პროექტის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა რეკრეაციულ ზონაში ჯანსაღი სივრცის შექმნა, რაც გულისხმობს სულიერი და ინტეგრალური ტექნოლოგიების ცენტრის სრულფასოვან ფუნციონირებას . რითრით
ცენტრი მოემსახურება სრული დატვირთვით 20 - 25 ადამიანს და მათ განთავსებას და საკვებით უზრუნველყოფას , კომფორტულ განთავსებას კონკრეტულ ტერიტორიაზე, ასევე შესთავაზებს სპეციალურად შემუშავებულ ინტეგრალური ტექნოლოგიების კურსს, რომელ
იც მოიცავს სულიერი, პრაქტიკული და ინტეგრალური ტექნოლოგიების პლადფორმის დანერგვას , როგორიცაა იოგა, ციგუნი, ტაიდიცუ ,სუნთქვითი პრაქტიკა, ბგერითი თერაპია, შემოქმედებითი მედიტაცია .
ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური სხეულის განმაჯანსაღებელი პროცედურები, როგორიცაა გაწმენდა (Cleaning) ;
ადამიანების სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება . ასეთი პრაქტიკების საშუალებით თანამედროვე, თავისუფალი, მშვიდი მოდელის ჩამოყალიბება, ყურადღების გაზრდა, ბუნებრივ საწყისებზე კონცენტრირება.
პროექტის მიზანია შექმნას: მოწინავე, ექსკლუზიური, კულტურულ-შემოქმედებითი, და რეკრეაციული ეკოლოგიურად სუფთა სივრცე . ჩამოაყალიბოს მომსახურების მაღალი დონე, დანერგოს შემოქმედებითი მენეჯმენტი. პოპულარიზაცია გაუწიოს : გარემოს დაცვას, ეკოლოგიას, ცხოვრების ჯანსაღ წესს,სპორტს, ჯანსაღ კვებას,რეგიონის განვითარებასა და მხარდაჭერას.
პროექტის მისია : ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად მდგრადი და ჯანსაღი ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებას. ბუნებრივ და სულიერ საწყისებზე დაფუძნებული ინდივიდისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოს ჩამოყალიბება.