ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო BATUMI MUNICIPALITY CITY COUNCIL

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალ ხელმძღვანელს თემურ ვა...
03/09/2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და საკრებულოს წევრები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალ ხელმძღვანელს თემურ ვასაძეს და ბაღის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
თემურ ვასაძემ საკრებულოს წევრებს ბაღში დაგეგმილი ღონისძიებები, ახალი სერვისები და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი, სამეცნიერო და ტურისტული რესურსია. მათი შეფასებით, ბაღის უნიკალური მცენარეული კოლექციების დაცვა, არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ვიზიტორებისთვის თანამედროვე სერვისების შეთავაზება ქალაქის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საკრებულოს, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს როლზე ბოტანიკური ბაღის განვითარების საკითხების განხილვასა და შესაბამისი მუნიციპალური ინიციატივების მხარდაჭერაში. აღინიშნა, რომ ბაღის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ინსტიტუციებს შორის კოორდინაცია და იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

შეხვედრის შემდეგ საკრებულოს წევრებმა ბოტანიკური ბაღის ფიტო-გეოგრაფიული და სამეცნიერო-კვლევითი განყოფილებები დაათვალიერეს, ასევე მოინახულეს ჰერბარიუმის კოლექციები, ნაყოფმსხმოიარე მცენარეების თესლების კოლექცია და ბაღის უნიკალური ბიბლიოთეკის ფონდები.

ბათუმის საკრებულო, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ბოტანიკური ბაღის განვითარების საკითხების განხილვას და შესაბამისი მუნიციპალური ინიციატივების მხარდაჭერაში მონაწილეობას.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების...
01/09/2026

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემდეგ განყოფილებებში:

საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102228?active=1

საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102118?active=1

საკრებულოს აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102238?active=1

სტაჟირება დაიწყება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან და დასრულდება 2026 წლის 31 დეკემბერს.

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და საკრებულოს ...
31/08/2026

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარემ ივანე მაისურაძემ და საკრებულოს წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთნ ერთად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიება ბათუმში, ჯავახიშვილისა და ლორიას ქუჩების მიმდებარედ არსებულ სკვერში გაიმართა, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

27/08/2026
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ბათუმის მერთან გი...
26/08/2026

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან ერთად, „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე იფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

პროექტის ფარგლებში, ,,ოცნების ქალაქში“ უკვე დაწყებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 300 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე დასრულებულია საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს პირველი სართულის ფილის მოწყობისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას საბავშვო ატრაქციონებითა და შესაბამისი ინვენტარით. დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება, მშენებლობის დასრულება კი 2027 წლის ივლისისთვის იგეგმება.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბავშვებისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფასა და დასახლების ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.

აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ასევე გაეცნენ „ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპის მიმდინარეობასაც, სადაც კორპუსებში უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოები და მიმდინარეობს სახურავების, ფასადებისა და საინჟინრო სისტემების მოწყობა, შიდა მოპირკეთება და კარ-ფანჯრების მონტაჟი.

პარალელურად ამავე ტერიტორიაზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე გამოცხადდა კონკურსი. პროექტი ითვალისწინებს სრულად ადაპტირებული, სამსართულიანი შენობის აგებას, რომელიც 1500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

ბათუმის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, ბათუმის მუნიციპალიტეტის 202...
21/08/2026

ბათუმის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.

დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 1.9 მილიონი ლარით გაიზარდა და 593.9 მილიონი ლარი შეადგინა.

ცვლილებები შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების, ქალაქის კეთილმოწყობის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებს.

იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის რამდენიმე პროგრამის დაფინანსება, მათ შორის, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის სუბსიდირებისა და შშმ პირების ასისტენტით მომსახურების პროგრამების დაფინანსება.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში დაემატა ახალი ღონისძიებები:

✅11 ქუჩის მშენებლობა-რეაბილიტაცია;
✅17 სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია;
✅24 მისამართზე სანიაღვრე არხების მოწყობა;
✅56 მისამართზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარების მიმართულებით იგეგმება:

✅20 ერთეული ელექტროავტობუსის შეძენა;
✅150 ლოკაციაზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე მოსაცდელების მოწყობა;
✅მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიმართულებით საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და მულტიმოდალური ქუჩების პროექტირება, ასევე, პარკირების ინვენტარიზაცია და მართვის სტრატეგიის მომზადება.

საკრებულომ დააფუძნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური და დაამტკიცა მისი დებულება. ახალი სამსახური უფლებამოსილების განხორციელებას 2026 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყებს.

საკრებულომ თანხმობა მისცა ბათუმის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3 800 კვადრატული მეტრი მეორადი ქვაფენილისა და 400 გრძივი მეტრი მეორადი გზის გამყოფი კონსტრუქციის (მოაჯირის) საქართველოს საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. განკარგულების მიხედვით, აღნიშნული მასალა ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობისა და შემოღობვისთვის იქნება გამოყენებული.

საკრებულომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე 27.90 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა №19-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. განკარგულების მიხედვით, აღნიშნული ფართი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შემდგომში მისი ფაქტობრივი მფლობელისთვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით გადაეცემა. ქონების გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის” რეკომენდაციის საფუძველზე.

საკრებულომ ასევე თანხმობა მისცა ბათუმის მერს ა(ა)იპ „საჭადრაკო კლუბი ნონა“-ს და ა(ა)იპ „ბათუმის საცხენოსნო კლუბი“-ს ლიკვიდაციის დაწყებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიზანია მართვის ოპტიმიზაცია და აღნიშნული ორგანიზაციების უფლება-მოვალეობების ა(ა)იპ „ბათუმის სპორტული ცენტრისთვის“ გადაცემა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.მათ შორის, ბათუ...
21/08/2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.

მათ შორის, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ვაკანტურია 5 ვაკანსია:

• იურიდიული განყოფილება - 2:
• საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2;
• მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

21/08/2026

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა - 21.08.2026

ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა  21 აგვისტოს, 11 საათზე გაიმართება. მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭა...
20/08/2026

ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა 21 აგვისტოს, 11 საათზე გაიმართება.

მისამართი: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№37, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა.

სხდომის დღის წესრიგი, განმარტებით ბარათებთან ერთად, იხილეთ ბმულზე:

პროექტი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 21 აგვისტო, 2026 წელი 11:00 საათი, ქალაქი ბათუმი დ ღ ი ს წ ...

Address

ლუკა ასათიანის 25
Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422279001

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share