აჭარის დასაქმების სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის დასაქმების სააგენტო

აჭარის დასაქმების სააგენტო სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის N43 დადგენილებით და შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში.

21/08/2026

📢 ციფრული ბუღალტერიისა და საგადასახადო ადმინისტრირების კურსზე რეგისტრაცია დაიწყო!

გსურთ გაიღრმაოთ ბუღალტრული ცოდნა და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოიყენოთ?

კურსის ფარგლებში შეისწავლით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს, ფინანსური უწყისების ციფრულ მომზადებასა და საგადასახადო ადმინისტრირების ძირითად საკითხებს.

პრაქტიკული სწავლებით გაეცნობით rs.ge-ზე მუშაობას, სპეციალიზებული საბუღალტრო პროგრამების (ORIS, Fina ან 1C) გამოყენების პრინციპებს, ფინანსური მონაცემების დამუშავებას, ანგარიშგებასა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას ბუღალტრულ პროცესებში.

კურსი განკუთვნილია როგორც სფეროში უკვე დასაქმებული, ასევე პროფესიული განვითარების მსურველი პირებისთვის.

სწავლების ჰიბრიდული ფორმატი შესაძლებლობას გაძლევთ პროფესიული განვითარება სამუშაო ან სასწავლო გრაფიკს შეუთავსოთ.

✅ სწავლა სრულად ფინანსდება აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ.

📌 განავითარეთ თანამედროვე ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობისთვის საჭირო პროფესიული და ციფრული კომპეტენციები.

🔗 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: skills.hrajara.gov.ge

#აჭარისდასაქმებისსააგენტო #ბუღალტერია #ციფრულიუნარები

21/08/2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

აჭარის მთავრობის აპარატი - 6 ვაკანსია

• ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1
• იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი - 1
• საქმისწარმოების დეპარტამენტი - 1
• საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოგისტიკის დეპარტამენტი - 1
• საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტი - 1
• მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1

ბათუმი - 72 ვაკანსია
ბათუმის მერია:
• იურიდიული განყოფილება - 1
• საბიუჯეტო განყოფილება - 1
• საკუთრების აღიარების განყოფილება - 1
• საინვესტიციო და საგრანტო პროგრამებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის მიმართულებები - 2
• ქალაქგეგმარების, ურბანული პოლიტიკისა და სამშენებლო ნებართვების მიმართულებები - 2
• განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება - 2
• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება - 1

მუნიციპალური ორგანიზაციები:
• შპს „სანდასუფთავება“ - 5
• შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - 10
• ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 2
• ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური - 1
• ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო - 2
• შპს „ბათუმის წყალი“ - 14
• ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია - 3
• ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო - 20

ბათუმის საკრებულო:
• იურიდიული განყოფილება - 2
• საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2
• მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1

ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 11 ვაკანსია

• განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური - 1
• ადმინისტრაციული სამსახური - 2
• ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალური ინსპექცია“ - 1
• ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ - 1
• საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება - 3

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 8 ვაკანსია

• მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2
• შესყიდვების სამსახური - 2
• საფინანსო სამსახური - 1
• ქონების მართვის სამსახური - 2
• საკრებულოს საქმისწარმოების განყოფილება - მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება - 1

ქედის მუნიციპალიტეტი - 7 ვაკანსია

• მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1
• მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური - 2
• საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილება - 1
• საკრებულოს კომისიებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1

შუახევის მუნიციპალიტეტი - 19 ვაკანსია

• მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2
• განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2
• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 3
• საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3
• ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 4
• ზედამხედველობის სამსახური - 1
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 1
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება - 1
• საკრებულოს იურიდიული განყოფილება - 1

ხულოს მუნიციპალიტეტი - 21 ვაკანსია

• მერიის აპარატის იურიდიული განყოფილება - 1
• ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2
• საფინანსო სამსახური - 1
• ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური - 3
• განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური - 3
• შესყიდვების სამსახური - 1
• შპს „ხულოს ტრანსპორტი“ - 2
• ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ - 4
• ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისები“ - 2
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილება - 1
• საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 1

აჭარის სამინისტროები და საქვეუწყებო დაწესებულებები

განათლებისა და სპორტის სამინისტრო და უწყებები - 40 ვაკანსია

• საარქივო სამმართველო - 16
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 12
• რესურსცენტრები - 6
• სპორტის დეპარტამენტი - 4
• სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი“ - 2

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და უწყებები - 24 ვაკანსია

• სსიპ „ბათუმის ბულვარი“ - 9
• საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 5
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 4
• სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია“ - 3
• ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - 2
• სახაზინო სამსახური - 1

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და უწყებები - 20 ვაკანსია

• სსიპ „სატყეო სააგენტო“ - 6
• ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრი“ - 6
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 4
• გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 4

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უწყებები - 11 ვაკანსია

• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 5
• სსიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ - 5
• სსიპ „დასაქმების სააგენტო“ - 1

კულტურის სამინისტრო და უწყებები - 8 ვაკანსია

• კულტურის სამინისტრო - 8

20/08/2026

📢 გაყიდვების მართვისა და ციფრული CRM ტექნოლოგიების კურსზე რეგისტრაცია დაიწყო!

