ქართული ოცნება / აჭარა

ქართული ოცნება / აჭარა ქართული ოცნება

კურორტ გოდერძიზე გამართული საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები კურორტზე არსებულ ინფრასტრ...
05/09/2026

კურორტ გოდერძიზე გამართული საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კონფერენციის მონაწილეებს გოდერძის განვითარების ხედვა, კურორტის ტურისტულ-საინვესტიციო პოტენციალი და მისი ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად განვითარების შესაძლებლობები ადგილზე გააცნო.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ რეგიონის კულტურასა და ტრადიციებს - ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი აჭარული ნაქარგობების გამოფენა და გაიმართა კონცერტი.

ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მწვანე ტბის ტერიტორია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის კურორტის ტურისტულ მიმზიდველობას.

ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

4 სექტემბერს კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანს კურორტზე ახალი ინვესტიციების მოზიდვა და გ...
05/09/2026

4 სექტემბერს კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანს კურორტზე ახალი ინვესტიციების მოზიდვა და გოდერძის ოთხსეზონიან განვითარებაში ბიზნესსექტორის ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა.

ბიზნესს ფორუმზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფოს, ბიზნესისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობით აჭარის მაღალმთიანეთის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოდერძი ეტაპობრივად გარდაიქმნა თანამედროვე, სრულფასოვან ოთხსეზონიან კურორტად, განვითარებული ინფრასტრუქტურა კი მაღალმთიან აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ გარემოს ქმნის.

,,სულ უფრო მეტი ვიზიტორი, ინვესტორი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით, ჩვენი რეგიონის პოტენციალით და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მზარდი ინტერესის ფონზე, დღეს პირველად ვმართავთ საინვესტიციო ფორუმს კურორტ გოდერძიზე, რომელშიც 70-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორისაა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მათ გავაცნოთ მაღალმთიანი აჭარისა და უშუალოდ კურორტ გოდერძის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი. დღეს კურორტ გოდერძიზე უკვე 9 სასტუმრო კომპლექსი ფუნქციონირებს, ხოლო დაგეგმილია 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საინვესტიციო ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესის დაინტერესებას, ვიზიტორთა ნაკადების ზრდასა და, საბოლოოდ, მაღალმთიანი აჭარის კიდევ უფრო განვითარებასა და წარმატებას"- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს თიბისის ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ და თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ.

ღონისძიების ფარგლებში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა კურორტის განვითარების ხედვისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. თიბისის გუნდმა ინვესტორებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა, ასევე კურორტ გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

ღონისძიებას აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა.შეხვედრაზე ...
04/09/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარების საკითხები განიხილეს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოთი, სტრატეგიული მდებარეობით, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა. მისივე თქმით, ვიზიტი ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და სავაჭრო ბრუნვის ზრდას.

„ჩვენი რეგიონი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებში სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. დღეს ვმასპინძლობდით აზერბაიჯანის დელეგაციას, რომლის წევრები დადებითად აფასებენ საქართველოს კანონმდებლობას, მის მოქნილობას, ასევე ჩვენი რეგიონის ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ბიზნესს სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას. აჭარა სწორედ ის ადგილია, სადაც ინვესტიციების განხორციელებისა და წარმატებული ბიზნესის წარმოებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აღსანიშნავია, რომ „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ ორგანიზებით, ბათუმში 2-5 სექტემბერს საერთაშორისო ბიზნესს მისია Grand CEO Tour იმართება, რომლის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება და საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა. კლუბი საქართველოში აქტიურად საქმიანობს და აერთიანებს ენერგეტიკის, მშენებლობისა და დეველოპმენტის, საბანკო-საფინანსო, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებს.

შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ფუად აზიზოვი და ,,კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგ...
03/09/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, ლუქსემბურგიდან საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ჩამოფრენილი ავიაექსპედიციის მონაწილეებს შეხვდა.

ავიაექსპედიცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანი საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია, ასევე საქართველოსა და ევროპის კერძო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ჯგუფის წევრები საქართველოში 8 სექტემბრამდე დარჩებიან, ეწვევიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში „საავიაციო სოფლის“ გახსნის ღონისძიებაში.

ბათუმში ვიზიტისას ავიაექსპედიციის მონაწილეებმა „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ დაათვალიერეს და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს, მიმდინარე სამშენებლო პროცესს, განვითარების ხედვასა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარება კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღებას შესაძლებელს გახდის. აღსანიშნავია, რომ კუნძულის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ადგილობრივ კურორტებს შორის, ასევე საერთაშორისო მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაძლიერებაა.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე და „ამბასადორი აილენდის“ გენერალური დირექტორი გოჩა კამკია ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს (OSCE) უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამ...
03/09/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს (OSCE) უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ აჭარა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონია. თითოეული მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, კულტურული თვითმყოფადობისა და ტრადიციების დაცვა, ასევე განათლებაზე, სახელმწიფო სერვისებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა თემს შორის ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცებაზე; მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ დიალოგს, რისთვისაც აქტიურად იმართება შეხვედრები სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან და განსაკუთრებული ყურადღებით ხდება თითოეულ საკითხზე რეაგირება.

საუბარი შეეხო რეგიონში მცხოვრები აფხაზური დიასპორის როლსაც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ფერიის სკოლაში აფხაზური ენის სწავლება, რაც აფხაზური კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს.

აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ შეხვედრას რეგიონის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის პოლიტიკური მრჩეველი ანა-სესილ ლევრა ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და რეგიონის განათ...
03/09/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მონაწილე სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ პროფესიული განათლების განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,პროფესიული განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვქონდა შეხვედრა რეგიონში მოქმედი პროფესიული კოლეჯების 10 წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებიც უახლოეს პერიოდში ესტონეთში გაემგზავრებიან. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებს, გაიზიარონ უცხოელი სპეციალისტების გამოცდილება და მიღებული ცოდნა საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ.

