ლელო - შიდა ქართლი

ლელო - შიდა ქართლი პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" არის ახალი ძალა ცვლილებებისთვის.

"ძლიერი საქართველო - ლელოს" ხაშურის ორგანიზაციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.  ქალაქში არსებუ...
07/08/2026

"ძლიერი საქართველო - ლელოს" ხაშურის ორგანიზაციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ქალაქში არსებულ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან ხაშურის საკრებულოს წევრი, ლელოს ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია ახალკაცი და აქტივის წევრები მივიდნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

27/07/2026

ზურაბ ლეკიშვილი:“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს სოფელ დირბში დახმარება უსამართლოდ მოუხსნეს”

როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, “ძლიერი საქართველო-ლელო”-ს ქარელის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ ლეკიშვილი აცხადებს, სოფელ დირბში მოქალაქე თინათინ ხანიშვილს სოციალური დახმარება არასწორად მოუხსნეს.
“სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზების შემცირებას, როგორც მოსალოდნელი იყო, მოყვა იმ ადამიანებისთვის შემწეობის მოხსნა, ვისაც სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. დირბში მცხოვრები ეს მოქალაქე სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება: შვილი ჰყავს შშმ, შემოსავალი არ გააჩნია, რაც მე მის სახლში სიღატაკე ვნახე, წარმოუდგენელია, ამ ადამიანს მაღალი სარეიტინგო ქულები ჰქონდეს” - განაცხადა ზურაბ ლეკიშვილმა.
მისი თქმით, “ძლიერი საქართველო- ლელო” ხელისუფლებისგან აუცილებლად მოითხოვს არგუმენტებს, რატომ მოხდა ეს უსამართლობა თინათინ ხანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ და ეცდება დახმარება აღმოუჩინოს.

ქარელის მუნიციპალიტეტში, ავტობანიდან სოფელ ახალსოფლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩაინგრა.“ძლიერი საქართველო-ლელოს” ქარელის...
10/07/2026

ქარელის მუნიციპალიტეტში, ავტობანიდან სოფელ ახალსოფლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩაინგრა.

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ქარელის საკრებულოს წევრი ზურაბ ლეკიშვილი ვითარების შესასწავლად ადგილზე მივიდა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი 2024 წელს განხორციელდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით.
პროექტის ხარისხი რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა, როცა ადიდებულმა მდინარემ გზის ნაწილი ჩამოშალა.
ლელოს წარმომადგენელი გზის ამ მონაკვეთის ჩამოშლის მიზეზების და კვლავ აღდგენის საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე დააყენებს.

მაია ახალკაცი: “ვეზირიშვილების სასახლე უნდა შევინარჩუნოთ. ეს ჩვენი, ხაშურელების ღირსების საქმეა”არ შემიძლია არ გამოვეხმა...
22/06/2026

მაია ახალკაცი: “ვეზირიშვილების სასახლე უნდა შევინარჩუნოთ. ეს ჩვენი, ხაშურელების ღირსების საქმეა”

არ შემიძლია არ გამოვეხმაური სოფელ ოსიაურში ვეზირიშვილების სასახლის სავალალო მდგომარეობას.

ბევრი წელია ხაშურელები ამ თემაზე ვბჭობთ, ვმსჯელობთ, მოდიან და მიდიან მუნიციპალიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები, იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ არაფერი იცვლება თვითონ შენობის მდგომარეობის გარდა - წლიდან წლამდე უარესი, პრაქტიკულად დანგრეული, ნაგვით და ნანგრევებით სავსე.
ვიღაცისთვის, შესაძლოა, ეს მხოლოდ ნაგვის ბუდეა, რომელიც მას დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ხაშურელთა უმეტესობისთვის ეს სასახლე ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ნიშნავს ჩვენს სასახელო ადამიანებს - ბარათაშვილებს, მაჩაბლებს. მისი ასეთი მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ ვერ ვივარგეთ ვერც ხელისუფლებამ და ვერც ხალხმა, რადგან ღირსეული მოქალაქეები მემკვიდრეობას ასე არ კარგავენ.
მე როგორც საკრებულოს რიგითი წევრი, ამ საკითხს აუცილებლად დავსვამ საკრებულოს სხდომაზე, მოვითხოვ ქალაქის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს გაფართოებულ შეხვედრას ამ თემაზე, მოვითხოვ ყველა შესაძლებლობის და რესურსის გამოყენებას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტიურ ჩართულობას, რომ ეს საქმე სასახლის და საბოლოოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ დამთავრდეს.

15/06/2026

ზურაბ ლეკიშვილის ინფორმაციით ქარელში ორთუბნის ცნობილი აბანოები მიხედვას საჭიროებს

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მიუხედავობის გამო ნადგურდება.

ზურაბ ლეკიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, “ძლიერი საქართველო-ლელოს” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქარელში ბევრი ძეგლი, მათ შორის უნიკალური, მძიმე მდგომარეობაშია.
“სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ უძველესი ბაზილიკის ხელყოფის ფაქტი, რამაც მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. განადგურების საფრთხის წინაშეა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებიც, მათ შორის ორთუბნის ე.წ. ‘აზიური აბანოები”. ადგილზე მივედი და ვნახე რა მდგომარეობაშია ეს ძაგლი, რომლის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ რამდენიმე წლის წინ გვამცნეს მედიასაშუალებებით, ადგილზეც იყვნენ მოსული ძეგლთა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები, თითქოს წინასარესტავრაციო სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაჩერდა და შესაძლებელია გამოუსწორებელი შედეგითაც დამთავრდეს” - აცხადებს ზურაბ ლეკიშვილი.

