მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე MUKHRAN VAKHTANGADZE BATUMI SPORTS PALACE The existence of sports schools in Adjara has nine decades of history.

სპორტული სკოლების არსებობას აჭარაში ცხრა ათეული წლის ისტორია აქვს. პირველი ბავშვთა და მოზარდთა კომპლექსური სპორტული სკოლა ბათუმში 1935 წელს დაფუძნდა. სანამ თანამედროვე სტანდარტებს მიაღწევდა, იგი ხუთ ძირითად სპორტის სახეობას აერთიანებდა. დროთა განმავლობაში კი ჩვენს ქალაქში კიდევ რვა ახალი სასპორტო სკოლა გაიხსნა.
2006 წლიდან, რეორგანიზაციის შემდეგ, ზემოაღნიშნული სკოლების ბაზაზე ჩამოყალიბდა ბათუმის

N1 კომპლექსური სასპორტო სკოლა. სწორედ ამდროიდან იწყება რეგიონში სპორტის წინსვლის მნიშვნელოვანი ეტაპი.
2022 წლიდან ექსპლუატაციაში შევიდა თანამედროვე სტანდარტების სპორტის სასახლე, რაც, თავისი უნივერსალურობით უპრეცედენტო მოვლენაა აჭარის სპორტულ სინამდვილეში და სრულ შესაბამისობაშია ბათუმის ევროპის სპორტული ქალაქის სტატუსთან.
ბათუმის სპორტის სასახლე ატარებს ჭიდაობაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონის, მუხრან ვახტანგაძის სახელს, რომლის მიღწევები მშობლიურ ბათუმთან ასოცირდება და ვფიქრობთ, კარგი სტიმული იქნება მოზარდი სპორტსმენებისთვის სახელოვანი ტრადიციების გასაგრძელებლად.
სასახლეს გააჩნია 10 სპორტული არენა, რაც არსებული, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რეგიონის სპორტულ პრაქტიკაში პირველად იძლევა ერთ ჭერქვეშ, ერთდროულად, სპორტის სხვადასხვა სახეობის თავმოყრისა და კვალიფიციურ მწვრთნელთა თუ სპორტსმენთა მეშვეობით უკეთეს შედეგზე ორიენტირებული მიღწევების შესაძლებლობას.
დღეისათვის სპორტის სასახლეში, სპორტის 27 სახეობა ფუნქციონირებს და სასწავლო – საწვრთნო პროცესს კვალიფიციური მწვრთნელები წარმართავენ.
კალათბურთი, ფეხბურთი, ქალთა ფეხბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, წყალბურთი, ბადმინტონი, მ/ჩოგბურთი, ჰოკეი, ტანვარჯიში( სპორტული ტანვარჯიში, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტი, სპორტული აკრობატიკა) სპ. ცეკვები, ჭადრაკი, ფარიკაობა, ბ/რ ჭიდაობა, თ/ ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, ძიუდო, ქართული საბრძოლო ხელოვნება, ტაეკვონდო, კონტაქტური კარატე, მძლეოსნობა, მშვილდოსნობა, მთამმსვლელობა, კრივი. The first complex sports school for children and teenagers was founded in Batumi in 1935. Before it reached modern standards, it combined five main sports. Over time, eight more new sports schools were opened in our city. The large-scale stage of the formation of sports schools begins in 1975, when the first sports palace was opened in Batumi. Since 2006, after the reorganization, the Batumi N1 complex sports school was established on the basis of the above schools. Since then, an important stage of sports progress in the region has begun, which was reflected in visible achievements. From 2022, the sports palace with modern standards was put into operation, which, with its universality, is an unprecedented event in the sports reality of Adjara and it is in full compliance with the status of Batumi as a European sports city. The Sports Palace has 10 sports arenas which, with the existing material-technical base, allows for the first time in the sports practice of the region to gather under one roof, different types of sports and achieving better results through qualified coaches and athletes. It will make a significant contribution to the development of Georgian sports, holding international tournaments of any rank in our city, attracting foreign sports delegations and media , in general, popularization of sport in Georgian. The mentioned Sports Palace bears the name of Mukhran Vakhtangadze, the first world champion in wrestling of independent Georgia, whose achievements are associated with his hometown Batumi, and we think it will be a good incentive for young athletes To continue the traditions. At present, 27 types of sports are functioning in the Sports Palace and The educational-training process is leading by qualified coaches. Basketball, football, women's football, volleyball, handball, water polo, badminton, table tennis, hockey, Gymnastics (sports gymnastics, rhythmic gymnastics, trampoline, sports acrobatics) sports dances, chess, fencing, Greco-Roman wrestling, Freestyle wrestling, Georgian wrestling, judo, georgian martial arts, taekwondo, contact karate, athletics, archery, mountaineering, boxing.

