ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცე• Library Space of Ambrolauri Municipality

  • Home
  • Georgia
  • Ambrolauri
  • ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცე• Library Space of Ambrolauri Municipality

ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცე• Library Space of Ambrolauri Municipality Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცე• Library Space of Ambrolauri Municipality, Library, მერაბ კოსტავას 21, Ambrolauri.

❤️8 აგვისტო პოეტ გურამ გორდეზიანის დაბადების დღეა! 📚იგი შვიდი პოეტური კრებულის ავტორი: "არა გაქვს სადარდიანო", "უშუშებელ...
08/08/2026

❤️
8 აგვისტო პოეტ გურამ გორდეზიანის დაბადების დღეა!

📚იგი შვიდი პოეტური კრებულის ავტორი: "არა გაქვს სადარდიანო", "უშუშებელი მეწვის იარა", "მე ის ვარ..!", "მზის გენია", "ადუღებული ცრემლით დაგხატე" (2017), "ოდესღაც" (2019) , “სივრცე”
და ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის “მწიგნობარი” დამფუძნებელია.

🏛️საბიბლიოთეკო სივრცის სახელით,
უამრავ ნაყოფიერ და წარმატებულ დღეს ვუსურვებთ ბატონ გურამს, რომლის მთავარი საზრუნავი ყოველთვის იყო და იქნება ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება და მათი შესაძლებლობების განვითარება.

✨ გილოცავთ ილიაობას! დღეს წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღეა, ადამიანისა, რომლის ღვაწლმაც სრულიად შეცვა...
02/08/2026

✨ გილოცავთ ილიაობას!
დღეს წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღეა, ადამიანისა, რომლის ღვაწლმაც სრულიად შეცვალა საქართველოს ისტორია და კულტურა.

🎉 ილიაობა საგურამოში

🗓️ 1891 წლის 2 აგვისტო (ძველი სტილით 20 ივლისი).

👉ცენტრში დგას ილია ჭავჭავაძე. ჯგუფში არიან: ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა, ნიკო ნიკოლაძე, ილია წინამძღვრიშვილი, მღვდელი გიორგი ასათიანი, ვასილ მარიბელი და სხვები.

ℹ️ 1987 წლის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, 2 აგვისტოს, ემთხვევა.

📸 ფოტოს ავტორი: ალექსანდრე როინაშვილი.

📌 დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

📚 სიახლეები ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში “მწიგნობარი“გვსურს, ისევ და ისევ განსაკუთრებული მადლიერება ...
30/07/2026

📚 სიახლეები ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში “მწიგნობარი“

გვსურს, ისევ და ისევ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ ხვანჭკარისა და ჭრებალოს საჯარო სკოლების მოსწავლეების ინიციატივის მიმართ, რომელთაც ბიბლიის შესწავლისა და გააზრების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსში ახალი ნომინაციის დამატება შემოგვთავაზეს. ვინაიდან მიმდინარე წლის პროგრამა უკვე დამტკიცებულია, ეს შესანიშნავი იდეა ოფიციალურად 2027 წლის “მწიგნობარში“ განხორციელდება, თუმცა წელს სიმბოლური თარიღი გვაქვს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე. ცალკე ნომინაცია არ იქმნება, თუმცა ამ ისტორიულ თარიღს კონკურსი განსაკუთრებულად გამოეხმაურება-ნომინაციას- ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები დაემატება მისივე ძველ ბერძნულიდან ნათარგმნი “სახარება ოთხთავი”.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგობარს- “შორენა შავერდაშვილის გამომცემლობას“ (ყოფილი გამომცემლობა “სეზანი“) მხარდაჭერისთვის!

მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მეგობარს ასეთი ღირებული ინიციატივისთვის.

