22/07/2026
მიუღებელია ,როდესაც პოლიტიკური პატიმრების სიას აქვეყნებ და არ ახსენებ ივანიშვილისა და პუტინის ტყვეობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, რომლის პატიმრობაზეც საუბრობს არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია. ღია წყაროებში კი ყველასთვის ხელმისაწვდომია მრავალი რეზოლუცია და განცხადება!
დაუშვებლად მივიჩნევთ, რუსული რეჟიმის ტყვეობაში , უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დიფერენცირებას , კონკრეტული პირებისა და თუ ორგანიზაციების სუბიექტური შეფასებით. მსგავსი დაყოფა და პოლიტიკურ პატიმართა სიაში მიხეილ სააკაშვილის არ ხსენება - რუსული რეჟიმისთვის მაამებელი ნაბიჯია .
ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ პოლიტიკურ პატიმრებს , განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა .
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ❗
თავისუფლება მიშას ❗