ბათუმმა,  მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს - „Batumi Cup"-ს უმასპინძლა, რომელშიც 7 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მ...
10/07/2026

ბათუმმა, მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირს - „Batumi Cup"-ს უმასპინძლა, რომელშიც 7 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ტურნირში, წარმატებით იასპარეზეს მუხრან ვახტანგაძის სახელობსი ბათუმის სპორტის სასახლის ტანმოვარჯიშეებმა და მათი მონაგარი ასეთია:

🥇 თეკლა დავითაძე (2015 წ. / B კატეგორია) - გურზებით ვარჯიში;

🥉 ელენე ვარშანიძე(2015 წ. / A კატეგორია) - მრავალჭიდი;

🥇 ვალერია ბერიძე (2015 წ. / B კატეგორია) - ბურთით ვარჯიში;

🥈თეა ნასრაშვილი*
(2016 წ. / პროფი კატეგორია)-
ბურთით ვარჯიში, გურზებით ვარჯიში; 🥉მრავალჭიდი;

🥉ანა გელაშვილი (2016 წ. / A კატეგორია) - მრავალჭიდი;

🥉ანასტასია კახიძე (2016 წ. / B კატეგორია) - ბურთით ვარჯიში;

🥇მარიამ გოლიაძე (2016 წ. / B კატეგორია) - გურზებით ვარჯიში;

🥉ნინო ბულავინა (2017 წ. / პროფი კატეგორია) - უსაგნო ვარჯიში;
🥈ვიქტორია სიხარულიძე (2018 წ. / A კატეგორია) - უსაგნო ვარჯიში;

ვულოცავთ ამ წარმატებას თითოეულ სპორტსმენსა და მათ მწვრთნელებს : აიდა ასატურიანს ელმირა გაზიევას ,ლელა გოგიშვილს და ლია კვირიკაძეს.

გილოცავთ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს !
02/07/2026

გილოცავთ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს !

30/06/2026

ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით გაიმართა წარსულში ცნობილი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელების იური ესებუას....

წყალტუბოში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ძიუდოში, მონაწილეობა მიიღო და მეორე საპრიზო  ადგილი მოიპოვა, მუხრან ვახტანგაძის ...
29/06/2026

წყალტუბოში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ძიუდოში, მონაწილეობა მიიღო და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ქართული ჭიდაობის სპორტსმენმა ანდრია ქაჯაიამ.

მიღწეულ შედეგს ვულოცავთ, სპორტსმენსა და მისი მწვრთნელს პაატა ურიადმყოფელს.

🥋 ​თბილისში, კონტაქტურ კარატეში 10-15 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა, სადაც ბათუმის სპორტის სასახლი...
29/06/2026

🥋 ​თბილისში, კონტაქტურ კარატეში 10-15 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობა გაიმართა, სადაც ბათუმის სპორტის სასახლის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზეს და არაერთი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
​განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მხატვრული ტანმოვარჯიშე, ლიზი ჯინჭარაძე, რომელმაც ტანვარჯიშში მიღწეული წარმატებების შემდეგ ძალები კონტაქტურ კარატეშიც მოსინჯა. მან -55 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.
​მისი შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და შეუპოვრობა ორივე სპორტის სახეობაში შთამბეჭდავ შედეგებად იქცა.
წარმოგიდგენთ ტურნირის გამარჯვებულებს და პრიზიორებს :
🥇 ჯაბა რომანაძე
🥇 დათუნა ჯინჭარაძე
🥇 გიორგი პატარაია
🥇 სესილი ფარტენაძე
🥇 დავით ფადეევი
🥇 ზურაბ აბაშიძე
🥇 ანდრია ანანბა
🥇სანდრო ფარტენაძე
🥇ლუკა გორგაძე
🥇ანამარია მსხალაძე
🥇ლიზი ჯინჭარაძე
🥇გიორგი წილოსანი

