აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

The Department of Tourism and Resorts of Ajara Autonomous Republic is a governmental organization supporting tourism development in Ajara region. It ensures the popularization of the region as a tourist destination on a national and international levels, identification, diversification and development of tourist products and improvement of the service level in the region. The department carries ou

t its mission by:
- Establishing close cooperation with private, civil and public organizations, self governing units and international organizations
- Using innovative methods for tourism management
- Raising awareness of local population and all stakeholders
- Periodically collecting and analyzing the information and data connected with tourism
- Working out recommendations and proposals important for tourism development

03/09/2026

5-6 სექტემბერს, გელოდებით ბათუმში გემოფესტზე🎉

📍ძველი ბულვარი, კოლონადებთან
⏰15:00 საათიდან

🔸გემოფესტი ბათუმში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

#გემოფესტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკუ...
02/09/2026

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის შემდეგ სამსახურებში:

შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102010?active=1

საერთაშორისო მარკეტინგისა და ტურიზმის სტიმულირების სამსახური - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102041?active=1

სტაჟირება დაიწყება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან და დასრულდება 2026 წლის 31 დეკემბერს.

🔸აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს 🏞️ ამჯერად, აჭარას გერ...
31/08/2026

🔸აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

🏞️ ამჯერად, აჭარას გერმანელი კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი მარსელ ლეში სტუმრობდა. ფოტოგრაფმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშენიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარაც მოინახულა.

📸მთაში მოგზაურობისას ფოტოგრაფი სტუმრობდა კურორტ „გოდერძის“, „ბეშუმს“, მწვანე ტბას, მტირალას ეროვნულ პარკსა და ხაბელაშვილების თაღოვან ხიდს, რომლის ფოტოებიც კონტენტ-კრეატორმა ასიათასობით გამომწერს გაუზიარა.

#პოპულარიზაცია #ტურიზმი2026 #მთიანიაჭარა

28/08/2026

📣 აჭარის ტურისტული შესაძლებლობები პოპულარული იტალიური ტელეარხის RAI3 ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

🔸RAI3-ის პოპულარულ გადაცემაში „კილიმანჯარო“, რომელსაც მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, სიუჟეტი გონიო-აფსაროსის ციხეს დაეთმო.

​🎤 გადაცემის წამყვანმა, იტალიაში ცნობილმა მწერალმა და მოგზაურმა მასიმილიანო ოსინიმ, იტალიელებს საქართველოს უნიკალური ტურისტული პოტენციალი და გონიოს ციხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააცნო.

✍ბრიტანულმა  სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust  ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახე...
26/08/2026

✍ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა

🥇Wanderlust Travel Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ისეთ ცნობილ ევროპულ მიმართულებებთან ერთადაა ნომინირებული, როგორებიცაა ბრიუსელი, პორტო, პრაღა, ბერლინი, მადრიდი, ვალენსია, ბუდაპეშტი, დუბლინი, ათენი, ბოლონია, სტამბოლი და ბორდო.

🔸ბათუმთან ერთად 2026 წლის Reader Travel Awards-ზე ქვეყნების კატეგორიაში საქართველოა ნომინირებული.

👉ნომინაციებისთვის ხმის მიცემა მსურველებს 27 ოქტომბრამდე Wanderlust-ის ვებ-გვერდზე https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2026-reader-travel-awards-voting-form/ შეუძლიათ.

🏆გამარჯვებული ნოემბერში ლონდონში გამართულ Wanderlust Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.

#ტურიზმი2026

🦅აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა🔭მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციაზე დაკვირვება ორნითო...
25/08/2026

🦅აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა

🔭მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციაზე დაკვირვება ორნითოლოგებსა და ფრინველებზე დამკვირვებლებს აჭარაში ჩაისუბნისა და სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმებზე შეუძლიათ.

🐦‍⬛15 აგვისტოდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის საიმიგრაციო დერეფნის გავლით, 1 000 000 მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ.

🏞️რეგიონი მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

#ფრინველებზედაკვირვება #ეკოტურიზმი

✍ პოპულარულმა პოლონურმა სამოგზაურო ონლაინ გამოცემამ Onet Podróże აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.📰 სტატიაში გამ...
24/08/2026

✍ პოპულარულმა პოლონურმა სამოგზაურო ონლაინ გამოცემამ Onet Podróże აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

📰 სტატიაში გამოცემა მკითხველს რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, ეკოტურისტულ მიმართულებებსა და ბათუმში აქტიური დასვენების შესაძლებლოებს აცნობს.

🔸გამოცემის შეფასებით, სანაპიროდან მცირე მანძილზე გადაადგილებაც საკმარისია, რომ მოგზაურმა სრულიად განსხვავებული აჭარა აღმოაჩინოს — მთებით, ჩანჩქერებით, ტყეებით, პანორამული ხედებითა და სალაშქრო მარშრუტებით.

