აჯამეთის აღკვეთილი / Ajameti Managed Reserve

  • Home
  • Georgia
  • Bagdat'i
  • აჯამეთის აღკვეთილი / Ajameti Managed Reserve

აჯამეთის აღკვეთილი / Ajameti Managed Reserve აჯამეთის აღკვეთილი / Ajameti Managed Reserve

აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 230 კილომეტრის, ხოლო ქუთაისიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონში, რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის, ვარციხისა და სვირის უბნებისაგან. 1928 წლის აპრილში ქუთაისის სატყეო ნაწილის 20 ჰექტარი ნაკრძალად გამოცხადდა, ხოლო 1935 წელს აჯამეთის ტყის მასივის ბაზაზე შეიქმნა აჯამეთის ბოტანიკური ნაკრძალი. აჯამეთი სახელმწიფო ნაკრძალის სახით 1946 წელს

ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების იმერეთის მუხის და ძელქვის შენარჩუნება იყო. აჯამეთის განთქმული მუხნარი ძალიან ძველია. ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტს ითვლის.

აჯამეთს და მის შემოგარენს საკმაოდ კარგი ეკოტურისტული პოტენციალი აქვს. კულტურული ტურების გარდა, აქ შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს სამანქანო-სათავგადასავლო ტურები საირმისა და ზეკარის უღელტეხილების მიმართულებით, კერძოდ, აბასთუმნის უბნის ტერიტორიაზე. მოცემულ ეტაპზე ვიზიტორთა ინფრასტრუქტურა ჯერ არ არის მოწყობილი.

21/07/2026

🛡️🌲 რეინჯერები - იცავენ იმას, რაც შენ გეკუთვნის!
500-ზე მეტი რეინჯერი ყოველდღიურად ზრუნავს დაცულ ტერიტორიებზე - იცავენ ბიომრავალფეროვნებას, უზრუნველყოფენ როგორც ბუნების, ისე ადამიანების უსაფრთხოებას.
მადლობა თითოეულ რეინჯერს თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ერთგულებისთვის
🌍 31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა!

01/07/2026
07/05/2026

ℹ️ იცოდით რომ კოდალას ძირითადად ორი განსხვავებული „კაკუნის“ ტიპი აქვს?

🔸სწრაფი, რიტმული კაკუნი (drumming)
ეს არის „სიგნალი“ - კომუნიკაციისთვის.

🔸არარიტმული, უფრო ღრღნა/ჩიჩქნის მსგავსი ხმა
ეს უკვე საკვების ძებნაა.
ამ დროს რეალურად „ნადირობს“

📸აჯამეთის რეინჯერი ანზორ მაღლაკელიძე

✅დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიე...
29/04/2026

✅დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
🔸კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებმა მოსწავლეებმა მიიღეს. მათ წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ასახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მათ ხედვას.
🔸გამარჯვებულები გამოვლინდნენ იმერეთის, გურიის, კვერეთის, რაჭისა და მარტვილის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.
🔸ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა დაათვალიერეს ნავენახევის მღვიმე, სადაც ადგილზე გაეცნენ უნიკალურ მიწისქვეშა ბუნებრივ გარემოსა და მის მნიშვნელობას.

✅აჯამეთის აღკვეთილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის ეკოსისტემის დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. იგი წა...
17/04/2026

✅აჯამეთის აღკვეთილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის ეკოსისტემის დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. იგი წარმოადგენს უნიკალურ ბუნებრივ სივრცეს, სადაც დაცულია სხვადასხვა იშვიათი და მნიშვნელოვანი სახეობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი დაცვის აუცილებლობას.

🔸აღკვეთილის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამ მიზნით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს სოფელ როკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

🔸შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია აჯამეთის აღკვეთილის მნიშვნელობის, მისი ბუნებრივი რესურსების დაცვისა და თითოეული ადამიანის როლის შესახებ გარემოს შენარჩუნებაში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას და ახალგაზრდების ჩართულობას ბუნების დაცვის პროცესში.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

🕐🌎აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია შეუერთდა “დედამიწის საათის” აღნიშვნას.
28/03/2026

🕐🌎აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია შეუერთდა “დედამიწის საათის” აღნიშვნას.

✅პროექტის „ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში“ ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა...
27/03/2026

✅პროექტის „ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში“ ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და რეინჯერებს ტრენინგი თემაზე „სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების მიმართულებები დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების მიმდებარე ფართობებზე“ ჩაუტარდათ.

🔸სასწავლო კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების იმ მიმართულებებზე, რომლებიც ხორციელდება დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალების მიმდებარე ფართობებზე და მათ გავლენაზე გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე.

🔸მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს, თუ როგორ შეიძლება სოფლის მეურნეობის პრაქტიკები იყოს ეკოლოგიურად მდგრადი, არ აზიანებდეს მიმდებარე ეკოსისტემებს და ამავდროულად ხელს უწყობდეს ბუნებრივი რესურსების დაცვასა და აღდგენას.

🔸დაცული ტერიტორიების სააგენტო ბიომრავალფეროვნების აღდგენის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის, 2016 წლიდან, აჯამეთის აღკვეთილში წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის იმერული მუხის აღდგენის პროექტი, რომელიც კომპანიის „ბი პი“ ფინანსური მხარდაჭერით და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ შესრულებით ხორციელდება.

#დაცულიტერიტორიები
#ეროვნულიპარკები

17/03/2026

საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

Address

Varcixe
Bagdat'i
1002

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995591939914

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჯამეთის აღკვეთილი / Ajameti Managed Reserve posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აჯამეთის აღკვეთილი / Ajameti Managed Reserve:

Shortcuts

Share