🥈 გიორგი თვალავაძე
🥈 ლილე რომანაძე
🥈 დეა ანანბა
🥈 ნიკოლოზ თოფჩიშვილი
🥈 ზურაბ გოგუაძე
🥈 გიორგი თვალავაძე

🥉 საბა მუთიძე
🥉 ნიკოლოზ გიორგაძე
🥉 თემურ ირემაშვილი
🥉 ნიკოლოზ დევაძე
🥉 ლინი კასიმიძე
🥉 შოთა ჩხიკვაძე
🥉 ანრი მგელაძე
🥉 ბექა ხილაძე
🥉 გურამ ზაქარაძე
🥉 საბა ლამპარაძე
🥉 დათუნა შაშიკაძე
🥉 გიორგი შავაძე
🥉 ანა მგელაძე
🥉 ვერა მიქაძე
🥉 სალომე საფარიძე
🥉 მერი ღოღობერიძე

ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ პირად მწვრთნელებს ამ წარმატებას.

⚽ დასრულდა იურა ესებუასა და ნიკოლოზ სურგულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში. ტურნირი, ტრადიციული...
29/06/2026

⚽ დასრულდა იურა ესებუასა და ნიკოლოზ სურგულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში. ტურნირი, ტრადიციულია და იგი ყოველ წლიურად მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით იმართება.

ტურნირში 2017 წელს დაბადებული ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სულ 8 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა, ხოლო გამარჯვებული პლეი-ოფის დაძაბულ და საინტერესო შეხვედრებში გამოვლინდა.

ტურნირს ესწრებოდნენ ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორი ბატონი შოთა დავითაძე, მოადგილე ლევან ჯიოშვილი და სხვა წარმომადგენლები, იური ესებუას ძმა — ბატონი თემურ ესებუა, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ლევან ქორიძე, ასევე ვეტერანი დინამოელი ფეხბურთელები დავით მუჯირი და ვალერი შანიძე, რომლებმაც პატარა ფეხბურთელებს თბილად მიმართეს, წარმატებები უსურვეს და სპორტული მოტივაცია გაუზიარეს.

ტურნირის მთავარი მიზანი, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნა, სპორტული გამოცდილების დაგროვება, მეგობრობის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.

ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები და ინდივიდუალური ნომინაციების მფლობელები:

I - ბათუმის გოდენ ბოისი
II - ფოთი
III -ბათუმის პორტუსი

🏆 საუკეთესო მეკარე – იაკობ ფუტკარაძე (ბათუმი)
🏆 საუკეთესო მცველი – აპოლონ სიჭინავა (ფოთი)
🏆 საუკეთესო ნახევარმცველი – ნოდო ვარშალომიძე (პორტუსი)
🏆 საუკეთესო თავდამსხმელი – ვაჩე ტყებუჩავა (ფოთი)
🏆 საუკეთესო ბომბარდირი – ალექსი ცეცხლაძე (ბათუმი)
🏆 ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – თომა მელაძე (ბათუმი)

ვულოცავთ გამარჯვებულებსა და ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვან სპორტულ დღეს. თითოეულმა მოთამაშემ აჩვენა ბრძოლა, მონდომება და სიყვარულით სავსე თამაში.

მადლობას ვუხდით მწვრთნელებს, მშობლებს, მსაჯებსა და ორგანიზატორებს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

🤺  ყაზახეთის ქალაქი ალმატი, ფარიკაობში, საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა, სადაც  დაშნით მოფარიკავე, ლუკა ქათამაძემ, ბრი...
27/06/2026

🤺 ყაზახეთის ქალაქი ალმატი, ფარიკაობში, საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა, სადაც დაშნით მოფარიკავე, ლუკა ქათამაძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თალავის სპორტის სასახლე, მხატვრულ ტანვარჯიშში,  საერთაშორისო ტურნირის - ,,TELAVI CUP 2026” მასპინძლობდა.​ტურნირში,  თბილ...
27/06/2026

თალავის სპორტის სასახლე, მხატვრულ ტანვარჯიშში, საერთაშორისო ტურნირის - ,,TELAVI CUP 2026” მასპინძლობდა.

