ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium

ბათუმის დელფინარიუმი საზეიმოდ გაიხსნა 1975 წელს. მაშინ იგი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. დელფინარიუმის არსებობა, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ქალაქს და მთლიანად რეგიონს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს ხდიდა. დელფინების წარმოდგენას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარდა, ბათუმში ამისათვის სპეციალურად ჩამოს

ული მსურველებიც ესწრებოდნენ. სწორედ ამ ობიექტის უსაზღვრო პოპულარობამ განაპირობა დელფინის ქალაქის სიმბოლოდ დამკვიდრება. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქიონირება შეაჩერა.

20 წლიანი პაუზის შემდეგ ქალაქის მერიის ინიციატივითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით ბათუმში ამოქმედდა სრულიად ახალი დელფინარიუმი. იგი შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. პროექტირება და მონტაჟი ეკუთვნის ცნობილ ამერიკულ ფირმებს: TJP Engineering–სა და RCK–ს. ობიექტი საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ ერთად ასოციაცია „ატუ“–მ აღჭურვა. იგი თანამედროვე დიზაინის შენობაა, რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს. ობიექტი შედგება ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან (წყლის მთლიანი მოცულობა 3 724 000 ლ), კერძოდ, ორი სადემონსტრაციო (1 700 000 ლ და 400 000 ლ) და ორი დამხმარე (თითო 812 000 ლ), ასევე კარანტინის ავზები. სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემით (Live Support System) წყლის ეს მოცულობა ყოველ 2 საათში მთლიანი რეცირკულაციის შედეგად მექანიკურად იფილტრება, მისი გაუსნებოვნება ხდება ოზონირებით და ბრუნდება ავზებში. ამასთან მუდმივად კონტროლდება წყლის ტემპერატურა (min 14-15 C˚ max 27-28 C˚), მარილიანობა და PH-ი. პარალელურად მიმდინარეობს წყლის ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული მონიტორინგი. ბინადრები იმყოფებიან კვალიფიციური სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ (ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით).

დელფინარიუმის ამფითეატრი შედგება 4 სექტორისაგან და გათვლილია 887 მაყურებელზე. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

Address

51 Rustaveli
Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბათუმის დელფინარიუმი Batumi Dolphinarium:

Shortcuts

Share