ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, Public & Government Service, Galaktion Tabidze Street 56, Batumi.

21/08/2026

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში სტაჟირების პროგრამით 67 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge/ -ის მეშვეობით შეუძლიათ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია:

• იურიდიული განყოფილება - 1
• საბიუჯეტო განყოფილება - 1
• საკუთრების აღიარების განყოფილება - 1
• საინვესტიციო და საგრანტო პროგრამებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის მიმართულებები - 2
• ქალაქგეგმარების, ურბანული პოლიტიკისა და სამშენებლო ნებართვების მიმართულებები - 2
• განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება - 2
• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება - 1.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციები:

• შპს „სანდასუფთავება“ - 5
• შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - 10
• ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 2
• ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური - 1
• ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო - 2
• შპს „ბათუმის წყალი“ - 14
• ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია - 3
• ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო - 20.

✅ სასტუმროებისა და  საცურაო აუზების გეგმიური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება გრძელდება.🦠🧪ბათუმის მუნიციპალურ...
21/08/2026

✅ სასტუმროებისა და საცურაო აუზების გეგმიური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება გრძელდება.

🦠🧪ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ტურისტულ სეზონზე საცურაო აუზების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს.

✅ მონიტორინგის ფარგლებში, აგრეთვე მოწმდება, კვების ბლოკისა და სასტუმროს ნომრების ჰიგიენურ ნორმები.

📑 სანიტარულ შემოწმებას მუნიციპალური ინსპექცია ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, გონიოს სანაპირო ზოლის გასწვრივ, საფეხმავლო ბილიკზე მოწყობილ გარევაჭრობაზე, მონიტორ...
13/08/2026

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, გონიოს სანაპირო ზოლის გასწვრივ, საფეხმავლო ბილიკზე მოწყობილ გარევაჭრობაზე, მონიტორინგი განხორხციელდა.

მოქალაქეების მიერ კომერციული მიზნით, თვითნებურად მოწყობილი სავაჭრო დახლები, მაგიდები და სკამები ალაგდა.

საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვა, ტურისტული ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს.

უნებართვო კომერციული საქმიანობა ფიზიკური პირის 500, ხოლო იურიდიული პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

07/08/2026

✅ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა.

🛑 ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობა ადგილზე გადაამოწმა და კონკრეტულ დარღვევებზე სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა.

⭕️ საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის ფაქტზე შესაბამისი ნებართვის არქონის შემთხვევაში, ობიექტები ადმინისტრაციული სამართალთარდარღვევისთვის დაჯარიმდებიან, რაც ითავლისწინებს ფიზიკურ პირზე 500, იურიდულ პირზე კი 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას.

✅ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ო...
07/08/2026

✅ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობა ადგილზე გადაამოწმა და კონკრეტულ დარღვევებზე სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა.

➢ საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის ფაქტზე შესაბამისი ნებართვის არქონის შემთხვევაში, ობიექტები ადმინისტრაციული სამართალთარდარღვევისთვის დაჯარიმდებიან, რაც ითავლისწინებს ფიზიკურ პირზე 500, იურიდულ პირზე კი 2000 ლარის ოდენობით ჯარიმას.

➢ საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები, ტურისტულ ზონაში მოქალაქების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

✔️ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით გარე ვაჭრობისა და ტროტუარის შეზღუდვის წესი მკაფიოდ არის განსაზღვრული.

➢ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, პარალელურ რეჟიმში საპარკინგე სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგან ათავისუფლებს. სამართალდარღვევებზე მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება.

📣  ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს, ტურისტულ სეზონზე, ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლ...
23/07/2026

📣 ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აკუსტიკურ ხმაურზე მონიტორინგს, ტურისტულ სეზონზე, ინტენსიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ახორციელებს.

☎️ 598 85 15 20 - ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე. რის შემდეგაც კანონის შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექციის ოპერატიული ჯგუფი გამოცხადდება შეტყობინების ადრესატის მისამართზე, სპეციალური აპარატით გაზომავს ხმაურის დონეს და გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება სამართალდამრღვევი სუბიექტის დაჯარიმება.

🔊აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში (08:00-23:00) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.

✅ მიმდინარე წელს ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე 94 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 24 სუბიექტი დაჯარიმდა.

🦮🐈ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანებთან თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გარკვეული ცვლილებე...
17/07/2026

🦮🐈ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანებთან თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში. ნაწილი წლის დასაწყისში ამოქმედდა, ნაწილი კი ეხლახანს შევიდა ძალაში. კერძოდ შინაური ცხოველების გადაადგილების, მოვლა პატრონობისა და მიუსაფარი ცხოველების მიკედლების საკითხთან დაკავშირებით გამკაცრდა რეგულაციები. ცვლილებები შეეხო შინაური ცხოველების შემგროვებლობასა და მათი გამრავლების წესების დაცვასაც;

⭕️ძაღლის გასეირნება საბელის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიისა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. დაბინძურების შემთხვევაში ვალდებულია დაასუფთაოს საზოგადოებრივი სივრცე; ზიანის შემთხვევაში, აანაზღაუროს კანონით დადგენილი წესით.