​ტურნირში, თბილისის , აჭარის, ქუთაისის, ზუგდიდის, საგარეჯოს, თელავისა და სომხეთის 155 წარმომადგენელი ასპარეზობდა.

შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ტანმოვარჯიშეებმა, რომლებმაც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და პროგრამაში არაერთი საპრიზო ადგილი მოიპოვეს:

​მართა მექვაბიშვილი (2009 წ.)
​B კატეგორია, სენიორის პროგრამა:
რგოლი 🥇
გურზები 🥇
მრავალჭიდი🥈

მარიამ ბოკელავაძე (2012 წ.)
​B კატეგორია, იუნიორის პროგრამა:
ბურთი 🥇

​მარიამ კვაჭაძე (2012 წ.)
​C კატეგორია, იუნიორის პროგრამა:
რგოლი🥉

​ელენე ვარშანიძე (2015 წ.)
​B კატეგორია:
რგოლი🥉

თეკლა დავითაძე (2015 წ.)
​B კატეგორია:
გურზები🥇

​ვალერია ბერიძე (2015 წ.)
​პროფი კატეგორია:
მრავალჭიდი 🥉

​ოლივია გელაზარიშვილი (2016 წ.)
​A კატეგორია:
ბურთი🥈

​ანასტასია კახიძე (2016 წ.)
​A კატეგორია:
რგოლი🥇

​თეა ნასრაშვილი (2016 წ.)
​პროფი კატეგორია:
მრავალჭიდი 🥈
უსაგნო🥇
გურზები🥇

​ანა გელაშვილი (2016 წ.)
​C კატეგორია:
უსაგნო🥇

​მარიამ გოლიაძე (2016 წ.)
​A კატეგორია:
გურზები🥇


მიღწეულ შედეგს ვულოცავთ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით,  27 -29 ივნისს, სტარტს აიღებს  იურა ესებუასა და ნიკოლ...
24/06/2026

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით, 27 -29 ივნისს, სტარტს აიღებს იურა ესებუასა და ნიკოლოზ სურგულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში.

ტურნირი , 2017 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის გაიმართება და მასში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 8 გუნდი იასპარეზებს. მონაწილეები ორ ქვეჯგუფად გადანაწილდებიან, ხოლო გამარჯვებული პლეი-ოფის ეტაპზე გამოვლინდება.

ტურნირის დაწყებამდე ბათუმის სპორტის სასახლის დირექცია ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და მათ მშობლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სპორტისა და ფეხბურთის მნიშვნელობას მოზარდების ფიზიკური, მენტალური და პიროვნული განვითარების საქმეში. საუბარი შეეხო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გუნდურობის, დისციპლინისა და მიზანდასახულობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს სპორტის სასახლის წარმომადგენლებმა პატარა ფეხბურთელებს სპორტული ფორმები გადასცეს და მომავალ ტურნირში წარმატებები უსურვეს.

ეს ტურნირი მხოლოდ სპორტული შეჯიბრება არ არის — ის პატივისცემის გამოხატულებაა იმ ადამიანების ხსოვნისადმი, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართული სპორტის განვითარებაში. ამავდროულად, იგი ახალგაზრდა თაობისთვის მოტივაციის, მეგობრობისა და სპორტული ღირებულებების გაზიარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

ბოსნია-ჰერცეგოვინას ქალაქ სარაევომ, ტაეკვონდოში,  საერთაშორისო ტურნირს  - *Bosnia And Herzegovina Open 2026 G1/E-1" უმას...
22/06/2026

ბოსნია-ჰერცეგოვინას ქალაქ სარაევომ, ტაეკვონდოში, საერთაშორისო ტურნირს - *Bosnia And Herzegovina Open 2026 G1/E-1" უმასპინძლა, სადაც აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის სახელით წარმატებით იასპარეზეს ჩვენი სასახლის სპორტსმენებმა.

🥇ჩემპიონის ტიტული, დიდების ასაკში, ზურა კინწურაშვილმა -80კგ) მოიპოვა.

🥉ჭაბუკთა ასაკში კი
სანდრო ცეხცლაძე (-37კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ვულოცავთ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

Address

Str. Leonidze 15
Batumi
6000

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599808087

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე:

Shortcuts

Share