09/07/2026
სსიპ-ქალაქ ბათუმის N 7 საჯარო სკოლის დირექტორმა, ბ-ნმა ამირან თურმანიძემ სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს წარუდგინა წლიური ანგარიში პრეზენტაციის სახით.
2025-2026 სასწავლო წლის დასასრულს, სკოლის დირექტორმა აქცენტები გააკეთა სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე: ინფრასტრუქტურაზე, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებზე, სწავლა-სწავლების ხარისხზე, მასწავლებელთა პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე, სკოლის ჩართულობაზე ადგილობრივ პროექტებში, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სკოლის მოსწავლეების მიღწევებზე სპორტისა და ხელოვნების სფეროში. ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
ასევე მოტივაციის ამაღლების მიზნით, სკოლის დირექტორმა სიგელები გადასცა საბაზო და საშუალო საგეხურის მოსწავლეებს, რომლებაც წარჩინებით დაასრულეს სასწავლო წელი.