❌აიკრძალა არასამკურნალო მიზნით ცხოველებისთვის: ​ყურების მოჭრა; კუდის მოჭრა; ეშვებისა და ბრჭყალების ამოჭრა; სმენის დაქვეითება; ხმის იოგების გადაჭრა. აგრეთვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში სპეციალური დაცვის საშუალებების გარეშე გადაადგილება და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საავადმყოფოში მათი შეყვანა.

✅ ცხოველის კეთილდღეობისა და პოპულაციის მართვის პროცესში მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის რეგისტრაცია, ვეტერინარული შემოწმება, ანტირაბიული ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, გასეირნება უსაფრთხოების წესების დაცვით.

♻️ აგრეთვე ნებისმიერ პირს უფლება აქვს უპატრონო ცხოველი მიიკედლოს შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე, რაც დასაშვებია მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის შემდეგ. ვალდებულია უზრუნველყოს მისი გამოკვება და ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. აგრეთვე მკაცრად გაკონტროლდება ცხოველის მიტოვების საკითხი.

⚖️ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულებას, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, შესაბამის სამსახურებთან ერთობლივად უზრუნველყოფს. დღეს კიდევ ერთხელ განხორციელდა ბულვარის ტერიტორიაზე ცხოველების მეპატრონეებისთვის ახალი რეგულაციების გაცნობა და მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ღონისძიებები გატარდა.

11/07/2026

📢 მოსახლეობის საყურადღებოდ!

ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე , ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში.

შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება 17 854 აბონენტს.

ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და უბნებში:
• ჯავახიშვილის ქუჩა-პუშკინის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე;
• ლერმონტოვის ქუჩა-ჩაიკოვსკის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩის №141-ის ჩათვლით;
• ბაგრატიონის ქუჩა №156-მდე;
• სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა;
• მელიქიშვილის ქუჩა-ბაგრატიონის ქუჩიდან შესახვევებით;
• დავით გურამიშვილის ქუჩა;
• სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა №56-დან მთისძირის ქუჩამდე;
• გონიოს ქუჩა;
• მამია ვარშანიძის პირველი შესახვევი;
• ქობულეთის ქუჩა;
• ქედის ქუჩა;
• ანდრონიკაშვილის ქუჩა;
• თაბუკაშვილის ქუჩა;
• შავშეთის ქუჩა;
• აკაკი წერეთლის ქუჩის ნაწილი;
• ბერიძის ქუჩა, თავისი შესახვევებით;
• ბესიკის ქუჩა;
• ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;
• გიორგი სააკაძის ქუჩა;
• სულაბერიძის ქუჩა;
• იმედაშვილის ქუჩა;
• სვიშევსკის ქუჩა;
• მაიაკოვსკის ქუჩა;
• გიორგი წერეთლის ქუჩა;
• ვლადიმერ ვოლსკის ქუჩა;
• ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა;
• გოგიტიძის ქუჩა;
• დადიანის ქუჩა;
• სოხუმის ქუჩა;
• სერგი მესხის ქუჩა;
• პუშკინის ქუჩა ლერმონტოვის ქუჩამდე;
• გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;
• დემეტრე თავდადებულის ქუჩა;
• ვაჟა-ფშაველას ქუჩა ნაწილობრივ;
• 26 მაისის ქუჩა ნაწილობრივ;
• მამია კომახიძის ქუჩა;
• გრიბოედოვის ქუჩა ნაწილობრივ;
• ლადო ასათიანის ქუჩა;
• მთისძირის ქუჩა თავდადებულის ქუჩამდე;
• სოფელი ფერია;
• სოფელი მნათობი;
• სოფელი სალიბაური.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოსახლეობისთვის:
• გთხოვთ, გაზის მიწოდების შეწყვეტისა და აღდგენის პერიოდში დაიცვათ უსაფრთხოების წესები;
• დაკეტილ მდგომარეობაში იქონიეთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ გაზქურების ონკანები და ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა დანადგარები;
• ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა განხორციელდება ეტაპობრივად, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს არსებული ავარიული ხიდის დემონტაჟს, ახალი ხიდის მშენებლობას, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების ქსელის მოწყობას.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.

09/07/2026

🅿️ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, შემზღუდავი ბარიერებისგან ტერიტორიას ათავისუფლებს.

✅ პარალელურად მიმდინარეობს, ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილებისგან, საპარკინგე სივრცის გაწმენდა.

🅿️ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, შემ...
09/07/2026

🅿️ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, შემზღუდავი ბარიერებისგან ტერიტორიას ათავისუფლებს.

✅ პარალელურად მიმდინარეობს, ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილებისგან, საპარკინგე სივრცის გაწმენდა.

🛣️ პარკირების ზედამხედველობის სამსახური, აგრეთვე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ველობილიკზე, შშმ პირის ტრანსპორტის სადგომზე, პარკირების სხვა დარღვევებისა და ევაკუაციის მონიტორინგს.

🚸 აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს მეტი პარკირების სივრცის შექმნასა და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას.

➡️ სხვადასხვა სახის კონსტრუქციით საავტომობილო სადგომის პირადი მოხმარების მიზნით თვითნებური შეზღუდვა აკრძალულია. ფაქტზე სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი 500, იურიდიული კი 2 000 ლარით ჯარიმდება.

Address

Galaktion Tabidze Street 56
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995800000810

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია:

Shortcuts

Share