01/09/2026
⭕ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის პირველ მოადგილესთან, დავით პაპაშვილთან ერთად, სოფელ ნიჯგორში შიდა საუბნო გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სოფელში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 210 300 ლარს შეადგენს.
სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.