამპიონების დამონტაჟებას, ტერიტორიის ლითონის დეკორატიული ღობით შეღობვასა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას.

პროექტის მიმდინარეობას ასევე გაეცნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბონდო ყველაშვილი, საკრებულოს დეპუტატი ჯონი ბაშარული, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები.

18/06/2026

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად, ახალგორის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერები.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს, მათ შორის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, წყალმომარაგების, საგზაო და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მოწესრიგებას.
ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების გაუმჯობესებაზე.

როგორც სიმონ გულედანმა შეხვედრისას აღნიშნა, რეგიონში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა.

Address

Akhalgori

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995595954591

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა:

Shortcuts

Share