‼️მონაწილეთა საყურადღებოდ, შეგიძლიათ თავიდან გაეცნოთ საკონკურსო ლიტერატურის ჩამონათვალს, სადაც ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანებში დაგხვდებათ ცვლილება და ასევე გაცნობებთ რომ საპრიზო ფონდი მოცემულ ნომინაციაში გაიზრდება( 500-დან 1000 ლარის ოდენობით) დღეიდანვე შეგიძლიათ მოაკითხოთ ბიბლიოთეკას, ხოლო მომდევნო კვირიდან მარაგები კიდევ შეივსება.

პატივისცემით,

ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის “მწიგნობარი“ შემოქმედებითი ჯგუფი.

🪐არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ქართულ ენასა და აზროვნებას სრულიად ახალი მასშტაბი მისცეს. უბადლო თარგმანები და ეპოქალურ...
28/07/2026

🪐არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ქართულ ენასა და აზროვნებას სრულიად ახალი მასშტაბი მისცეს. უბადლო თარგმანები და ეპოქალური ენობრივი ოსტატობა- დღეს დიდ ქართველ ფილოსოფოსსა და მთარგმნელს, ბაჩანა ბრეგვაძეს ვიხსენებთ

წელს მისი სახელი სამ მნიშვნელოვან თარიღს აერთიანებს:

🕊️ 90 წელი დაბადებიდან
🕯️ 10 წელი გარდაცვალებიდან
📜 22 წელი ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის “მწიგნობარი“ დაარსებიდან

ბაჩანა ბრეგვაძემ დაგვიტოვა გასაღები, რომლითაც მსოფლიო სიბრძნის კარი ქართულად იღება.

🍁 “მწიგნობარს“ ახალი მეგობარი ჰყავს!სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩვენს კონკურსს  შორენა ხუხუა- წიგნის, ”შემოვალ ეტლით“ ავტორ...
27/07/2026

🍁 “მწიგნობარს“ ახალი მეგობარი ჰყავს!

სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩვენს კონკურსს შორენა ხუხუა- წიგნის,
”შემოვალ ეტლით“ ავტორი შემოუერთდა
(“გახდი ბესტსელერის ავტორი 2017" გამარჯვებული).

📔მისი წიგნი და ისტორია საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ავტორს გაგვაერთიანოს, ძალა მოგვცეს და სამყარო სხვა თვალით დაგვანახოს.

🤝🏼ძალიან გვიხარია ეს მეგობრობა და უკვე ვგეგმავთ საერთო ნაბიჯებს. ოქტომბრიდან მისი უშუალო ჩართულობით ბევრი საინტერესო სიახლე და სიურპრიზი გველოდება!

სანამ დეტალებს გაგიზიარებთ, ნახეთ ინტერვიუ და უკეთ გაიცანით ავტორი 📽️👇

#13 🎙️ რამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება?ზოგჯერ — ...

📸ეს კადრი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ პატარა სოფელსა და ერთ საკლასო ოთახს ქვეყანას ორი გიგანტი აჩუქოს✨ე...
20/07/2026

📸ეს კადრი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ პატარა სოფელსა და ერთ საკლასო ოთახს ქვეყანას ორი გიგანტი აჩუქოს

✨ერთმა ქართული ცეკვის გენია და პლასტიკა აზიარა მსოფლიოს, მეორემ კი -კაცობრიობის უდიდესი ფილოსოფიური აზრი აამეტყველა ქართულად

ომარ მხეიძე და ბაჩანა ბრეგვაძე

ვულოცავთ საქართველოს!🇬🇪14 ივლისი ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა! 💫
14/07/2026

ვულოცავთ საქართველოს!🇬🇪

14 ივლისი ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა! 💫

“წავიდა და სინათლე დარჩა ყველგან ჩართული”…ტარიელ ჭანტურია🕊️
09/07/2026

“წავიდა და სინათლე დარჩა ყველგან ჩართული”…

ტარიელ ჭანტურია🕊️

Address

მერაბ კოსტავას 21
Ambrolauri
0400

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ამბროლაურის საბიბლიოთეკო სივრცე• Library Space of Ambrolauri Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category