აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო Ministry of Agriculture of Ajara Autonomous Republic

21/08/2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 247 ვაკანსია ცხადდება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

აჭარის მთავრობის აპარატი - 6 ვაკანსია

• ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1
• იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი - 1
• საქმისწარმოების დეპარტამენტი - 1
• საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოგისტიკის დეპარტამენტი - 1
• საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტი - 1
• მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 1

ბათუმი - 72 ვაკანსია
ბათუმის მერია:
• იურიდიული განყოფილება - 1
• საბიუჯეტო განყოფილება - 1
• საკუთრების აღიარების განყოფილება - 1
• საინვესტიციო და საგრანტო პროგრამებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების მართვის მიმართულებები - 2
• ქალაქგეგმარების, ურბანული პოლიტიკისა და სამშენებლო ნებართვების მიმართულებები - 2
• განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება - 2
• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის განყოფილება - 1

მუნიციპალური ორგანიზაციები:
• შპს „სანდასუფთავება“ - 5
• შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ - 10
• ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო - 2
• ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური - 1
• ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო - 2
• შპს „ბათუმის წყალი“ - 14
• ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია - 3
• ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტო - 20

ბათუმის საკრებულო:
• იურიდიული განყოფილება - 2
• საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2
• მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1

ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 11 ვაკანსია

• განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• ეკონომიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური - 1
• ადმინისტრაციული სამსახური - 2
• ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალური ინსპექცია“ - 1
• ა(ა)იპ „ქობულეთის მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ - 1
• საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება - 3

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 8 ვაკანსია

• მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2
• შესყიდვების სამსახური - 2
• საფინანსო სამსახური - 1
• ქონების მართვის სამსახური - 2
• საკრებულოს საქმისწარმოების განყოფილება - მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება - 1

ქედის მუნიციპალიტეტი - 7 ვაკანსია

• მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1
• მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური - 2
• საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 2
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილება - 1
• საკრებულოს კომისიებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1

შუახევის მუნიციპალიტეტი - 19 ვაკანსია

• მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2
• განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2
• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური - 3
• საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3
• ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 4
• ზედამხედველობის სამსახური - 1
• შიდა აუდიტის სამსახური - 1
• სახელმწიფო შესყიდვების სამსახური - 1
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება - 1
• საკრებულოს იურიდიული განყოფილება - 1

ხულოს მუნიციპალიტეტი - 21 ვაკანსია

• მერიის აპარატის იურიდიული განყოფილება - 1
• ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2
• საფინანსო სამსახური - 1
• ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახური - 3
• განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური - 3
• შესყიდვების სამსახური - 1
• შპს „ხულოს ტრანსპორტი“ - 2
• ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ - 4
• ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისები“ - 2
• საკრებულოს საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილება - 1
• საკრებულოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება - 1

აჭარის სამინისტროები და საქვეუწყებო დაწესებულებები

განათლებისა და სპორტის სამინისტრო და უწყებები - 40 ვაკანსია

• საარქივო სამმართველო - 16
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 12
• რესურსცენტრები - 6
• სპორტის დეპარტამენტი - 4
• სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი“ - 2

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და უწყებები - 24 ვაკანსია

• სსიპ „ბათუმის ბულვარი“ - 9
• საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 5
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 4
• სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორია“ - 3
• ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი - 2
• სახაზინო სამსახური - 1

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და უწყებები - 20 ვაკანსია

• სსიპ „სატყეო სააგენტო“ - 6
• ა(ა)იპ „აგროსერვისცენტრი“ - 6
• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 4
• გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 4

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უწყებები - 11 ვაკანსია

• სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 5
• სსიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ - 5
• სსიპ „დასაქმების სააგენტო“ - 1

კულტურის სამინისტრო და უწყებები - 8 ვაკანსია

• კულტურის სამინისტრო - 8

ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმა...
20/08/2026

ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ფერმერების მხარდაჭერაზე, ქართული თაფლის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის ხელშეწყობით, 2026 წელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ფინანსდება და მიმდინარეობს ფერმერების თანადაფინანსებაც. ასეთი ღონისძიებების ორგანიზება კი დამატებითი ბერკეტია მეფუტკრეების შესაძლებლობების გაზრდისა და მოტივაციის გაძლიერებისთვის.

აჭარაში მეფუტკრეობას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ჩვენი რეგიონის უნიკალური ბუნებრივი პირობები შესაძლებლობას გვაძლევს, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქცია. სწორედ ამიტომ, მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის ისინი მომხმარებელს უშუალოდ აცნობენ საკუთარ პროდუქციას, ქმნიან ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს და ზრდიან ქართული თაფლის ცნობადობას.

ჩვენი სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს მეფუტკრეებისა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგებში ჩართული ფერმერების მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, ქართული თაფლი კიდევ უფრო დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.“- განაცხადა დენის სალუქვაძემ.

ფესტივალი აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა.

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 40-ზე მეტმა მეფუტკრემ წარმოადგინა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ და შეეძინათ აჭარის სხვადასხვა კუთხესა და საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული სხვადასხვა სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და მინისტრის მოადგილეები.

19/08/2026
შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი აჭარაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ა...
19/08/2026

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი აჭარაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპზე ზღვის წყლის ხარისხი სანაპირო ზოლის შერჩეულ შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმების ფარგლებშია.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე გარემოს ერვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილესთან თამარ შარაშიძეთან ერთად, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში ზღვის წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო.

