თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park

  • Home
  • Georgia
  • Akhmeta
  • თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park

თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park Tusheti National Park

თუშეთის დაცული ტერიტორიები "საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" 1996 წლის კანონიდან გამომდინარე, ოფიციალურად დაარსდა 2003 წლის 22 აპრილს კანონით "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ".თუშეთის დაცული ტერიტორიები სამი კატეგორიიგან შედგება და მისი საერთო ფართობია:113 660 ჰა.
1.სახელმწიფო ნაკრძალი -12 627,2 ჰა;
2. ეროვნული პ

არკი - 69 515 ჰა;
3. დაცული ლანდშაფტი - 31,518 ჰა
სახელმწიფო ნაკრძალსა და ეროვნულ პარკს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, ხოლო დაცულ ლანდშაფტს - ახმეტის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ " თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია".
მისი შექმნის მიზანია თუშეთის დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებრივი და ნახევრადბუნებრივი ლანდშაფტებისა და ჰაბიტატების შენარჩუნება;ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციების კონსერვაცია ბუნებრივ და ხელუხლებელ გარემოში;ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების, დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;
„თუშეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ტყის კოდექსი, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილება.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია 2005 წელს დაარსდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2008 წელს დაცული ტერიტორიების რეორგანიზაციის შემდეგ, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულია. კანონმდებლობის მიხედვით, ფინანსები და კადრები იმართება საქართველოს დაცული ტერიტორების სააგენტოს მიერ. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობების მართვაზე პასუხისმგებლია ადმინისტრაციის დირექტორი. თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია გაყოფილია ორ განყოფილებად: დაცვისა და ადმინისტრაციულ განყოფილებებად.
დაცვის განყოფილების თანამშრომლების ძირითადი მოვალეობებია: ტერიტორიის ფიზიკური დაცვა და კანონაღსრულება თუშეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში; დაცული ლანდშაფტის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენების მონიტორინგი, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
ადმინისტრაციული განყოფილების ვალდებულებებში შედის: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მუშაობის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ვიზიტორთა მომსახურება და მომარაგება.
თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საზაფხულო სათავო ოფისი მდებარეობს თუშეთში, ხოლო ზამთრის ოფისი - ქვემო ალვანში. საზაფხულო ადმინისტრაციული შენობა,რომელშიც ინტეგრირებულია სასტუმრო ნომრები ვიზიტორებისთვის, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზით, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფებით, სპეციალურად ამ მიზნისთვის აშენდა და გაიხსნა 2009 წელს სოფელ ომალოში.

21/07/2026

🛡️🌲 რეინჯერები - იცავენ იმას, რაც შენ გეკუთვნის!
500-ზე მეტი რეინჯერი ყოველდღიურად ზრუნავს დაცულ ტერიტორიებზე - იცავენ ბიომრავალფეროვნებას, უზრუნველყოფენ როგორც ბუნების, ისე ადამიანების უსაფრთხოებას.
მადლობა თითოეულ რეინჯერს თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ერთგულებისთვის
🌍 31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა!

01/07/2026
✅ თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა.📍ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს და ვიზიტორებს სთ...
30/06/2026

✅ თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა.

📍ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს და ვიზიტორებს სთავაზობს სრულ ინფორმაციას თუშეთის უნიკალური ბუნებისა და სალაშქრო მარშრუტების შესახებ.

🗓 დაგეგმეთ 2026 წლის მოგზაურობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე თუშეთში, რომელსაც მისი უძველესი ტრადიციები, მდიდარი კულტურა და დაუვიწყარი პეიზაჟები შეგიქმნით.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

26/06/2026

თუშეთის ეროვნული პარკის სეზონის გახსნა ბუნების ბინადრებმაც იგრძნეს – გზებზე კუნტრუშით ხვდებიან სტუმრებს 🦌💚

17/06/2026

კარგი კადრის გადასაღებად ზოგს საათები სჭირდება,
თუშეთის ეროვნული პარკიდან ნიამორს კი მხოლოდ ერთი მზერა ჰყოფნის 🦌📸

04/06/2026
05/05/2026

ნიამორი - კლდეების მბრძანებელი და თუშეთის ნამდვილი მშვენება

ბოლო წლებში საქართველოში ამ საოცარი ცხოველების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს მათი ხილვა მხოლოდ დიდ კავკასიონზე, თუშეთსა და ხევსურეთშია შესაძლებელი. ნიამორი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და თითოეული მათგანის სიცოცხლე ჩვენი ბუნების სიმდიდრეა.

გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი მთების სიამაყე! 💚

Address

Georgia, Omalo, Akhmeta Municipality
Akhmeta

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თუშეთის ეროვნული პარკი / Tusheti National Park:

Shortcuts

Share

Category