საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე.

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო.მან შეცვალა ქართული სახელმწიფო, მისი სამართლებრივი და პო...
24/08/2026

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო.

მან შეცვალა ქართული სახელმწიფო, მისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა, რითაც კონსტიტუციურ რანგში აიყვანა ჩვენი სახელმწიფოს მარადიული ფასეულობები. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მტკიცე დემოკრატიული არჩევანი კონსტიტუციის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ.

ცოცხალია ის კონსტიტუცია, რომლის პრინციპებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს. სწორედ ამ პროცესში ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა - ვიყოთ კონსტიტუციის - ძირითადი კანონის ერთგულნი, რომელიც სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველია.

კონსტიტუცია ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს არქიტექტონიკას. კონსტიტუციის დაცვა მუდმივი პროცესია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მისი სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს!

დაე, ვიყოთ ამ კონსტიტუციური იდეალების ღირსეული მიმდევრები და საიმედო მცველები!

რევაზ ნადარაია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
2026 წლის 24 აგვისტო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენ...
08/08/2026

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  ქართულ ...
22/06/2026

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია: ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო თუ კვლევითი პროექტების განხორციელება, რესურსების გაზიარება და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძეს, რომელიც ამავდროულად ქართული უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელია, უნივერსიტეტი დამფუძნებლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II -ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ: ქართული უნივერსიტეტის პრორექტორი არჩილ ყანჩაველი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი პაპუნა გურული, დეკანის მოადგილე ხათუნა კუხალაშვილი და სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი ქეთევან ხურცილავა, ისაუბრეს თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომელიც მომავალი იურისტებისთვის პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას, საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცეს პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობა, რაც მათ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოლივიე ...
11/06/2026

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო ეწვია, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ კილაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარმა მრჩეველმა ეკატერინე მჟავანაძემ უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს შორის თანამშრომლობა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში პრაქტიკის გაზიარება ხელს შეუწყობს სამართლებრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და პერსპექტივებზე.

26/05/2026
2026 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „„...
14/05/2026

2026 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „„შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1816).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა აწესრიგებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადების საკითხს. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ავტომატურად იწვევს მის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობას, მიუხედავად კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებისა. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული რეგულირება არღვევს საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას, რომელსაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის უზუსტობის ტვირთი აწევს შემძენს, ქონების შეძენით დაინტერესებული პირი იძულებულია, შეამოწმოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორე და რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ ნივთის გასხვისების მართლზომიერება, რაც, თავის მხრივ, გარიგებების მთელი ჯაჭვისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიებისა და ანალიზის საჭიროებას აჩენს. ამასთან, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზის სრულყოფილი იდენტიფიცირება შესაძლოა, ვერც მოხდეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, კეთილსინდისიერი შემძენი დგას უძრავი ნივთის არასწორი რეგისტრაციისა და შემდგომში, საკუთრების უფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, რის გამოც სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელ...
12/05/2026

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენი აღსაყდრების დიდებულ დღეს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მრავალჟამიერ სულიერ სიმტკიცეს, რათა წარმატებით შეძლოთ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალური ეკლესიისა და ქართველი ერის მსახურება.

დარწმუნებული ვარ, ღვთის მომადლებითა და შეწევნით თქვენი ღვაწლი ღირსეულ და ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში.

დიდი პატივისცემით,
რევაზ ნადარაია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

2026 წლის 13 და 14 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმ...
11/05/2026

2026 წლის 13 და 14 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მ. ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1822).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციის მიხედვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არაუგვიანეს 4 თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო თუ სამართალდარღვევა დენადია − არაუგვიანეს 4 თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ოთხთვიანი ვადის ათვლის მიზნებისთვის, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ როდის გაიგო მონაცემთა სუბიექტმა მისი პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თუ მონაცემთა სუბიექტი ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდგომ შეიტყობს მისი პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების თაობაზე, შესაბამის ორგანოს, არ შეუძლია, იმსჯელოს ასეთი დარღვევის არსებობის შესახებ. ამასთანავე, თუ სუბიექტმა დადგენილ ვადებში მიმართა სამსახურს, არასაკმარისი დროის გამო, შესაძლოა ობიექტურად ვერ მოხდეს საქმის საფუძვლიანად შესწავლა ან არასამართლიანად გაჭიანურდეს საქმის გადაწყვეტა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აბრკოლებს პირს მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გააჩნდეს საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის ქმედითი მექანიზმი და ისარგებლოს ადმინისტრაციული საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებით.

მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ მიმართებით.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2026 წლის 30 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1609 კონსტიტუციური სარჩელი („...
30/04/2026

2026 წლის 30 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1609 კონსტიტუციური სარჩელი („ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის − 65 წლის მიღწევა, ხოლო პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

მოსარჩელის პოზიციით, პენსიაზე უფლების წარმოშობის კონტექსტში ქალები და კაცები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის მეშვეობითაც ფორმირდება საპენსიო ფონდი, როგორც დასაქმებული ქალი, ისე კაცი, თანაბარი მოცულობით მონაწილეობს. ამასთანავე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას როგორც დაბადების მაჩვენებლით, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობით. შესაბამისად, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა წარმოადგენს სქესის ნიშნით დიფერენცირებას, რომელსაც არ გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.

მოპასუხე მხარის განმარტებით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია. მოპასუხის მითითებით, ქალებს ხშირად უწევთ არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება შინამეურნეობაში, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მათ კარიერაში ჩნდება წყვეტები, რაც ამცირებს საპენსიო დანაზოგს. ამასთანავე, ადრეული საპენსიო ასაკი განპირობებულია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობით და იმ სტერეოტიპებით, რომლებიც ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებას აფერხებს. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულირება ქალებსა და კაცებს შორის სოციალურ რეალობაში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებას ემსახურება.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას შესადარებელ სუბიექტებს, ქალებსა და მამაკაცებს შორის, ხოლო დიფერენცირების ნიშანს სქესი წარმოადგენს. თავის მხრივ, რამდენადაც სქესი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სახელდებით განსაზღვრული ნიშანი, საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის საკითხი მკაცრი ტესტის გამოყენებით შეაფასა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლების შესაბამისად, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ასრულებს არაანაზღაურებად ზრუნვით და საოჯახო შრომას. ბავშვების აღზრდა, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლა, აგრეთვე საოჯახო საქმეების ორგანიზება და შესრულება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ, ტრადიციულად ქალის მოვალეობად აღიქმება. ამგვარი გენდერული განაწილება ქალთა შრომას საზოგადოებრივად აუცილებელ, თუმცა ეკონომიკურად უხილავ საქმიანობად აქცევს, რაც მათ შრომით ბაზარზე სრულფასოვან ინტეგრაციას ზღუდავს. შედეგად, ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, დაიკავონ სტაბილური და მაღალანაზღაურებადი პოზიციები ან ჰქონდეთ უწყვეტი პროფესიული კარიერა, რაც ხანდაზმულობისათვის რეგულარულ და საკმარის დანაზოგს უზრუნველყოფდა. ამასთანავე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ისევე, როგორც ბავშვის მოვლა, ხშირად იწვევს კარიერულ წყვეტას, დასაქმების ფორმის ცვლილებას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობას. აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება ქალთა შემოსავლის მოცულობაზე, პროფესიულ წინსვლასა და შრომითი სტაჟის უწყვეტობაზე. შემცირებული და არასტაბილური შემოსავალი, აგრეთვე შრომითი აქტივობის პერიოდული შეწყვეტა, საბოლოოდ, განაპირობებს შედარებით მცირე დანაზოგს და ზრდის ხანდაზმულობისას ეკონომიკური დაუცველობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შეზღუდვის რისკს.

დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ უმრავლეს სფეროში ქალსა და მამაკაცს წარმატებული და შედეგიანი საქმიანობის ერთნაირი უნარები აქვთ. აღნიშნულის მიუხედავად, გლობალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქალთა საშუალო ანაზღაურება სისტემურად ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას. აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომით გარემოში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც მამაკაცს ლიდერულ, გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად პოზიციებთან აკავშირებს. ამასთანავე, ქალთა დასაქმების მაღალი კონცენტრაცია შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, კიდევ უფრო აძლიერებს სახელფასო უთანასწორობას. შედეგად, ქალისა და მამაკაცის შემოსავალს შორის სხვაობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის, არამედ სტრუქტურული და კულტურული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია.

შესაბამისად, ხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა, რის გამოც, №1609 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და თავმჯდომარის მოა...
29/04/2026

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ როინიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის და ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ბანუ თერზიოღლუს უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ახლადდანიშნულ ელჩს მუსტაფა თურქერ არის დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობას სამართლებრივ სფეროში, მათ შორის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებას.

Address

8-10 K. Gamsakhurdia Street
Batumi
6010

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia:

Shortcuts

Share

Category