საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia - Legal Entity of Public Law - Maritime Transport Agency

Maritime Transport Agency (MTA) under the auspices of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia represents the National Maritime Authority, responsible for the effective implementation of organizational and legal instruments in the maritime field derived from national and international requirements covering the following areas:

· Regulation of Georgian maritime sector by ens

uring the maritime safety and security of Georgian ports and merchant fleet flying the Georgian flag;

· Coordination of marine pollution prevention;

· Performance of search and rescue operations;

· Vessel traffic monitoring in the territorial waters of Georgia;

· Proper functioning of the seafarers training and certification system;

· Development of statistical and strategic directions.

11/09/2026

„ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს მეზღვაურების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

მინისტრმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა და ქართველი მეზღვაურების მაღალ პროფესიულ რეპუტაციას გაუსვა ხაზი.

„ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ადამიანები. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე მზარდია“.

მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზეც და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ გამოიკვეთა.

🎥 სრული ინტერვიუ — „Business Insider Georgia“

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელია...
09/09/2026

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან ერთად, საერთაშორისო საზღვაო კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, მათ შორის, მეზღვაურთა პროფესიული კომპეტენციების უწყვეტ განვითარებას.

ხაზი გაესვა საქართველოს საზღვაო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, საზღვაო განათლების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებმაც დადებითი გავლენა მოახდინა ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელზე.

მხარეებმა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებებიც განიხილეს, მათ შორის კადეტთა განვითარების პროგრამები, სიმულატორებზე დაფუძნებული სწავლება, ციფრული ნავიგაცია, საზღვაო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოს საზღვაო სექტორის შემდგომი განვითარების, მეზღვაურთა პროფესიული მომზადების ხარისხის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, ივანე აბაშიძ...
08/09/2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან, ივანე აბაშიძესთან ერთად, Maritime Passport-ის დამფუძნებლებსა და დირექტორებს, პიტერ ფილიპსსა და მარტინ უაითს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.
აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია Maritime Passport-ის გამოცდილებისა და ექსპერტიზის გამოყენებით საზღვაო სექტორის ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე, რაც ქვეყნის საზღვაო და სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის.

ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან...
08/09/2026

ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ხუდატიანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობასა და უწყვეტი სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა დადებითად აისახება სატრანსპორტო მაჩვენებლებზე და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების შემდგომ გაძლიერებას.

08/09/2026

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივან...
08/09/2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან ერთად, ჩინეთის საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს, ჩენ ჰუაფენგს შეხვდა, რომელმაც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში (GIMF 2026) მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე მხარეებმა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და საზღვაო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე.

COSCO SHIPPING Lines-ის რეგიონულ მენეჯერს ინფორმაცია მიაწოდეს იმ მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2032 წლისთვის ქვეყნის სტრატეგიულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

07/09/2026
ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) მასპინძლობს. ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მონაწილეე...
07/09/2026

ბათუმი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) მასპინძლობს. ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ, თანამედროვე საზღვაო მმართველობის გამოწვევებსა და საერთაშორისო სტანდარტების ეფექტიან აღსრულებაზე ისაუბრა.

„საზღვაო მმართველობის განვითარების მომდევნო ეტაპზე მთავარი კითხვა აღარ უნდა იყოს მხოლოდ - რამდენად სრულყოფილად ვასრულებთ დადგენილ მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რეალურად იმუშავა თუ არა ამ მოთხოვნებმა - ზრდის თუ არა ისინი ნაოსნობის უსაფრთხოებას, შეამცირა თუ არა მეზღვაურთა რისკები და გახადა თუ არა საზღვაო ტრანსპორტი უფრო მდგრადი და ეფექტიანი“, - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

მისი განცხადებით, თანამედროვე საზღვაო მმართველობისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გაციფრულება, დეკარბონიზაცია, კიბერუსაფრთხოება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ამასთან, თანამედროვე საზღვაო ადმინისტრაცია უნდა ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ მარეგულირებელ ორგანოდ, არამედ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კომპეტენტურ და სანდო პარტნიორად.

Address

50 Baku Street
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422274925

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო • Maritime Transport Agency of Georgia:

Shortcuts

Share