ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Akhaltsikhe
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, ქალაქი ახალციხე, შ. ახალციხელის ქუჩა №2, Akhaltsikhe.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრე...
04/09/2026

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური , საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, ქალაქ ახალციხეში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი მელიქიძე და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ვახტანგ მერაბიშვილმა, ახალ...
01/09/2026

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ვახტანგ მერაბიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა და მერის მოადგილემ გიორგი მელიქიძემ ქალაქ ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებისთვის მოწყობილი ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სპორტული მოედანი დაათვალიერეს.
დასრულებული პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო გასართობი ატრაქციონები და სპორტული ინფრასტრუქტურა. მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარიც გადასცა.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 329 400 ლარით დაფინანსდა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულ...
01/09/2026

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და მერის მოადგილე გიორგი მელიქიძე სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნენ.

მუნიციპალიტეტისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ხათუნა ხმალაძესთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მზადების საკითხებზე ისაუბრეს.
დღეიდან, 14 სექტემბრის ჩათვლით, ახალციხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლაში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე — formebi.emis.ge — შეეძლებათ.
2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო იქნება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლ...
31/08/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, მუნიციპალიტეტის მერთან ვარლამ წიკლაურთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე და ახალქალაქის გზატკეცილზე, რუსთაველისა და ჯაყელის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე წრიულებს რეაბილიტაცია უტარდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ასევე, კოსტავასა და 9 აპრილის ქუჩებზე არსებულ ხიდებზე ახალი გარე განათება დამონტაჟდა.

27/08/2026
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა სერგი მუშკუდიანმა და ვა...
26/08/2026

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა სერგი მუშკუდიანმა და ვახტანგ მერაბიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, ასევე მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნოდარ ტატალიშვილმა, ქალაქ ახალციხეში სკვერების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რეაბილიტაცია უტარდება 9 აპრილის ქუჩის №14-ში, კოსტავას ქუჩის №179-ისა და №184-ის მიმდებარედ, ასევე თამარაშვილის ქუჩის №2, №4 და №6-ში არსებულ სკვერებს.
რეკრეაციული სივრცეების განვითარება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კონკურსს 2 ვაკ...
26/08/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კონკურსს 2 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეეძლებათ.

სტაჟირების პირობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნულ ვებგვერდზე.

სტაჟირების ვაკანტური პოზიციები:

• საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების სტაჟიორი - იურისტი- 1 ვაკანსია
• საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სტაჟიორი - საზოგადოებასთან ურთიერთობა - 1 ვაკანსია.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 7X7 ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და სხვადას...
25/08/2026

ახალციხის მუნიციპალიტეტში 7X7 ფეხბურთის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისა და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
პირველი ადგილი ვალის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ჯარის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მერიის გუნდმა მოიპოვა.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მედლები, თასები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახ...
20/08/2026

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ბლიაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქალაქ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

დასრულების ეტაპზეა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზის მშენებლობა, რომელიც 300 მაყურებელზეა გათვლილი. ახალი სპორტული სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სპორტის მოყვარულებს თანამედროვე გარემოში ვარჯიშისა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

მიმდინარე წელს დასრულდება ახალი სამუსიკო სკოლის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში აშენდა ოთხსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება სასწავლო კლასები, საკონცერტო დარბაზი და სხვა საჭირო სივრცეები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები სასწავლო პროცესს თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ.

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე, №124-ში, კინოკლუბის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 250 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, 50-კაციანი კინოდარბაზი და მედიათეკა.

Address

ქალაქი ახალციხე, შ. ახალციხელის ქუჩა №2
Akhaltsikhe
0800

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995365221552

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share