ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Chokhatauri
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებუ?

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმ...
25/08/2026

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ სიხარულიძე უძღვებოდა.

სხდომის ფარგლებში, იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, შესახებ, ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებსა და მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.

კომისიის წევრები გაეცნენ საფინანსო სამსახურის ანგარიშს მიმდინარე წლის ივლისის თვეში ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული პრიორიტეტების დოკუმენტის პირველად ვერსიას.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომი...
25/08/2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, მარიტა მგალობლიშვილი უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა იმსჯელეს ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ფორმების დამტკიცების შესახებ, ა(ა)იპ ,,ჩოხატაურის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცებასა და ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმარ...
25/08/2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ქონების მართვის, ეკონომიკურ და სოფლის მეურნეობის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე აკაკი ყაჭეიშვილი უძღვებოდა.

კომისიაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ, ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებსა და მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.

25/08/2026

სტუდენტობას ვულოცავ ყველა პირველკურსელს!

ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვა დიდი შრომისა და მონდომების შედეგია.

გისურვებთ წარმატებებს და დაუვიწყარ სტუდენტურ წლებს. გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და ყოველთვის ისწრაფოდეთ წინსვლისკენ.

ვულოცავ თქვენს მშობლებსა და პედაგოგებს.
მჯერა, მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმართ.
თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ!

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. შეხვე...
25/08/2026

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ისაუბრეს სოციალური და მუნიციპალური სერვისების გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე. განათლებისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

24/08/2026

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, 12:00 საათზე, გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი - ბექა შენგელია
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ჩოხატაურის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი - ბექა შენგელია
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი

3. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის N37 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

მომხსენებელი - ბექა შენგელია
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი

4. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 ივლისის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ლელა მდინარაძე
მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მუნიციპალური სერვისების, ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების და მონიტორინგის განყოფილების უფროსი

5. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბერის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: მაია გოგოლაძე
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

6. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 მაისის N17 (რეგისტრაცია Nგ-47. 47261482) განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: ვალერი ყაჭეიშვილი
მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილების უფროსი .

7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომების მოწვევისა და ჩატარების პროცედურების შესაბამისობის შემოწმების, პროცედურული და ეთიკური ხარვეზების სტატისტიკური ანალიზისა და საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ.
მომხსენებელი: მარიტა მგალობლიშვილი
სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წი...
21/08/2026

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის რესურსებსა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

21/08/2026

1) 2022 წლის 30 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; 2) მშენებლობის შეჩერების კონტროლი; 3) მერიის ზედამხედვ....

საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში  12 ვაკანსია გამოცხადდება. 2 ვაკანსია ჩოხ...
21/08/2026

საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 12 ვაკანსია გამოცხადდება. 2 ვაკანსია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ხოლო 10 ვაკანსია მერიაში.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

საკრებულოს საოქმო და სამდივნო მომსახურების განყოფილება - 2; მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 1 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 1; ეკონომიკური განვითარების სამსახური - 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 1; მუნიციპალური შესყიდვების სამსახური - 2; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური - 1; სოციალური სამსახური - 1; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური - 1.

ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული ...
20/08/2026

ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი და ადგილობრივი თვითმმათველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა ბახმაროს ფერისცვალების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. ჩატარდა ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2026“, სადაც გამარჯვებულები ოთხ სხვადასხვა გარბენში გამოვლინდა. მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობები, ხოლო საღამო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული კონცერტით დასრულდა.

Address

წერეთლის 2
Chokhatauri
4900

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577474334

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო:

Shortcuts

Share