თანამედროვე გაყიდვებში წარმატებისთვის მხოლოდ პროდუქტის ცოდნა აღარ არის საკმარისი - მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ციფრული ინსტრუმენტების სწორად გამოყენება.

კურსის ფარგლებში შეისწავლით გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებსა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებს, პროდუქტის პრეზენტაციასა და AI ინსტრუმენტების გამოყენებას გაყიდვების პროცესში;
პრაქტიკული სწავლებით დაეუფლებით CRM სისტემებთან მუშაობას, მომხმარებელთა მონაცემების მართვას, გაყიდვების „ძაბრის“ აგებასა და მართვას, ასევე ციფრული კომერციის ძირითად პრინციპებს.

კურსი განკუთვნილია როგორც გაყიდვების სფეროში უკვე დასაქმებული, ასევე პროფესიული განვითარების მსურველი პირებისთვის.

სწავლების ჰიბრიდული ფორმატი შესაძლებლობას გაძლევთ პროფესიული განვითარება სამუშაო ან სასწავლო გრაფიკს შეუთავსოთ.

✅ სწავლა სრულად ფინანსდება აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ.

🔗 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: skills.hrajara.gov.ge

#აჭარისდასაქმებისსააგენტო #გაყიდვები

19/08/2026

📢 ციფრული მარკეტინგისა და AI კონტენტ-სტრატეგიის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო!

კურსის ფარგლებში შეისწავლით, როგორ შექმნათ კრეატიული ვიზუალები Midjourney-ის დახმარებით, დაამზადოთ ვიდეოკონტენტი Canva AI-ის გამოყენებით და გამოიყენოთ ChatGPT მარკეტინგული და გაყიდვებზე ორიენტირებული ტექსტების მოსამზადებლად.

გაეცნობით SMM-ს, SEO-ს, ციფრული რეკლამის მართვასა და ოპტიმიზაციას, ასევე მონაცემების ანალიზისა და პროგნოზირების შესაძლებლობებს. მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ უკეთ განსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია, დაგეგმოთ ეფექტური კამპანიები და შეაფასოთ მიღებული შედეგები.

💡 კურსი განკუთვნილია როგორც დასაქმებული, ისე პროფესიული განვითარების მსურველი პირებისთვის.

✅ სწავლა სრულად ფინანსდება აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ.

📌 განავითარეთ თანამედროვე მარკეტინგისთვის საჭირო ციფრული და AI კომპეტენციები.

🔗 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: skills.hrajara.gov.ge

#აჭარისდასაქმებისსააგენტო #ციფრულიმარკეტინგი

17/08/2026

📢 ციფრული საოფისე საქმისწარმოებისა და ადმინისტრირების კურსზე რეგისტრაცია დაიწყო!

თანამედროვე სამუშაო გარემოში ეფექტური ადმინისტრირება სულ უფრო მეტად ეფუძნება ციფრულ ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციასა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.

კურსის ფარგლებში შეისწავლით:
🔹 დოკუმენტბრუნვის ციფრულ სისტემებსა და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას
🔹 Microsoft Office-ისა და Google Workspace-ის ეფექტურ გამოყენებას
🔹 ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას საოფისე და ადმინისტრაციულ საქმიანობაში
🔹 პროექტებისა და სამუშაო პროცესების მართვას თანამედროვე ციფრული პლატფორმების გამოყენებით.

კურსი განკუთვნილია როგორც სფეროში უკვე დასაქმებული, ასევე პროფესიული განვითარების მსურველი პირებისთვის.

სწავლების ჰიბრიდული ფორმატი შესაძლებლობას გაძლევთ პროფესიული განვითარება სამუშაო ან სასწავლო გრაფიკს შეუთავსოთ.

✅ სწავლა სრულად ფინანსდება აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ.

📌 განავითარეთ თანამედროვე სამუშაო გარემოსთვის საჭირო ციფრული და პროფესიული უნარები.

🔗 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: skills.hrajara.gov.ge

#აჭარისდასაქმებისსააგენტო #პროფესიულიგანვითარება #ციფრულიუნარები

17/08/2026

აჭარის დასაქმების სააგენტოს „ციფრული უნარების განვითარების ქვეპროგრამის“ (ITSKILLS) ფარგლებში, საგანმანათლებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია რეგიონში მაღალკვალიფიციური, თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების შესაბამისი კადრების გადამზადება და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება შრომის ბაზარზე.

