აჭარის მთავრობა / Government of Ajara

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის მთავრობა / Government of Ajara

აჭარის მთავრობა / Government of Ajara აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური გვერდი

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.ადგილობრივ მოსახლეობასა და ს...
04/08/2026

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩირუხის მთაზე, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.

ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ანზორ ბოლქვაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ იაგო დავითაძემ მიულოცეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მთაში ასწლეულების მანძილზე შემონახული ტრადიციებისა და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობაზე. ზურაბ პატარაძემ ასევე ხაზი გაუსვა მაღალმთიანი აჭარის გაძლიერების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ რეგიონის განვითარებისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ახალი პროექტების განხორციელებას.

„ჩირუხს და მთას სჭირდება გაძლიერება და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა მაღალმთიან აჭარას, ისევე, როგორც ექვსივე მუნიციპალიტეტს. ჩვენ ვხედავთ წარმატებულ პროექტებს, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება და მოჰყვება ახალი ინიციატივების რეალიზებაც”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტია მთაში თითოეული ადამიანისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ახალგაზრდების ხელშეწყობა და რეგიონის კიდევ უფრო გაძლიერება.

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩირუხის მთაზე ზიპლაინის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, რომელიც ხელს უწყობს ჩირუხის მთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო წარმოჩენას და ვიზიტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

შუამთობის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები; მოეწყო საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და სადღესასწაულო დეკორაციები.
ღონისძიება გაგრძელდა საკონცერტო პროგრამით, რომელშიც ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მოწვეული ბენდები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ. საკონცერტო ნაწილის პარალელურად გაიმართა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობასა და ბაგირის გადაწევაში. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

შუამთობას ჩირუხში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

03/08/2026
ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ...
02/08/2026

ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად დაესწრო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „შუამთობა“ მთის ტრადიციების, კულტურისა და ერთიანობის სიმბოლოა, ხოლო მაღალმთიანი აჭარის განვითარება -მთელი რეგიონის წარმატება.

„მთის გაძლიერება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წარმატებაა. "შუამთობა“ ჩვენი მთის განსაკუთრებული ხასიათია. აქ ვხედავთ უწყვეტ ჯაჭვს წარსულსა და მომავალს შორის, ჩვენს ტრადიციებს, კულტურას, ერთგულებასა და სტუმართ-მასპინძლობას’ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მთის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება.

შუამთობის დღესასწაულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო
პირები ესწრებოდნენ.

02/08/2026

სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ კურორტ ბეშუმში

02/08/2026

„შუამთობის“ სახალხო დღესასწაულის სამზადისი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ს...
01/08/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მათ სამსახურის პირად შემადგენლობას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამშრომლები უწყებრივი მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.დღის წესრიგით გათვალისწინებული...
31/07/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვასთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე, ამ მიმართულებით მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ აჭარა, ყველა თავისი რესურსით და მრავალგვარი ტურისტული პოტენციალით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ქვეყნის განვითარების უწყვეტ ჯაჭვში.

მთავრობის თავმჯდომარემ განიხილა ინფრასტრუქტურული პროექტები დანისპარაულის, შავი ტბის, მწვანე ტბის, ღორჯომისა და კურორტ გოდერძის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, გზების მშენებლობა, კურორტ გოდერძის შესასვლელი გზის კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, კურორტის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებას რამდენიმე ახალი ინიციატივა გააცნო. მათ შორისაა კურორტ გოდერძსა და ხულო-თაგოს მიმართულებით ახალი საბაგირო გზების მოწყობა, ბათუმში საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სატრანსპორტო ნაკადების კვლევის განხორციელება. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ხულოს ალპური ბოტანიკური ბაღის განვითარების გეგმებზე. პროექტი ითვალისწინებს ახალი ტურისტული ატრაქციების, საპარკინგე სივრცეების, ტბის კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების შესაძლებლობის შექმნას.

„მთის წარმატება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სიძლიერეა და სახალხო დღესასწაული “შუამთობაც” წარმოაჩენს ჩვენი რეგიონის უნიკალურ ხასიათს - შრომის, ერთობის, გულითადობის და განვითარების სიმბოლოს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავაც უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა. კერძოდ, ბათუმში მიმდინარე წელს N3, N12 და N26 საბავშვო ბაღების სამუშაოები დასრულდება, გონიოს კი მალე სრულიად ახალი ბაღი ექნება, სადაც პარალელურად ადგილობრივი სტადიონის რეკონსტრუქციაც იგეგმება. ზურაბ პატარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნასა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე.

ჯანდაცვის მიმართულებით საუბარი შეეხო აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევის პროგრამას, რომელიც მოიცავს მაღალმთიანი აჭარის 7 მთასა და 11 სოფელს და რომლის ფარგლებშიც მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება ადგილზე მიეწოდება. სხდომაზე, ასევე განიხილეს სოციალური სახლების მშენებლობა ქობულეთისა და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებში, პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მიმდინარეობა, სადაც პარალელურად იგეგმება საბავშვო ბაღის აშენება.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალი საერთაშორისო ფესტივალის „გონიოს ჰანგები“ მასშტაბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებასა და რეგიონის პოპულარიზაციას.

სხდომაზე საუბარი შეეხო ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს. ყურადღება გაამახვლდა ფერმერთა მხარდაჭერასა და სატყეო სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

30/07/2026

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა ახალ, მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალს "გონიოს ჰანგები"

Address

9, Gamsakhurdia Str
Batumi
6100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის მთავრობა / Government of Ajara posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აჭარის მთავრობა / Government of Ajara:

Shortcuts

Share