ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Ambrolauri
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, მ. კოსტავას ქუჩა N41, Ambrolauri.

2026 წლის 6 აგვისტოს გაიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა.სხდომას უძღ...
06/08/2026

2026 წლის 6 აგვისტოს გაიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა.

სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე.

ბიურომ განიხილა და საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომისთვის მოსამზადებლად, გადასცა შემდეგი საკითხები:

1.განკარგულების პროექტი – „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

2.დადგენილების პროექტი – „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამისა და ბენეფიტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

📌ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის განახლება  მიმდინარეობს სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორ...
05/08/2026

📌ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლის განახლება მიმდინარეობს სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლები“ ფარგლებში.

📙სოფელ ბუგეულის სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე და ეკოლოგიური გარემოს შექმნას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის წყაროების დანერგვას.

05/08/2026

გრძელდება ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება. განახლებული კულტურის სახლი შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და თანამედროვე მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, სადაც განთავსდება თეატრალური, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეები. გაიცანით კულტურის ცენტრის თანამშრომელი გელა კობახიძე.

2026 წლის 11-14 აგვისტოს, ორგანიზაცია Mayhew Georgia სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (NFA) თანამშრომლობით, ამბროლაურში უფა...
05/08/2026

2026 წლის 11-14 აგვისტოს, ორგანიზაცია Mayhew Georgia სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (NFA) თანამშრომლობით, ამბროლაურში უფასოდ განახორციელებს პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, ჩიპირებასა და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას.
პროგრამა მიზნად ისახავს პასუხისმგებლიანი შინაური ცხოველების მეპატრონეების მხარდაჭერას. ყველა ქირურგიული პროცედურა ჩატარდება გამოცდილი ვეტერინარების მიერ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
უფასოდ განხორციელდება:
ძუ ძაღლების სტერილიზაცია;
ჩიპირება;
ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
მისამართი: ამბროლაური, რაჭის ინკლუზიური ცენტრი, სოფელი სადმელი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ
სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSeXYhpm1du2FSj1oo…/viewform
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით Mayhew Georgia-ს:
Facebook - Mayhew Georgia;
ელექტრონული ფოსტა - [email protected];
ტელეფონი: 577 511 599.

🟨ამბროლაურში კულტურული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები მზადდება🟩მიმდინარეობს ამბრ...
04/08/2026

🟨ამბროლაურში კულტურული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები მზადდება
🟩მიმდინარეობს ამბროლაურის კულტურის სახლისა და ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტირება
🟦პროექტების დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად არქიტექტორებმა ადგილზე გააცნეს
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/qEXQE

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და...
04/08/2026

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მათი განხორციელების ეტაპები, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტული საჭიროებები და პროექტების ეფექტიანი კოორდინაციის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონის მუნიციპალიტეტში შქმერი–მრავალძლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქალაქ ონის ცენტრალურ შესასვლელში არსებული პრობლემური მონაკვეთის მოწესრიგების პროცესს, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში კულტურის სახლების რეაბილიტაციასა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერების მოწყობის პროექტებს.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებზე, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მხარეში დაგეგმილი მასშტაბური კულტურული, სპორტული და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას, მათი მაღალ დონეზე ჩატარებისა და შესაბამის უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფას.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს რეგიონში მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, რაც თითოეული მუნიციპალიტეტის მაქსიმალურ ჩართულობასა და უწყებათაშორის ეფექტიან თანამშრომლობას საჭიროებს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურა ლომინაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ილია კენჭაძე და ადმინისტრაციის აპარატის უფროსი მარიკა დვალი ესწრებოდნენ.

04/08/2026

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები რაჭაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთ...
03/08/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა პატივი მიაგო ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას და დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
პრემიერ-მინისტრი, მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სასულიერო პირებმა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან გადაიხადეს.
„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით, კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით, სამუშაოები ჩატარდა შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 9 აგვისტოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ნოტარიუსის მომსახ...
03/08/2026

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 9 აგვისტოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ნოტარიუსის მომსახურებით.
ნოტარიუსი იმუშავებს ქალაქ ამბროლაურში, კოსტავას ქუჩა №41-ში (ამბროლაურის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნოტარიუსს:
ნათია ტეფნაძე - 595 18 88 55

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 9 აგვისტოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ნოტარიუსის მომსახურებით.

ნოტარიუსი იმუშავებს ქალაქ ამბროლაურში, კოსტავას ქუჩა №41-ში (ამბროლაურის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნოტარიუსს:
ნათია ტეფნაძე - 595 18 88 55

03/08/2026

Address

მ. კოსტავას ქუჩა N41
Ambrolauri
0400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share