31/08/2026
Ge/Az
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრის სწავლის დასაფინანსებლად, განცხადებების მიღება დაიწყო.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
განცხადება;
დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ისინი არ არიან ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სადაც არიან რეგისტრირებული (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (შშმპ შემთხვევაში);
ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აქტიური სტუდენტის აკადემიური მოსწრების (ქულების შეფასების), გადასახადის რაოდენობისა და მისი დაფარვის ვადის შესახებ;
ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) საბანკო რეკვიზიტების მითითებით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან.
სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა გულისხმობს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საბაკალავრო/სამაგისტრო სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებას 700 ლარის ოდენობით, ხოლო სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სოციალური მუშაობის ან ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო საგანმანათლებლო საფეხურზე, სწავლის სემესტრულ თანხას სრულად დაუფინანსებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი.
სტუდენტებმა სწავლის სემესტრული თანხის თანადაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
Tələbələrə maliyyə yardımı proqramı çərçivəsində Qardabani Bələdiyyəsində qeydiyyatda olan yüksək akademik göstəriciləri olan tələbələr üçün payız semestr təhsilinin maliyyələşdirilməsi üçün ərizələr qəbul edilir.
Bələdiyyəyə təqdim ediləcək sənədlər:
Ərizə;
Yardımı alanın (benefisiarın) şəxsiyyət vəsiqəsinin surəti;
Məcburi köçkün şəxsin/köçkün şəxsin şəxsiyyət vəsiqəsinin surəti (məcburi köçkün/köçkün halında);
onların qeydiyyatda olduqları yerli özünüidarəetmə vahidinin büdcəsindən bu qaydada nəzərdə tutulmuş analoji yardımı alanlar olmadığı barədə bildiriş (məcburi köçkünlərə/köçkünlərə münasibətdə);
Tıbbi Sosial ekspertiza aktının cıxarılışı və/və ya sosial xidmət agentliyindən əlilliyi olan şəxsin statusu haqqında arayış (əlil olduqda);
fəal tələbənin təhsil göstəriciləri (balların qiymətləndirilməsi), verginin məbləği və ödənilmə müddəti haqqında ali təhsil müəssisəsindən arayış (4-cü maddənin “b” bəndində olduqda);
akkreditə olunmuş ali təhsil müəssisəsindən bank rekvizitlərinə istinadla hesab-faktura (invois)(4-cü maddənin “b” bəndi olduqda).
Tələbələrə maliyyə yardımı proqramı yüksək akademik göstəricilərə malik olan bakalavr/magistr tələbələrinin semestr təhsil haqqının maliyyələşdirilməsi üçün 500 lari, əlil tələbələrin isə 700 lari məbləğində semestr haqqının birgə maliyyələşdirilməsini nəzərdə tutur, Sosial iş və ya əmək terapiyası üzrə bakalavr təhsili səviyyəsində təhsil alan tələbələr üçün semestr təhsili tam olaraq Qardabani bələdiyyəsi tərəfindən maliyyələşdiriləcək.
Tələbələr cari ilin sentyabrın 15-dək semestr təhsil haqlarının birgə maliyyələşdirilməsi üçün zəruri sənədləri təqdim etməlidirlər
დავით კარგარეთელი / Davit Kargareteli