დღეს ახალგაზრდების იდეებსა და ხედვებს გავეცანით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი ტურიზმის სფეროთი არიან დაინტერესებულები და უკვე ფიქრობენ ახალ შესაძლებლობებზე, ინოვაციურ პროექტებსა და სტარტაპებზე. ჩვენი მიზანია, მოტივირებულ სტუდენტებს შევუქმნათ განვითარების სრული შესაძლებლობა და გავაძლიეროთ თაობა, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის განვითარებაში" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მოქმედი სახელმწიფო კოლეჯების - „ახალი ტალღისა“ და „ბლექსის“ 25 მასწავლებელი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით გერმანიაში, ხორვატიაში, ესტონეთსა და პორტუგალიაში იმყოფებოდა.

2026 წლიდან კი, ქვეპროგრამა სტუდენტებზეც გავრცელდა. წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 10 სტუდენტი - ხუთი კოლეჯ „ბლექსიდან“ და ხუთი კოლეჯ „ახალი ტალღიდან“. ისინი ერთი თვის განმავლობაში ესტონეთის რესპუბლიკაში, ვალგამას სახელმწიფო პროფესიულ სასწავლო ცენტრში, სტუმარმასპინძლობის და კვების მიმართულებით გაცვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე...
02/09/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან გია ჭყონიასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

ქობულეთში ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 საჯარო სკოლაში და 6 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია კიდევ 5 საჯარო სკოლაში, ასევე იგეგმება 2 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო ერთი ბაღის მშნებლობა კი უკვე დასრულებულია.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსწავლეებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო გარემოს შექმნა რეგიონის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. მისივე თქმით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების განახლება და ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

წყავროკას საჯარო სკოლაში განახლდება შიდა სივრცეები და საინჟინრო კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახურავსა და ფასადს, კეთილმოეწყობა ეზო და გარე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს 105 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ბაღის შენობისა და ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.

დღესვე, მთავრობის თავმჯდომარე, საუკუნოვანი ისტორიის მქონე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ახალი, ღია ტიპის მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, განახლდა საჩოგბურთო კორტები და სკოლის ფასადი. მეორე ეტაპზე დაგეგმილია სკოლის შიდა სივრცეების სრული განახლება.

ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი მიმდინარეობასაც გაეცნო, პირველკლასელებს და მათ მშობლებს შეხვდა და ახალი სასწავლო წლისთვის წარმატებები უსურვა. წელს ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეგიონში მოქმედ 8 სარეალიზაციო პუნქტსა და ელექტრონულ პლატფორმაზე. განსაზღვრულ კატეგორიას მიკუთვნებული მოსწავლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილები კი სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ქობულეთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

31/08/2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწ...
31/08/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილეს.

ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურიზმის განვითარებას.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მთის განვითარება ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით გოდერძის კურორტზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - ცენტრალური გზის, სპორტული მოედნისა და სავაჭრო-სერვისული სივრცეების მოწყობა ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მთის საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად, გოდერძის უღელტეხილზე საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, დაგეგმილია ასევე, საქმიანი ტურიზმის განვითარების მიმართულებით ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვა, საკრუიზო და საავიაციო ტურიზმის განვითარება, ავიაექსპედიციებით საინვესტიციო პოტენციალის მქონე სუბიექტების დაინტერესება კერძო ავიაციის განვითარების პერსპექტივაში და სხვ. აღნიშნა აგრეთვე, რომ სახალხო და ტრადიციული ღონისძიებების ორგანიზებაც დამატებითი მოტივაციაა რეგიონის ზღვისპირა და მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გაძლიერებისთვის.

სხდომაზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებაც ისაუბრეს. ახალ სასწავლო წელს ბათუმი ოთხი ახალი და ორი სრულად რეაბილიტირებული სკოლით ხვდება, ხოლო რეგიონში 2026 წელს სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 25 სკოლაში განხორციელდა. მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით გრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაც. დასრულებულია ბათუმის მე-3, მე-12 და 26-ე საბავშვო ბაღების პროექტები, გონიოში კი - 250 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.

საგანმანათლებლო პროექტების პარალელურად, გრძელდება სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება. ე.წ. ოცნების ქალაქში შენდება 300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ხოლო ახალი სკოლის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებაზე კონკურსი გამოცხადდა.

სოციალური სახლების მშენებლობა მიმდინარეობს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, ხოლო სოფელ ერგეში კი სოციალური სახლი ფაქტობრივად დასრულებულია და ბინები მალე გადაეცემათ ბენეფიციარებს.

მთავრობის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის აჭარის რეგიონში წარმატებულად განხორციელებისთვის, შესაბამის უწყებებს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძ...
30/08/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

დღესასწაულის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში საზეიმოდ გაიხსნა მოქანდაკე დავით ბოლქვაძის მიერ შექმნილი გამოჩენილი ქართველი პროზაიკოსის, ჰიმნოგრაფის, მწიგნობარისა და ასტრონომის, ტბელ აბუსერისძის ძეგლი, რომელიც დაბა ხულოს განახლებულ სკვერში განთავსდა და რომლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები,ასევე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.

,,ტბელობის" სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა სოფელ ხიხაძირში გაგრძელდა, სადაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ მიმართა. ადგილობრივებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რენარ ბოლქვაძემ და სხალთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში არქიტექტურულ სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოთარ შავაძეს პრემია გადასცა.

დღესასწაული ადგილობრივი ანსამბლების - “ბერმუხას”„ხელგაშლილას“, „არგინეთის“ და სხვა შემსრულებლების მონაწილეობით გამართული კონცერტით დასრულდა.

,,ტბელობის" სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Address

Batumi
6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული ოცნება / აჭარა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share