როგორც დენის სალუქვაძემ აღნიშნა, აჭარის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხის კვლევა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, რაც მოსახლეობისა და დამსვენებლების უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მდგომარეობის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.

„შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი ჩვენი უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კვლევები რეგულარულად, ყოველ 10 დღეში ერთხელ ტარდება და მოიცავს აჭარის სანაპირო ზოლის შვიდ ძირითად მონაკვეთს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ჩვენს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ჰქონდეთ სანდო და დროული ინფორმაცია ზღვის წყლის ხარისხის შესახებ.

მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე აჭარის სანაპირო ზოლში, შერჩეულ შვიდივე საკვლევ წერტილში, ზღვის წყლის ხარისხი დადგენილი დასაშვები ნორმების ფარგლებშია. აღნიშნული შედეგები მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს მთელი საკურორტო სეზონის განმავლობაში. კვლევების მიზანია, დროულად გამოვავლინოთ ნებისმიერი შესაძლო ცვლილება და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ჩატარებული კვლევების შედეგებს“, - განაცხადა დენის სალუქვაძემ.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ყოველთვიურად, 14 წერტილში ახორციელებს. კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

აჭარის სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსთან თანამშრომლობით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველ ათ დღეში ერთხელ ახორციელებს.

მონიტორინგი სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე შვიდ საკვლევ წერტილში მიმდინარეობს. კვლევები მოიცავს ბათუმის ცენტრალურ პლაჟს, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიას, კვარიათს, სარფს, ქობულეთის ცენტრალურ პლაჟს, ბობოყვათის მიმდებარე ტერიტორიასა და მწვანე კონცხს. ზღვის წყლის ხარისხის კვლევები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. საკურორტო სეზონის განმავლობაში სულ 98 სინჯის აღებაა დაგეგმილი.

შავი ზღვის წყლის მონიტორინგის პროცესს ადგილზე გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, მინისტრის მოადგილეები, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს აჭარის სოფლის მეურნეობის...
19/08/2026

ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.

დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ მიულოცა.

როგორც მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, მთაში შევინარჩუნოთ მოსახლეობა და ხელი შევუწყოთ მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი გეგმები მიმართულია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

გულწრფელად ვაფასებ თქვენს თავდაუზოგავ შრომას. თქვენი როლი ჩვენი რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებულია.

ღონისძიების ადგილას მოწყობილი იყო საგამოფენო და შემეცნებით-გასართობი სივრცეები. ღონისძიება საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, სოფელ ღორჯომის მოსახლეობას მთა ზორტიყელში შეხვდა. ...
18/08/2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, სოფელ ღორჯომის მოსახლეობას მთა ზორტიყელში შეხვდა.

შეხვედრას, ასევე, მინისტრის მოადგილეები, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი და სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, რათა მოსახლეობის საჭიროებები და პრიორიტეტები მაქსიმალურად აისახოს მომდევნო წლის პროგრამებსა და პროექტებში.

მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ჩვენი მიზანია, თითოეული მუნიციპალიტეტისა და სოფლის საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და კონკრეტული პროგრამები რეალურ საჭიროებებს მოვარგოთ.“- განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.

11/08/2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეთან  ცოტნე ანანიძესთან და სოფლის მეურნეობი...
10/08/2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეთან ცოტნე ანანიძესთან და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა, მოისმინა მათ მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ახალი ინიციატივები და მათი განხორციელების პერსპექტივები, რომლებიც ტყის რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო სატყეო სექტორის განვითარებისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. სააგენტომ ტყის მდგრადი მართვის, ეკოსისტემების დაცვისა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა. სააგენტომ ტყის ინვენტარიზაციის ფარგლებში საველე და კამერალური სამუშაოები ჩაატარა, ასევე გაატარა ტყის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლისა და ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები.

„სატყეო მიმართულება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის. მწვანე საფარის შენარჩუნება, მოვლა და განვითარება, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პრევენცია არის ის მთავარი ამოცანები, რომლებსაც სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ღირსეულად ასრულებენ. დღეს დავათვალიერეთ სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც გააძლიერებს კონტროლს და ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან მუშაობას. მოსახლეობასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და განვითარებაზე“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

„ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ გარემოსდაცვითი პროექტების მხარდაჭერას, თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და ჯანსაღი იქნება“, - განაცხადა შეხვედრაზე აჭარის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ.

ტყის მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გაგრძელდა ახალი სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა და არსებული გზების რეაბილიტაცია. პარალელურად, განხორციელდა ტყის აღდგენისა და განახლების, ასევე სანერგე მეურნეობის განვითარების ღონისძიებები. სააგენტო განაგრძობს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. მიმდინარეობს სპეციალიზებული ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება, რაც სატყეო საქმიანობის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მიმდინარეობს თანამედროვე ტექნიკური ბაზისა და ახალი სანერგე მეურნეობის მოწყობა. ასევე დაწყებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ეკოტურიზმის განვითარებასა და ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მინისტრთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებული ტექნიკა და ტექნიკური აღჭურვილობები.

შეხვედრას, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, მინისტრის მოადგილეები, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Address

Batumi
6010

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995422247841

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო:

Shortcuts

Share