ℹ️ მიმდინარე სასწავლო პროცესს პარტნიორი ორგანიზაცია „კიბერ აკადემია“ უძღვება, სადაც შერჩეული 20 მონაწილე თეორიულ ცოდნასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ეუფლება პრაქტიკულ უნარებს.

#აჭარისდასაქმებისსააგენტო #კიბერაკადემია #ციფრულიუნარები

13/08/2026

💼 აჭარის დასაქმების სააგენტო აგრძელებს სტუდენტების პროფესიულ მხარდაჭერას!

სასტუმრო „ველმონდში“, სპორტული ფიტნესისა და რეკრეაციული სპორტული თამაშების მიმართულებით, სტუდენტების პრაქტიკული სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

პროგრამა მიზნად ისახავს სწავლის პარალელურად, მომავალი კადრებისთვის დასაქმების პერსპექტივების შექმნას და ფიტნესის სფეროში თანამედროვე, ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული უნარების განვითარებას.

გაზარდე შენი შესაძლებლობები ჩვენთან ერთად!

03/08/2026

🎓 სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა აქტიურ ფაზაშია!

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიღება-განთავსების მიმართულებით სასტუმრო „ნეონში“ სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის სწავლის პარალელურად დასაქმების შესაძლებლობების შექმნას და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული უნარების განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეუფლებიან:
✔️დასაქმებისთვის საჭირო პროფესიულ უნარებს;
✔️ ივითარებენ პიროვნულ და კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს ინტერაქტიული ტრენინგებისა და ვორქშოფების მეშვეობით;
✔️ გადიან საწარმოო პრაქტიკას და იღებენ რეალურ სამუშაო გამოცდილებას პოტენციურ დამსაქმებელთან;
✔️ სწავლის დასრულებისას მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს.

აჭარის დასაქმების სააგენტო აგრძელებს რეგიონში მოქმედ დამსაქმებლებთან თანამშრომლობას, რათა სტუდენტებს შეექმნათ სწავლასთან თავსებადი სამუშაო გრაფიკი და რეალური კარიერული შესაძლებლობები.

გაზარდე შენი შესაძლებლობები ჩვენთან ერთად!

⚓ აჭარის დასაქმების სააგენტოს საზღვაო პროგრამა ახალ ეტაპზეა!აჭარის დასაქმების სააგენტოს საზღვაო პროგრამის მონაწილეებმა თ...
31/07/2026

⚓ აჭარის დასაქმების სააგენტოს საზღვაო პროგრამა ახალ ეტაპზეა!

აჭარის დასაქმების სააგენტოს საზღვაო პროგრამის მონაწილეებმა თეორიული სწავლების ეტაპი წარმატებით დაასრულეს და ამჟამად პრაქტიკულ სწავლებას გადიან.

ამ ეტაპზე მონაწილეები სასტუმრო „რედისონში“, მიმტანისა და ბარის მიმართულებით, პრაქტიკულ უნარებს რეალურ სამუშაო გარემოში ივითარებენ.

პროგრამის მიზანია საზღვაო სფეროში დასაქმებით დაინტერესებული პირების პროფესიული მომზადება, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და მათი საერთაშორისო საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის მომზადება.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს და აჭარის დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო საკრუიზო კომპანიებთან დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

მოკლე გზა დასაქმებამდე: დაეუფლეთ ლითონის შედუღების პროფესიას უფასოდგსურთ, დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას დ...
30/07/2026

მოკლე გზა დასაქმებამდე: დაეუფლეთ ლითონის შედუღების პროფესიას უფასოდ

გსურთ, დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და გაზარდოთ დასაქმების შესაძლებლობა? ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!

აჭარის დასაქმების სააგენტო გთავაზობთ უფასოდ, შედუღების მიმართულებით პროფესიულ მომზადებას.

სწავლება განხორციელდება კოლეჯ „ბლექსში“, თანამედროვე სასწავლო და ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით.
სულ რაღაც 3 თვეში მიიღებთ პროფესიაში დასაწყებად საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, გაივლით საწარმოო პრაქტიკას რეალურ სამუშაო გარემოში და მიიღებთ კვალიფიკაციის დამადასტურებელ ორენოვან სერტიფიკატს.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს პროფესიული საქმიანობის დასაწყებად საჭირო სამუშაო იარაღები გადაეცემათ.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ:https://retraining.hrajara.gov.ge/registration_momzadeba/

Address

ჯავახიშვილის ქ. 70/72
Batumi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422247883

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის დასაქმების სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აჭარის დასაქმების სააგენტო:

Shortcuts

Share