ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall

  • Home
  • Georgia
  • Akhaltsikh
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია Akhaltsikhe Municipality

ქალაქ ახალციხეში, ახალი ბავშვთა აკადემია „ბილიკები“ გაიხსნა, რომელიც ადრეული განათლების,  კოგნიტური და მოტორული უნარების...
05/09/2026

ქალაქ ახალციხეში, ახალი ბავშვთა აკადემია „ბილიკები“ გაიხსნა, რომელიც ადრეული განათლების, კოგნიტური და მოტორული უნარების განვითარების მიმართულებით იმუშავებს.

ახლადგახსნილ აკადემიას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ესტუმრა, იქ არსებულ პროგრამებს გაეცნო, პედაგოგებსა და მოსწავლეებს კი წარმატებები და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვა.

„ბილიკებში“ თითოეული აქტივობა ბავშვების შესაძლებლობების გაძლიერებას და მისთვის საჭირო უნარების განვითარებას ემსახურება. აკადემიაში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები მიიღებიან.

05/09/2026

ახალციხეში, ცენტრალური სტადიონის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი  ვარლამ წიკლაური ტრადიციულად მოქალაქეებს შეხვდა.მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადგილობრივებ...
04/09/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ტრადიციულად მოქალაქეებს შეხვდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნო და თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე პროექტებს, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებს.

ქალაქ ახალციხეში,  მიხეილ იაძის სახელობის  ცენტრალური სტადიონის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.სამუშაოების ...
04/09/2026

ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად გაეცნო.

ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, ტრიბუნებით, გასახდელებით, სველი წერტილებით და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ ახალციხეში, მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და სპორტსმენები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

ინფრასტრუქტურული პროექტი ასევე, მერის მოადგილემ გიორგი მელიქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ვახტანგ მერაბიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ და რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა გაჩეჩილაძემ დაათვალიერეს.

03/09/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური „Nice Studio Academy“-ის საზაფხულო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს შეხვდა.

ახალგაზრდებმა მერთან პროფესიის არჩევაზე, მიზნების დასახვაზე და კარიერული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ვარლამ წიკლაურმა მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერობამდე განვლილი პროფესიული გზა გაუზიარა, მათ ხედვებსა და იდეებს გაეცნო, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და წარმატებები უსურვა.

NICE Studio Academy-ის საზაფხულო სკოლაში, 9- დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით ცოდნა და უნარები განივითარეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ვარლამ წიკლაურის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მ...
03/09/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ვარლამ წიკლაურის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, 1 ოქტომბრიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კოლეჯების - ოპიზარისა და კონსტრუქტ2 -ის სტუდენტები ახალციხის სპორტულ კომპლექსში, აუზითა და ფიტნესდარბაზით 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

დაინტერესებულმა პირებმა, სპორტული კომპლექსის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოთ - პირადობის მოწმობა და აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“  მორიგი სხდომა  ჩატარდა.ს...
02/09/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ,,მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ მორიგი სხდომა ჩატარდა.

საბჭოს სხდომას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე 29 განცხადება განიხილეს, საიდანაც 21 განცხადებაზე დადებითი რეკომენდაცია გაიცა. ასევე, წევრებმა ცნობის სახით მონიტორინგის ანგარიშები მოისმინეს.

საბჭოს წევრები პერიოდულად იკრიბებიან და შემოსულ განაცხადებს განიხილავენ.

„მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხის განხილვისა და მუნიციპალიტეტის მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შეიქმნა.

02/09/2026

ქალაქ ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა

01/09/2026

ქალაქ ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა.

დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

პროექტის ფარგლებში საბავშვო გასართობი ატრაქციონები და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 329 400 ლარით დაფინანსდა.

ასევე, ახალი სკვერი და მინი მოედანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი მელიქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ვახტანგ მერაბიშვილმა დაათვალიერეს.

ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

Address

Kostava 18
Akhaltsikh
0800

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995365220808

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია / Akhaltsikhe Municipality City Hall:

Shortcuts

Share