ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality https://www.khelvachauri.gov.ge/ The area of the municipality is 367.11 km sq; population - 62 828.

Khelvachauri is a small town in Adjara, an autonomous republic in southwest Georgia, 8 km southeast to the regional capital Batumi. The towns of Khelvachauri and 75 villages form Khelvachauri Municipality (region) bordered by the Black Sea to the west and Turkey to the south. The ancient Gonio-Apsarosi fortress is a main historical site in the region.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ორგანიზაციები...
24/08/2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურების, მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სოციალური მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები, მოსახლეობის საჭიროებები და ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევები.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მოახლოებულ სახალხო ღონისძიებების სამზადისთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები. ყურადღება გამახვილდა კულტურული, სპორტული და გასართობი პროგრამების დაგეგმვაზე და სხვა საკითხებზე.

მერმა ღონისძიების მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დავალებები გასცა და სამსახურებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

23/08/2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.სტაჟირების მსუ...
21/08/2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 8 ვაკანსია

• მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2
• შესყიდვების სამსახური - 2
• საფინანსო სამსახური - 1
• ქონების მართვის სამსახური - 2
• საკრებულოს საქმისწარმოების განყოფილება - მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება - 1

ა(ა)იპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურმა“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთ...
20/08/2026

ა(ა)იპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურმა“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 100 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა.

ახალი კონტეინერები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ეტაპობრივად განთავსდება.

ნაგავშემკრები კონტეინერების განახლება და დამატებითი ერთეულების შეძენა ყოველწლიურად ხორციელდება, მუნიციპალიტეტში დასუფთავების ინფრასტრუქტურის განახლებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალ...
17/08/2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური და კულტურული პროექტები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გამოწვევების შეფასებას, მოსახლეობის საჭიროებებზე ოპერატიულ რეაგირებასა და მუნიციპალური სერვისების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესების საკითხებს.

შეხვედრის დასასრულს მერმა სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები და რეკომენდაციები მისცა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის "ყალი ვაკის" ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობ...
13/08/2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩხუტუნეთის ციხის "ყალი ვაკის" ტერიტორიაზე, საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.

ექსპედიციის მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად გაეცნო.

ექსპედიცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორცილედება. პროექტში ჩართული არიან საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვისა და გერმანიის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, ექპედიციის მონაწილე არქეოლოგებს სერთიფიკატები გადაეცათ.

პროექტის მიზანია ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და ფუნქცია-დანიშნულების განსაზღვრა. ამ დროისათვის, ექსპედიციის ფარგლებში მოხდა ციხე-სიმაგრის შიდა სივრცის შესწავლა. აღმოჩენილი იქნა წყლის რეზერვუარისა და მოკირწყლული იატაკის ნაშთები. გაიწმინდა გასულ წლებში აღმოჩენილი რვა ერთეული ქვევრიც, რომელთა მიმდებარედ მიკვლეულ იქნა კიდევ ოთხი. ასევე, ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მაჭახლის პირას, აღმოჩნდა შუა საუკუნეების თაღიანი ხიდის მარცხენა ბურჯის ნაშთები. არქეოლოგიური სამუშაოები 25 ივლისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიებას, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა მიქელაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე, არქეოლოგები, ინსტიტუტისა და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ...
12/08/2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და პროცესს ადგილზე გაეცნო.

სოფელ სამებაში უკვე დასრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ორი 300 ტონიანი მოცულობის წყლის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და პროექტით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოების შესრულება.

წყალმომარაგების სისტემის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პროექტების სრულად დასრულების შემდეგ, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების 1000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს, ისარგებლოს უწყვეტი წყალმომარაგების სისტემით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკ...
12/08/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო.
ფორუმი აჭარის განათლების და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გახსნა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ მიულოცეს.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან მუდმივი თანამშრომლობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, ასევე, მათი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერა რეგიონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
,,ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი, ცოდნა და მომავალია, ამიტომ მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ მათთან ერთად უნდა დავგეგმოთ ახალი ინიციატივები და შევქმნათ მეტი შესაძლებლობები. გაგრძელდება თემატური შეხვედრები, მოვისმენთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი ახალგაზრდების იდეებს სხვადასხვა პროექტთან და სტარტაპებთან დაკავშირებით“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ფორუმზე, რომელშიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, ცენტრის საქმიანობის შესახებ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ წარადგინა პრეზენტაცია, ღონისძიების მონაწილეებმა კი საჯარო პოლიტიკის საკითხებზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და იმსჯელეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფესტივალით გაგრძელდა, რომლის ფარგლებში, მოეწყობა მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ასევე კონცერტები მოწვეული და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
ფორუმს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თვითმმართველობების წარმომადგენლები.

Address

23 Didachara Street
Batumi
6400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422259400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია/ Khelvachauri Municipality:

Shortcuts

Share