აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო www.AjaraHeritage.ge - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
(1)

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში და არის მისი უფლებამონაცვლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.

01/09/2026
🔹️აჭარული ნაქარგობა სიუჟეტური მრავალფეროვნებით ხასიათდება. მოცემული ნიმუში ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის ერთ-ერთი საინტ...
01/09/2026

🔹️აჭარული ნაქარგობა სიუჟეტური მრავალფეროვნებით ხასიათდება. მოცემული ნიმუში ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის ერთ-ერთი საინტერესო ვარიანტია. მასზე ერთდროულად წარმოდგენილია სამყაროს ოთხი მხარის იდეა და სიცოცხლის ხის მოტივი. სამყაროს ჰორიზონტალურ ხაზზე გვირგვინიანი ყვავილებია მოქარგული, რომლებშიც ჯვრებია ჩასმული. განსაკუთრებით საინტერესოა თევზის გამოსახულებები, რომლებიც ოთხივე ნაწილში თანაბრადაა წარმოდგენილი და თითქოს მათ წინ გამოსახულ „საკვებს“ - ყვავილებს ეტანებიან.

🔹️აღნიშნულ ნაქარგობას ანალოგი არ მოეპოვება და ამ მხრივ იგი უნიკალურია. დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.

🔹️აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინციატივითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას 2020 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
#აჭარულინაქარგობა
#არამატერიალურიმემკვიდრეობა

27/08/2026
27/08/2026

🇬🇪 ​🇮🇹 იტალიური ტელეარხის - RAI3 პოპულარულ გადაცემაში „კილიმანჯარო“ სიუჟეტი გონიო-აფსაროსის ციხეს დაეთმო.

​გადაცემას, რომელსაც მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, იტალიელებს საქართველოს უნიკალური ტურისტული პოტენციალი და გონიოს ციხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააცნო.

გადაცემის წამყვანია იტალიაში ცნობილი ტელეწამყვანი, მწერალი და მოგზაური მასიმილიანო ოსინი.
გონიო აფსაროსის ციხე-სიმაგრე / Gonio-Apsaros Fortress

22/08/2026

🔹️გონიო-აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში პირველად იქნა აღმოჩენილი ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, რომელიც 184–185 წლებით თარიღდება
პირველი არხი

🔹️ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში, ელინისტური ხანის სამაროვანზე გამ...
22/08/2026

🔹️ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში, ელინისტური ხანის სამაროვანზე გამოვლენილია სარიტუალო დანიშნულების მოედნები, რომელთა შესწავლისას აღმოჩენილია ამფორების, დოქების, ჯამებისა და სხვადასხვა იმპორტული კერამიკის ფრაგმენტები.

🔹️აღნიშნული არქეოლოგიური მასალა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ელინისტური ხანის საზოგადოების დაკრძალვის სარიტუალურო წესების, ასევე მატერიალური კულტურის შესწავლისათვის. ამასთან, იმპორტული კერამიკის აღმოჩენა საყურადღებოა იმ პერიოდის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების შესწავლის თვალსაზრისით.

🔹️კვლევა მიმდინარეობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით და წარმოადგენს ფიჭვნარის არქეოლოგიური მემკვიდრეობის სისტემატური კვლევის მნიშვნელოვან ეტაპს. ახალი არქეოლოგიური მონაცემები ხელს შეუწყობს აჭარის, როგორც ისტორიული კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ელინისტური პერიოდის ისტორიული და კულტურული პროცესების უკეთ გააზრებას.

მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად ექსპედიციაში მონაწილეობას იღებენ ბსუ-ის და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ექსპედიციის ხელმძღვანელი — ემზარ კახიძე.
#არქეოლოგია2026

21/08/2026

აჭარაში, გონიო-აფსაროსის ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, საქართველოში პირველად იქნა აღმოჩენილი ნეოკესარიის ნახევრად ავტონომიური, მცირე ტირაჟით მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, რომელიც 184–185 წლებით თარიღდება.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული უნიკალური აღმოჩენით, საქართველოს ნუმიზმატიკურ კოლექციას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

🔹️ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლა...
18/08/2026

🔹️ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიაში, მიმდინარე წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი სხვადასხვა პერიოდის მონეტების კონსერვაცია განხორციელდა.

🔹️ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს არტეფაქტების დაცვას და ქმნის მათი შემდგომი ტიპოლოგიური, ქრონოლოგიური და ნუმიზმატიკური კვლევისა და საგამოფენო სივრცეში განთავსების შესაძლებლობას.

🔹️საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელა მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ბოლქვაძემ.
#არქეოლოგია2026

12/08/2026

🏛️ ერთი სახლის ისტორია

🔹️ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქ. N28-ში (ყოფილი შეპელოვის ქუჩა) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გამორჩეულია როგორც ბაროკოს სტილის საფასადე დეკორით, ისე ინტერიერითა და სადარბაზოს მოხატულობით.

🔹️ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული ისტორიული შენობა ძმებ ოგანეზოვებს ეკუთვნოდათ. 1922 წელს, შენობის ნაციონალიზაცია განხორციელდა. ერთი პერიოდი სახლის პირველ სართულზე აჭარის რადიოკომიტეტი იყო განთავსებული. მოგვიანებით კი რარიტეტული ნაკეთობების სალონი ფუნქციონირებდა.

🔹️ დღეს ისტორიული შენობა კერძო საკუთრებაშია და კვლავ ინარჩუნებს ბათუმის ისტორიული განაშენიანებისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ და მხატვრულ ღირებულებას.

#კულტურულიმემკვიდრეობა

Address

N4 Gudiashvili Stereet
Batumi
6000

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+ 995 0422 225 603

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო:

Shortcuts

Share