სოფელ ორთუბანში მდებარე აბანოები არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ როგორი მაღალი დონის სოციალური და კულტურული ცხოვრება იყო ქართლის ტერიტორიაზე მე-17 საუკუნეში. აბანო უნიკალურია და სათანადო რეაბილიტაციის პირობებში ის შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ცენტრალური ტურისტული მარშრუტი გახდეს.

26/05/2026
20/05/2026

"ძლიერი საქართველო - ლელო"-ს ქარელის ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ტვ "თრიალეთს"

"ძლიერი საქართველო - ლელო"-ს ქარელის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქარელის საკრებულოს წევრი ზურაბ ლეკიშვილი ტელეკომპანია "თრიალეთს" სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, “თრიალეთი” ათეული წლები ემსახურებოდა შიდა ქართლის მოსახლეობას, მისთვის საჭირბოროტო საკითხებს აშუქებდა და დღეს, მის მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებები ხელისუფლების მხრიდან რეგიონულ მედიაზე თავდასხმაა.

გელა შარვაშიძე: "საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიისთვის ადგილს არ ტოვებენ" ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველო...
13/05/2026

გელა შარვაშიძე: "საქართველოში დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიისთვის ადგილს არ ტოვებენ"

ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველო - ლელოს" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გორის საკრებულოს წევრი გელა შარვაშიძე ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია "თრიალეთის" დახურვის მცდელობას.

"მაშინ, როცა სახელმწიფო პროპაგანდისტული არხები, მიუხედავად სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი ფინანსური დავალიანებისა, ფუნქციონირებას შეუფერხებლად აგრძელებენ, ტელეკომპანია "თრიალეთი" დასახურად ჰყავს გამზადებული ხელისუფლებას. საქართველოში
დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიისთვის ადგილს არ ტოვებენ. "თრიალეთს" ავიწროებს პრემიერ-მინისტრი, ავიწროებს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და რაც უნდა განზე დადგეს სახელმწიფო ამ პროცესისგან, ერთი რამ ფაქტია: ტელევიზია მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელსაც წინა ხელისუფლებაც ებრძოდა, დღეს ისევ დახურვის საფრთხის წინაშეა. რეგიონის მოსახლეობას კარგად ახსოვს ამ ტელევიზიის ობიექტური გადაცემები და სიუჟეტები ხალხის ყოველდღიურ პრობლემებზე, ახსოვს ოპოზიციისთვის დათმობილი ეთერები, ახსოვს თანამშრომელთა თავდადება, როცა ტელევიზიას დღევანდელის მსგავსად უჭირდა.
ჩვენი სოლიდარობა ტვ "თრიალეთს"!

ზურაბ ლეკიშვილი: "ვის მოვალეობაში შედის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მოვლა"? ქარელის საკრებულოს სხდომაზე ზურაბ ლეკიშვილ...
27/04/2026

ზურაბ ლეკიშვილი: "ვის მოვალეობაში შედის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მოვლა"?

ქარელის საკრებულოს სხდომაზე ზურაბ ლეკიშვილმა, "ძლიერი საქართველო - ლელოს” საკრებულოს წევრმა, ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედნების მდგომარეობის საკითხი დააყენა. მან სტადიონების მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და დაინტერესდა ვის მოვალეობაში შედის სტადიონების მოვლა. ლეკიშვილმა ამ საკითხში სიცხადის შეტანა მოითხოვა, რადგან სტადიონების გაკეთებაზე თავის დროზე სერიოზული თანხები დაიხარჯა, დღეს კი მათი მდგომარეობა სავალალოა და პრაქტიკულად გამოუყენებელია"

მაია ახალკაცი - ხაშურის საკრებულოს წევრი "ძლიერი საქართველო - ლელოდან"  რა არის პირადად ჩემთვის უნგრეთის საპარლამენტო არ...
14/04/2026

მაია ახალკაცი - ხაშურის საკრებულოს წევრი "ძლიერი საქართველო - ლელოდან"

რა არის პირადად ჩემთვის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება?

პირველ რიგში ეს ოპტიმიზმის საფუძველია ჩემთვის და იმედია, ოპტიმიზმის საფუძველი გახდება მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც კარგად ხვდება, რომ პუტინთან და ორბანთან მეგობრობა და დემოკრატიული ევროპისგან დისტანცირება სიკეთეს ვერ მოუტანს საქართველოს.

უნგრეთის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხალხის არჩევანს ძალა აქვს და დემოკრატიული პროცესები რეალურად მუშაობს.

უნდა ვირწმუნოთ ჩვენც და დავარწმუნოთ საზოგადოებაც, რომ ქვეყანაში ცვლილებები შესაძლებელია საზოგადოების აქტიურობით! ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია!

Address

სტალინის ქუჩა N8
Gori

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995599851717

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლელო - შიდა ქართლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share