ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Aspindza
  • ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო, Government Organization, მეფე თამარის ქუჩა #3, Aspindza.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილეებთან –ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარ...
02/09/2026

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილეებთან –ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძესთან, მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მანანა ზაქაიძესთან ერთად, ასპინძის საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს გაეცნო.

ასპინძის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმას 101 მოსწავლე მიიღებს.

ფორმის შეძენა შესაძლებელია როგორც სპეციალურად განთავსებულ რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის – formebi.emis.ge-ს საშუალებით.

სასკოლო ფორმების რეალიზაციისთვის ქვეყნის მასშტაბით 83 პუნქტია განთავსებული.

2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესი...
02/09/2026

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძესთან, მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, მოსახლეობის საჭიროებები, არსებული გამოწვევების დროული გადაჭრის გზები, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ამ ეტაპზე ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები სერგი მუშკუდიანი და ვახტანგ მერაბიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილეები.

28/08/2026
✔️დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვ...
27/08/2026

✔️დღეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე დარეჯან ზღუდაძე უძღვებოდა.
🔸დარეჯან ზღუდაძემ საბჭოს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი წარუდგინა.
✔️დღის წესრიგი;
1. ასპინძის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026 წლის მესამე და მეოთხე კვარტალის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების თარიღების განსაზღვრისა და სექტემბრის თვეში ,,გმირის დღე’’ დაკავშირებით ღონისძიების დაგეგმვა.

მომხს: დ. ზღუდაძე; ო. ცინაძე;

🔸სხდომაზე წევრებმა იმსჯელეს და დაიგეგმა საბჭოს საქმიანობის შემდგომი ნაბიჯები და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს დებულებით განსაზღვრული ამოცანების ეფექტიან შესრულებას და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუნიციპალური პოლიტიკის გაძლიერებას.

26/08/2026

⭕ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, კონკურსს 4 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეეძლებათ.

▪️მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 1 ვაკანსია;

▪️საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური -1 ვაკანსია

▪️ზედამხედველობის სამსახური - 1 ვაკანსია

▪️ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და
არქიტექტურის სამსახური - 1 ვაკანსია

▪️ასევე, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილებაში-1 ვაკანსია

ძვირფასო სტუდენტებო,  ⚜ გულწრფელად გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!  ეტაპი, რომელსაც უკვე შეუდ...
25/08/2026

ძვირფასო სტუდენტებო,

⚜ გულწრფელად გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

ეტაპი, რომელსაც უკვე შეუდექით, საინტერესო, მნიშვნელოვანი, გამოწვევებით სავსე და ამავდროულად, ახალი გამოცდილების და ცოდნის მომცემი იქნება.

მჯერა, ძალისხმევას არ დაიშურებთ კარგი განათლების მისაღებად და შეძენილ ცოდნას ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მოახმართ.
გისურვებთ ლაღ, ხალისიან და წარმატებულ სტუდენტობას!

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
ბესიკ ბერიძე.

▶ 21 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ბერიძის ხელმძღვანელობით  საკრებულოს გეგმიური სხდომ...
21/08/2026

▶ 21 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ბერიძის ხელმძღვანელობით საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა.

▶საკრებულოს სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1.,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: ბ. ბერიძე; დ. ზღუდაძე; გ. ჯვარიძე;

2.,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2027 -2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის ცნობად მიღების შესახებ’’;

მომხს: ბ. ბერიძე; დ.ზღუდაძე; გ.ჯვარიძე;

3.„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების თაობაზე’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 10 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

მომხს: ბ.ბერიძე; გ. ჯვარიძე;

4. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის განხილვისა და შეფასების შესახებ’’;

მომხს: ბ.ბერიძე; დ.ზღუდაძე;

➡️ინფორმაცია:
1.ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2026 წელში გაფორმებული №95-დან №113-ის ჩათვლით ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;

➡ დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხები განიხილეს და დაამტკიცეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

➡ 21 აგვისტოს, ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ბიუროს სხდომა  გაიმართა.☑ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერ...
21/08/2026

➡ 21 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა.

☑ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე ხელმძღვანელობდა.

ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს:

1. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: ბ. ბერიძე; დ. ზღუდაძე; გ. ჯვარიძე;

2. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2027 -2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის ცნობად მიღების შესახებ’’;

მომხს: ბ. ბერიძე; დ.ზღუდაძე; გ.ჯვარიძე;

3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების თაობაზე’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 10 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

მომხს: ბ.ბერიძე; გ. ჯვარიძე;

4.,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის განხილვისა და შეფასების შესახებ’’;

მომხს: ბ.ბერიძე; დ.ზღუდაძე;

ინფორმაცია:
1.ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2026 წელში გაფორმებული №95-დან №113-ის ჩათვლით ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;

➡ აღნიშნული საკითხები ასევე განხილულ იქნება საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე.

▶️ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა, სხდომას უძღვებოდნენ კომისიების თავმჯდომ...
18/08/2026

▶️ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომა გაიმართა, სხდომას უძღვებოდნენ კომისიების თავმჯდომარეები: იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჯვარიძე და საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დარეჯან ზღუდაძე.

1. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ'' ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე:
მომხს; ბ.ბერიძე; დ.ზღუდაძე; გ, ჯვარიძე;

2. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2027-2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის შესახებ".
მომხს; ბ.ბერიძე; დ.ზღუდაძე; გ, ჯვარიძე;

3. ,, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თვითმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებლო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების თაობაზე''ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 10 ივლისის N 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ:
მომხს; ბ.ბერიძე; გ, ჯვარიძე;

4, ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის განხილვისა და შეფასების შესახებ".
მომხს; ბ.ბერიძე; დ.ზღუდაძე; გ, ჯვარიძე;
ინფორმაცია:

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2026 წელში გაფორმებული N 95-დან N 113-ის ჩათვლით ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;

▶️სხდომაზე წარმოდგენილი საკითხები, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.

Address

მეფე თამარის ქუჩა #3
Aspindza
0500

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995364291443

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share