ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო

  • Home
  • Georgia
  • Dusheti
  • ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო, Government Organization, რუსთაველის ქუჩა N27, Dusheti.

✨ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო გიწვევთ დეკუპაჟის 3-დღიან უფასო მასტერკლასზე, რომელიც ...
06/06/2026

✨ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო გიწვევთ დეკუპაჟის 3-დღიან უფასო მასტერკლასზე, რომელიც გაიმართება ქალაქ დუშეთში, კულტურის სახლში.

🎨 მასტერკლასს გაუძღვება ლიზი ჩქარეული, რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს დეკუპაჟის ხელოვნების ტექნიკებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები ეტაპობრივად შეისწავლიან დეკორატიული ხელოვნების ამ უნიკალურ მიმართულებას, დაეუფლებიან სხვადასხვა ტექნიკასა და აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ დაეხმარება საკუთარი გარემოს გალამაზებაში, ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაში.

🌿 მასტერკლასი შექმნის თბილ, შემოქმედებით და მეგობრულ სივრცეს, სადაც თითოეულ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და შექმნას ინდივიდუალური ნამუშევრები.

📜 მასტერკლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები.

📌 მონაწილეობა სრულიად უფასოა.
პროექტი ფინანსდება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს მიერ.

🔗 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd94UnogracCS04qFvMZ3PYzuNtijczTaEtqj4YlSG9Zl2pAQ/viewform?usp=header

გელოდებით საინტერესო, შემოქმედებით და შთამაგონებელ გარემოში! ✨

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს ინიციატივითა და სოციალური და განათლების ცენტრთან თანამშ...
02/06/2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს ინიციატივითა და სოციალური და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, მშობელთა გაძლიერების კლუბი კვლავ განაგრძობს ლექციათა კურსს, რომლის მიზანია მშობელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც დაეხმარებათ შვილების ქცევითი, ემოციური და საგანმანათლებლო საჭიროებების უკეთ გააზრებასა და ეფექტიან მხარდაჭერაში.

✔️კლუბის საქმიანობის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა თემაზე — „ეფექტური კომუნიკაცია“, რომელსაც ფსიქოლოგი ელენე ბერაძე უძღვებოდა.

✔️ინიციატივა მიზნად ისახავს მშობლებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას, გამოცდილების გაზიარებასა და მათი როლის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ბავშვთა განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.

✔️შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ესტატიშვილი საბჭოს წევრებთან ერთად.

🟠ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით და სოციალური და განათლების ცენტრთან თანამშ...
25/03/2026

🟠ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით და სოციალური და განათლების ცენტრთან თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა მშობელთა გაძლიერების კლუბი, რომლის მიზანია მშობელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, მათთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარების გზით, რათა შეძლონ საკუთარი შვილების ქცევითი, ემოციური და საგანმანათლებლო საჭიროებების უკეთ გააზრება და ეფექტიანი მხარდაჭერა.

✔️კლუბის საქმიანობის ფარგლებში გაიმართა პირველი შეხვედრა თემაზე: „ემოციებისა და სტრესის მნიშვნელობა მშობლობის პროცესში“. შეხვედრას ფსიქოლოგი ელენე ბერაძე უძღვებოდა, სადაც განიხილა მშობლების ფსიქოემოციური მდგომარეობის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობასა და განვითარებაზე, ასევე, სტრესის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები და ემოციური მდგრადობის გაძლიერების პრაქტიკული გზები.

✔️აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მშობლებისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას, გამოცდილების გაზიარებასა და მათ გაძლიერებას, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ბავშვთა განვითარებასა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობაზე.

✔️შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ესტატიშვილი საბჭოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.

08/03/2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე გვანცა ესტატიშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და ქალაქ დუშეთში მერის წარმომადგენელთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ ქალბატონებს.

მათ მადლობა გადაუხადეს იმ დაუღალავი და ერთგული შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ეწევიან ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში. თითოეულ მათგანს, ოჯახთან ერთად, უსურვეს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და წარმატება. 🌸

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე გვანცა ესტატიშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და ქალაქ დუშეთში მე...
08/03/2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე გვანცა ესტატიშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და ქალაქ დუშეთში მერის წარმომადგენელთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ ქალბატონებს.

