დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall

  • Home
  • Georgia
  • Dmanisi
  • დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ?

დმანისი მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუ

ფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში. XVI ს-დან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. 1921-1947 წლებში მას ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 3,4 ათასი (2002 წ.).

თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი — თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისში არის ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

04/09/2026
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 12 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა.სტაჟირების მსურველებს...
01/09/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 12 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადა.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის https://vacancy.hr.gov.ge/ ის მეშვეობით შეუძლიათ.

მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახური – 2 ვაკანსია; შიდა აუდიტის სამსახური – 2; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური – 2; ეკონომიკის სამსახური – 2; ადმინისტრაციული სამსახური – 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური – 2.

ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირება 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

შესყიდვები - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100906?active=1

აუდიტი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100923?active=1

კულტურა (სპორტის მიმართულებით) - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101024?active=1

კულტურა (ტურიზმის მიმართულებით) - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101039?active=1

ეკონომიკა - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100990?active=1

ადმინისტრაცია (იურიდიული მიმართულებით) - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100700?active=1

ადმინისტრაცია (მონიტორინგის მიმართულებით) - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100890?active=1

ინფრასტრუქტურა - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101001?active=1

Ge/Az

Dmanisi Bələdiyyəsinin Meriyası 12 vakant vəzifə üzrə ödənişli təcrübə proqramı üçün müsabiqə elan edib.

Təcrübə proqramında iştirak etmək istəyən şəxslər 2026-cı il sentyabrın 1-dən 10-dək Gürcüstan Hökumət Administrasiyasının idarə etdiyi https://vacancy.hr.gov.ge/ internet səhifəsi vasitəsilə müraciət edə bilərlər.

Meriyanın Satınalmalar və Logistika Xidməti – 2 vakansiya;
Daxili Audit Xidməti – 2 vakansiya;
Təhsil, Mədəniyyət, İdman və Gənclərlə İş Xidməti – 2 vakansiya;
İqtisadiyyat Xidməti – 2 vakansiya;
İnzibati Xidmət – 2 vakansiya;
Məkan Planlaşdırılması və İnfrastruktur Xidməti – 2 vakansiya.

Həmçinin, Dmanisi Bələdiyyəsinin Sakrebulosunun Aparatında 2 vakant yer üzrə ödənişli təcrübə proqramı elan edilib.

27/08/2026
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს 12 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს.სტაჟირების მსურველებ...
18/08/2026

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს 12 ვაკანტურ პოზიციაზე გამოაცხადებს.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.vacancy.hr.gov.ge ის მეშვეობით შეუძლიათ.

მერიის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახური – 2 ვაკანსია; შიდა აუდიტის სამსახური – 2; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური – 2; ეკონომიკის სამსახური – 2; ადმინისტრაციული სამსახური – 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური – 2.

ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირება 2 ვაკანსიაზე გამოცხადდება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

Ge/Az

Dmanisi Bələdiyyəsinin Meriyası 12 vakant vəzifə üzrə ödənişli təcrübə proqramı üçün müsabiqə elan edəcək.

Təcrübə proqramında iştirak etmək istəyən şəxslər 2026-cı il sentyabrın 1-dən 10-dək Gürcüstan Hökumət Administrasiyasının idarə etdiyi vacancy.hr.gov.ge internet səhifəsi vasitəsilə müraciət edə bilərlər.

Meriyanın Satınalmalar və Logistika Xidməti – 2 vakansiya;
Daxili Audit Xidməti – 2 vakansiya;
Təhsil, Mədəniyyət, İdman və Gənclərlə İş Xidməti – 2 vakansiya;
İqtisadiyyat Xidməti – 2 vakansiya;
İnzibati Xidmət – 2 vakansiya;
Məkan Planlaşdırılması və İnfrastruktur Xidməti – 2 vakansiya.

Həmçinin, Dmanisi Bələdiyyəsinin Sakrebulosunun Aparatında 2 vakant yer üzrə ödənişli təcrübə proqramı elan ediləcək.

15/08/2026

დმანისის ცენტრალურ სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებასა და კონკურსებში, გამარჯვებულებს კი ორგანიზატორებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. მსმენელის წინაშე ჯგუფი „Unlimited Band“ წარდგა.

ახალგაზრდული ფესტივალი დიჯეის მუსიკალური გაფორმებით დასრულდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიას...
15/08/2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან და მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას, სასწავლო პროცესსა და საწარმოო მიმართულებებს გაეცნო.

მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა, მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. მინისტრმა რწმუნებულთან ერთად სკოლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებისა და წარმოების განვითარების შესახებ.

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ მიხო სვიმონიშვილის ინიციატივით, საქართველოსა და შვეიცარიის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. სასწავლებლის შექმნის პროცესში, შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან აგრარულ სკოლასთან „პლანტაჰოფი“ თანამშრომლობით, მომზადდა სასწავლო პროგრამები, დაიგეგმა პრაქტიკული სწავლების კომპონენტი და გადამზადდნენ პედაგოგები.

დმანისის ცენტრალურ სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მერ...
15/08/2026

დმანისის ცენტრალურ სკვერში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა პეტრიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებასა და კონკურსებში, გამარჯვებულებს კი ორგანიზატორებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა. მსმენელის წინაშე ჯგუფი „Unlimited Band“ წარდგა.

ახალგაზრდული ფესტივალი დიჯეის მუსიკალური გაფორმებით დასრულდა.

Address

წმინდანინოს #41
Dmanisi
1700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დმანისის მუნიციპალიტეტის მერია / Dmanisi Municipality City Hall:

Shortcuts

Share