👉იხილეთ ვრცლად t.ly/F0iq6
#ტურიზმი2026

🔸 აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა 🧑‍🎓 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გი...
21/08/2026

🔸 აჭარაში მოლაშქრე გიდების გადამზადება დასრულდა

🧑‍🎓 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაცული ტერიტორიების მიმართულებით 12 გიდი გადაამზადა.

✍️ ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას გიდებმა შეისწავლეს ქობულეთის დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკების ბუნებრივი რესურსები, ტურისტული პროდუქტები, ბილიკები, სერვისები და ინფრასტრუქტურა.

🏞 გარდა თეორიული სწავლებისა ტრენინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ პრაქტიკული, საველე გასვლები დაცულ ტერიტორიებზე, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებში, სადაც ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული შესაძლებლობების ადგილზე გაცნობის საშუალება ჰქონდათ.

#მოლაშქრეგიდები #ტრენინგი2026 #სერვისი2026 #ტურიზმი2026 #აჭარა2026

21/08/2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

აჭარის მთავრობის აპარატი - 6 ვაკანსია

• ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1
• იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი - 1
• საქმისწარმოების დეპარტამენტი - 1
• საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოგისტიკის დეპარტამენტი - 1
• საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტი - 1
• მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1

ბათუმი - 72 ვაკანსია
ბათუმის მერია:
• იურიდიული განყოფილება - 1
• საბიუჯეტო განყოფილება - 1
• საკუთრების აღიარების განყოფილება - 1
• საინვესტიციო და საგრანტო პროგრამებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის მიმართულებები - 2
• ქალაქგეგმარების, ურბანული პოლიტიკისა და სამშენებლო ნებართვების მიმართულებები - 2
• განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება - 2
• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება - 1

მუნიციპალური ორგანიზაციები:
• შპს „სანდასუფთავება“ - 5
• შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - 10
• ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 2
• ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური - 1
• ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო - 2
• შპს „ბათუმის წყალი“ - 14
• ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია - 3
• ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო - 20

ბათუმის საკრებულო:
• იურიდიული განყოფილება - 2
• საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2
• მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1

ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 11 ვაკანსია

• განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური - 1
• ადმინისტრაციული სამსახური - 2
• ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალური ინსპექცია“ - 1
• ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ - 1
• საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება - 3

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 8 ვაკანსია

• მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2
• შესყიდვების სამსახური - 2
• საფინანსო სამსახური - 1
• ქონების მართვის სამსახური - 2
• საკრებულოს საქმისწარმოების განყოფილება - მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება - 1

ქედის მუნიციპალიტეტი - 7 ვაკანსია

• მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1
• მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური - 2
• საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილება - 1
• საკრებულოს კომისიებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1

შუახევის მუნიციპალიტეტი - 19 ვაკანსია

• მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2
• განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2
• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 3
• საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3
• ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 4
• ზედამხედველობის სამსახური - 1
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 1
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება - 1
• საკრებულოს იურიდიული განყოფილება - 1

ხულოს მუნიციპალიტეტი - 21 ვაკანსია

• მერიის აპარატის იურიდიული განყოფილება - 1
• ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2
• საფინანსო სამსახური - 1
• ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური - 3
• განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური - 3
• შესყიდვების სამსახური - 1
• შპს „ხულოს ტრანსპორტი“ - 2
• ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ - 4
• ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისები“ - 2
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილება - 1
• საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 1

აჭარის სამინისტროები და საქვეუწყებო დაწესებულებები

განათლებისა და სპორტის სამინისტრო და უწყებები - 40 ვაკანსია

• საარქივო სამმართველო - 16
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 12
• რესურსცენტრები - 6
• სპორტის დეპარტამენტი - 4
• სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი“ - 2

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და უწყებები - 24 ვაკანსია

• სსიპ „ბათუმის ბულვარი“ - 9
• საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 5
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 4
• სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია“ - 3
• ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - 2
• სახაზინო სამსახური - 1

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და უწყებები - 20 ვაკანსია

• სსიპ „სატყეო სააგენტო“ - 6
• ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრი“ - 6
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 4
• გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 4

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უწყებები - 11 ვაკანსია

• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 5
• სსიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ - 5
• სსიპ „დასაქმების სააგენტო“ - 1

კულტურის სამინისტრო და უწყებები - 8 ვაკანსია

• კულტურის სამინისტრო - 8

19/08/2026

Address

84/86 Parnavaz Mepe Str
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422275023

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი / Ajara Tourism Department:

Shortcuts

Share