დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Dusheti
  • დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია https://dusheti.gov.ge/ - დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი

05/09/2026

დუშეთობა 2026

05/09/2026

დუშეთობა 2026

დუშეთის მუნიციპალიტეტში პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მშობლებს სასკოლ...
04/09/2026

დუშეთის მუნიციპალიტეტში პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენა როგორც ადგილზე, რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე შეუძლიათ: https://formebi.emis.ge.

ელექტრონულ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია სასკოლო ფორმების მოდელების, ზომებისა და ღირებულების, ასევე რეალიზაციის პუნქტების ზუსტი მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.

„ჩვენი მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნული სასკოლო ფორმები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. წელს რეგიონის მასშტაბით 800-ზე მეტ პირველკლასელს ველოდებით და მინდა, მათ საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვო!“ - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა.

მუნიციპალიტეტებში გახსნილი სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა, თამაზ ფოლოდაშვილმა და დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით ოსეფაშვილმა დაათვალიერეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლების - ანანური-ავენისის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.დასრულებული სამუშაოები დ...
03/09/2026

დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლების - ანანური-ავენისის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.

დასრულებული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუკრი უნდილაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა და მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ხიმინჯები, აშენდა სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედელი, განახლდა ხიდის ფოლადის კონსტრუქცია.

განახლებული ხიდით ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ორი სოფლისა და ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის ხორხის ხეობის ექვსი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

ხიდზე დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა, ხოლო მაღალი გამავლობის მანქანებს შეუძლიათ გადაადგილდნენ შემოვლითი გზით.

სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 787 000 ლარს აღემატება.

დასრულებული სამუშაოები ასევე დაათვალიერეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვასილ წიკლაურმა, მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა, თამაზ ფოლოდაშვილმა და მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებმა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში 5 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „დუშეთობა 2026“ გაიმართება.ღონისძიების ფარგლებში ქალაქ დუშეთის ...
02/09/2026

დუშეთის მუნიციპალიტეტში 5 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „დუშეთობა 2026“ გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქ დუშეთის ცენტრალურ მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა.

ღონისძიების პროგრამა:

14:00 - საფესტივალო სივრცის გახსნა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი და გასტრონომიული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და საგამოფენო სივრცე, ზღაპრის გმირებისა და დრამერების შოუ - ქალაქ დუშეთის ცენტრალური მოედანი;

ქალაქის ისტორიული და კულტურული ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა. ხეზე კვეთის მასტერკლასი, კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა მუსიკალური ჯგუფების კონცერტი - დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია;

15:00 - ეთნოკუთხეების ( ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი) გახსნა - ცენტრალური მოედანი;

16:00 - საპატიო დუშელების დაჯილდოება - ცენტრალური მოედანი;

17:00 – ანსამბლ „ქალილოს“ კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

18:00 - „დუშეთის ბენდის“ კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

20:00 - გალა კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით: ლინდა ადამია და ¼ - ცენტრალური მოედანი;

21:30 – DJ არკანი-arkani

ბოლო დღეების განმავლობაში უხვი ნალექის შედეგად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწ...
01/09/2026

ბოლო დღეების განმავლობაში უხვი ნალექის შედეგად მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში შექმნილი პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით აღმოიფხვრა და ამ მიმართულებით შესაბამისი სამსახურების მუშაობა კვლავ გრძელდება.
მიხარია და ვამაყობ, რომ რთულ ვითარებაში ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, შესაბამისმა სამსახურებმა და თითოეულმა ჩართულმა უწყებამ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხით, ერთიანი ძალისხმევითა და თავდაუზოგავი შრომით შეძლეს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების ეფექტიანად მართვა და პრობლემების დროულად აღმოფხვრა. ასეთი ძალისხმევა, ოპერატიულობა, კოორდინაცია და ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთად სირთულეების გადალახვა შესაძლებელია.
მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
ჩვენთვის მთავარი ამოცანა ყოველთვის არის ადამიანების უსაფრთხოება და მათი ინტერესების დაცვა. სწორედ ამ პრინციპით გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ყველა საჭირო სამუშაო სრულად არ დასრულდება.
ლევან ზაუტაშვილი
სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში

მცხეთა-მთიანეთის მხარეს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი როგორც ეკონომიკური და ტურისტული, ისე ინფრასტრუქტურული და სოციალური...
31/08/2026

მცხეთა-მთიანეთის მხარეს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი როგორც ეკონომიკური და ტურისტული, ისე ინფრასტრუქტურული და სოციალური მიმართულებით. ამ პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის აუცილებელია, თვითმმართველობის ყველა რგოლი იყოს მაქსიმალურად ჩართული და პასუხისმგებლობა იყოს მკაფიოდ გადანაწილებული, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა, ვასილ წიკლაურმა და თამაზ ფოლოდაშვილმა საკურატორო მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შექმნილ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.

სახელმწიფო რწმუნებულმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს კონკრეტული მითითები და რეკომენდაციები მისცა და მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების ეფექტიანად მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებული თითოეული გამოწვევა დროულად გამოვავლინოთ, სწორად შევაფასოთ და მისი გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯები განვსაზღვროთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ პრობლემის გამწვავებას. გამოწვევები უნდა განვსაზღვროთ სწორად და გვქონდეს კონკრეტული ხედვა, როგორ შეიძლება მათი მოგვარება.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მუნიციპალიტეტი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენებას და მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნას.

მერიისა და საკრებულოს თითოეული წარმომადგენელი უნდა იყოს არა მხოლოდ არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მომწოდებელი, არამედ პრობლემის გადაჭრის გზების შემომთავაზებელიც. ასეთი მიდგომა მოგვცემს შესაძლებლობას, გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად, ეფექტიანად და მუნიციპალიტეტის რეალურ საჭიროებებზე მორგებულად მივიღოთ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მზად არის, მუნიციპალიტეტთან ერთად აქტიურად იმუშაოს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან საკითხებზე. ყველა საჭირო შემთხვევაში გვექნება აქტიური კომუნიკაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან და შესაბამის უწყებებთან, რათა ადგილობრივი საჭიროებები სათანადო დონეზე იყოს წარმოდგენილი და მათი გადაწყვეტისთვის მაქსიმალური რესურსი მოვიზიდოთ.

დარწმუნებული ვარ, კოორდინირებული მუშაობით, ერთმანეთის მხარდაჭერითა და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით, შევძლებთ დუშეთის მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტ განვითარებას.“ - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატები, მერის წარმომადგენლები და სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

27/08/2026

Address

რუსთაველის ქ. №27
Dusheti
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია:

Shortcuts

Share