Kakhi Khutsishvili/კახი ხუციშვილი

Kakhi Khutsishvili/კახი ხუციშვილი მე დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, არა იმიტომ რომ ლიბერალების აპარტეიდში ვიცხოვრო. არამედ კონსერვატიულ საქართველოში!

20/08/2026
სანამ საქართველოს მთავრობის წევრები იმას გვიმტკიცებენ, თუ რა კარგად ცხოვრობს საქართველო მათი მმართველობის პირობებში, ამა...
12/08/2026

სანამ საქართველოს მთავრობის წევრები იმას გვიმტკიცებენ, თუ რა კარგად ცხოვრობს საქართველო მათი მმართველობის პირობებში, ამასობაში თურქეთის პარლამენტიდან ჩვენი ქვეყნის მისამართით ღიად არამეგობრული განცხადებები გაჟღერდა.

თურქი დეპუტატები 10 პოლიტიკური პარტიიდან ანკარას მოუწოდებენ, აღიაროს აფხაზეთის დე ფაქტო პასპორტები და დაამყაროს პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა თურქეთსა და აფხაზეთს შორის. ჯამში, ეს პოლიტიკური ძალები თურქეთის პარლამენტში 206 მანდატს ფლობენ, რაც პარლამენტის დაახლოებით 34%-ს შეადგენს.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს განცხადებები შიდა თურქული აუდიტორიისთვის გაკეთდა. თურქეთში საკმაოდ ძლიერი ჩერქეზულ-აფხაზური დიასპორაა, რომელიც აქტიურად ლობირებს აფხაზეთის საკითხს. თუმცა, საკმაოდ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მოქმედი პარლამენტის დაახლოებით ერთი მესამედი ამგვარ პოზიციას იზიარებს.

ოფიციალური ანკარა ჯერჯერობით ემიჯნება თურქეთის პარლამენტში გაჟღერებულ ანტიქართულ განცხადებებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანამედროვე თურქეთი სულ უფრო აქტიურად ავლენს საკუთარ გეოპოლიტიკურ ამბიციებს. თურქეთს დღემდე ოკუპირებული აქვს კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილი, აქტიურად ერევა მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში. ერდოღანმა 2020 წელს მეჩეთად გადააქცია და დემონსტრაციულად ილოცა აია-სოფიაში, რომელიც ჯერ კიდევ ათათურქის დროს იყო მუზეუმად გამოცხადებული. გარდა ამისა, ანკარა დღემდე აყენებს თურქი-მესხების ჩამოსახლების საკითხს.

ის, რომ თურქეთს ექსპანსიური გეოპოლიტიკური ამბიციები გააჩნია და, მათ შორის, საქართველოსაც საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილავს, საკითხის მცოდნე ადამიანებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა, განსაკუთრებით საგანგაშოა ქართული მხარის სრული დუმილი.

თურქეთის პარლამენტში გაჟღერებულ ანტიქართულ გზავნილებს საქართველოს მხრიდან თუნდაც ფორმალური პროტესტიც კი არ მოჰყოლია. მეტიც, არც ერთ მსხვილ ქართულ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია აღნიშნული ინფორმაცია.

სიმბოლურია ისიც, რომ დღეს დიდგორობაა - ქართველთა ისტორიული გამარჯვების დღე თურქ-სელჩუკთა იმპერიის წინააღმდეგ. ისტორია გვახსენებს, რომ რეგიონში დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ამბიციები არასდროს ქრება. ხოლო სახელმწიფოს, რომელიც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს სათანადოდ ვერ იცავს, ყოველთვის ემუქრება საფრთხე, გახდეს სხვათა გეოპოლიტიკური ინტერესების ობიექტი.

🚀 პირველი ქართული ობიექტი ღია კოსმოსში — ისტორიული ექსპერიმენტი სადგურ „მირზე“!​იცით თუ არა, რომ 1999 წელს დედამიწის ორბ...
08/08/2026

🚀 პირველი ქართული ობიექტი ღია კოსმოსში — ისტორიული ექსპერიმენტი სადგურ „მირზე“!

​იცით თუ არა, რომ 1999 წელს დედამიწის ორბიტაზე გაიშალა 6.4 მეტრი დიამეტრის მქონე გიგანტური პარაბოლური ანტენა-რეფლექტორი, რომელიც მთლიანად საქართველოში შეიქმნა?
​ეს იყო მსოფლიო კოსმონავტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ექსპერიმენტი.

​📍 როგორ დაიწყო ყველაფერი?
აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობითა და საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა უნიკალური კონსტრუქციის გასაშლელი ანტენა. მისი მთავარი ინოვაცია სიმსუბუქესა და კომპაქტურობაში იყო — სულ რაღაც 32 კილოგრამს იწონიდა, თუმცა გაშლილ მდგომარეობაში უზარმაზარ ფართობს ფარავდა.

​🗓 მისიის ქრონოლოგია:
• 1999 წლის 2 აპრილი: რეფლექტორი ბაიკონურის კოსმოდრომიდან ხომალდ «Прогресс М-41»-ით გაიგზავნა ორბიტალურ სადგურ „მირზე“ (Мир).
• 23 ივლისი: რუსმა კოსმონავტმა ვიქტორ აფანასიევმა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტმა ჟან-პიერ ენიერემ ანტენა სადგურის გარეთ, ღია კოსმოსში დაამონტაჟეს.
• 28 ივლისი: განხორციელდა ანტენის სრული გაშლა! ექსპერიმენტმა სრულყოფილი სიზუსტით ჩაიარა და დაამტკიცა ქართველი ინჟინრების მიერ შექმნილი მექანიზმის უნიკალურობა.
​პროექტი განხორციელდა გერმანულ-ევროპულ აეროკოსმოსურ გიგანტებთან (DASA / Airbus) და საერთაშორისო კოსმოსურ სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

​🇬🇪 ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამხელა პოტენციალი და სამეცნიერო მემკვიდრეობა გააჩნია ქართულ საინჟინრო აზროვნებას!

​(ფოტოზე: ასტრონავტები ღია კოსმოსში, ქართული რეფლექტორის გაშლის პროცესში)

05/08/2026

ეხლა სანამ ჰესების პოპულარიზაციას დაიწყებენ მე გეტყვით რომ მთავრობამ მაქსიმალურად შეზღუდა სარგებლიანობა სოლარულ პანელებზე რაც პირდაპირ ენერგოდამოუკიდებლობას უთხრის ძირს.

05/08/2026

3 ბლექაუთი მთელს ქვეყანაში 1 თვეში

04/08/2026

ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა მისთვის არც ღმერთი არის მამა.

04/08/2026

ქვეყანას ვკარგავთ და ერი იდენტობის ბოლო ბასტიონს უტევს. ჩვენს ქვეყანას ჭირს აუტოიმუნური დაავადება.

04/08/2026

ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთი არის მამა!

დღეს 22:00 საათზე ამ გვერდზე მექნება პირდაპირი ეთერი მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი -თან. არ გამოგრჩეთ. ☦️

Address

Dedoplistskaro

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kakhi Khutsishvili/კახი ხუციშვილი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share