სახელმწიფოს სამსახურში მყოფ ქალბატონებს მადლობა გადაუხადეს იმ დაუღალავი და ერთგული შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ეწევიან ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში. თითოეულ მათგანს, ოჯახთან ერთად, უსურვეს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და წარმატება. 🌸

🌸გაზაფხული განახლების, სითბოსა და მადლიერების დროა — დრო, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება, ...
07/03/2026

🌸გაზაფხული განახლების, სითბოსა და მადლიერების დროა — დრო, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება, ვინც ყოველდღიური შრომით ჩვენს გარემოს უფრო სუფთასა და ლამაზს ხდის.🌸

🔷გაზაფხულის დღესასწაულების მილოცვასთან დაკავშირებით ,,ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში“ დასაქმებულ ქალბატონებთან.

🔷ქალბატონებს განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით მიულოცეს გაზაფხულის დღესასწაულები და მადლობა გადაუხადეს იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად დებენ მუნიციპალიტეტის სისუფთავისა და კეთილმოწყობის საქმეში.

🔷შეხვედრას საბჭოს თავმჯდომარე გვანცა ესტატიშვილი საბჭოს წევრებთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ქალაქ დუშეთში მერის წარმომადგენელთან ერთად ესწრებოდა.

📌დღეს,  06 თებერვალს გაიმართა „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს“ N1 სხდომა, რომელსაც თავ...
06/02/2026

📌დღეს, 06 თებერვალს გაიმართა „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს“ N1 სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ესტატიშვილი.

✅სხდომის ფარგლებში საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საბჭოს სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განსახორციელებელ აქტივობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვთა უფლებების დაცვის, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მექანიზმების გაუმჯობესების საკითხებს.

✅განიხილეს მიმდინარე წლის თებერვლისა და მარტის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კოორდინაციის ასპექტები.

✔️საბჭომ დაადასტურა მზადყოფნა, უზრუნველყოს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებული და თანმიმდევრული საქმიანობა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის, მათი ინტერესების წარმომადგენლობისა და ადგილობრივ დონეზე შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.

📌დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 იანვრის სხდომაზე საკრებულოს წევრთა სრული მხარდაჭერით დამტკიცდა „ქალთა და ბავშვთა ...
30/01/2026

📌დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 იანვრის სხდომაზე საკრებულოს წევრთა სრული მხარდაჭერით დამტკიცდა „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭოს“ 2026–2027 წლების სამოქმედო გეგმა.

✅საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა საბჭოს შემადგენლობა, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ესტატიშვილი.

🔵სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს და ემსახურება ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. დოკუმენტი მოიცავს საქმიანობას შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

✔️ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;

✔️ძალადობის პრევენცია და დაზარალებულთა მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება;

✔️განათლებაზე, ჯანდაცვასა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

✔️ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საინფორმაციო ღონისძიებები;

✔️ადგილობრივ სტრუქტურებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაძლიერება;

✔️ქალთა გაძლიერებისა და ბავშვთა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერა.

✅საბჭოს საქმიანობა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მასშტაბით თანასწორი, უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას, სადაც ქალებისა და ბავშვების ინტერესები დაცული და პრიორიტეტულია.

📅 12 ივნისი — ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღედღეს, 12 ივნისს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის...
12/06/2025

📅 12 ივნისი — ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე

დღეს, 12 ივნისს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო უერთდება ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნას.

ეს დღე კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს, როგორც შეხსენება, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს ბავშვობას — განათლებას, თამაშს და ღირსეულ ზრდას უსაფრთხო გარემოში. სამწუხაროდ, მსოფლიოში მილიონობით ბავშვი იძულებულია იმუშაოს ხშირად მძიმე და სახიფათო პირობებში. საქართველოში, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ჯერ კიდევ არსებობს შემთხვევები, რომლის აღმოფხვრაც სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებთან, რათა მოხდეს ბავშვთა შრომის პრევენცია, განათლების ხელშეწყობა და ოჯახის გაძლიერება — განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის.

🤝 ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ბავშვის დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა — როგორც თვითმმართველობის, ისე საზოგადოების.

📚 მოვუწოდებთ მშობლებს, პედაგოგებს და ადგილობრივებს, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ არც ერთმა ბავშვმა არ აწიოს მძიმე შრომის ტვირთი.

🧒ერთად ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ბავშვობა უნდა იყოს მომავალზე ოცნებისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შანსი.

#ქალთადაბავშვთასაკითხებზემომუშავედუშეთისმუნიციპალურისაბჭო
#ბავშვთაშრომისწინააღმდეგ
#12ივნისი
#ბავშვებშიზრუნავთ

Address

რუსთაველის ქუჩა N27
Dusheti

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დუშეთის მუნიციპალური საბჭო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share