გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება, Government Organization, mshvidobis 12a, Gori.

🌳☘️ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ...
03/07/2026

🌳☘️ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში, გორის კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) ტერიტორიაზე 300 ძირი ხე-მცენარე დაირგო. მათ შორისაა 70 ცაცხვი, 150 მელია და 80 კედარი.

გორის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დარგვა ეტაპობრივად გაგრძელდება. რგვები შემოდგომაზე გაგრძელდება და პარკში ჯამში 1 300 ხე-მცენარე დაირგვება. აქედან, შემოდგომაზე დამატებით 1 000-მდე ხე-მცენარე გაშენდება, მათ შორის ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად.

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაზე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ასევე სამინისტროს, ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

🌳☘️პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” მიზნად ისახავს საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერებას და ადამიანზე ორიენტირებული, ხარისხიანი გარემოს შექმნას.

ამ დროისთვის, პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე 1 500-მდე ხე-მცენარეა დარგული.

მიმდინარე წლის 8-12 ივნისს კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ხორბალაძე, ბავშვთა და ...
24/06/2026

მიმდინარე წლის 8-12 ივნისს კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ხორბალაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრების კოორდინატორი ავთანდილ ყაზარაშვილი, ამავე განყოფილების გარე ღონისძიებების მთავარი სპეციალისტი მარინე ბალიაშვილი და პროექტების მართვის უფროსი სპეციალისტი მზია ბერუაშვილი იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებში მიმდინარე სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში ისინი დაესწრნენ მიმდინარე გაკვეთილებს, გაეცნენ სასწავლო პროგრამებს, მოსწავლეთა ჩართულობასა და პედაგოგების საქმიანობას.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სასწავლო წრეებში მიმდინარე პროცესი სრულად შეესაბამება სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და ინტერესების განვითარებას.

ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების ორგანიზებით გამართული ორი პროექტის გამარჯვებული და ფინალისტი მოსწავ...
15/06/2026

ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების ორგანიზებით გამართული ორი პროექტის გამარჯვებული და ფინალისტი მოსწავლეები 9 ივნისს საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნიკალური ექსპონატები, გაეცნენ ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას და მიიღეს მნიშვნელოვანი შემეცნებითი გამოცდილება.

კულტურის ცენტრში გაიმართა გიტარის წრის კონცერტი, სადაც აღსაზრდელებმა მაყურებელს ლამაზი მუსიკალური ნომრები შესთავაზეს და ...
11/06/2026

კულტურის ცენტრში გაიმართა გიტარის წრის კონცერტი, სადაც აღსაზრდელებმა მაყურებელს ლამაზი მუსიკალური ნომრები შესთავაზეს და თავიანთი ნიჭი და მუსიკალური შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

კულტურის ცენტრში გაიმართა ცენტრთან არსებული შემოქმედებითი წრეების შემაჯამებელი კონცერტი, სადაც მონაწილეებმა მაყურებლის წ...
08/06/2026

კულტურის ცენტრში გაიმართა ცენტრთან არსებული შემოქმედებითი წრეების შემაჯამებელი კონცერტი, სადაც მონაწილეებმა მაყურებლის წინაშე მუსიკალური ნომრები წარადგინეს და დამსწრეებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პროექტების „საქართველო ჩემი სამშობლოა“ და „წერილი წინაპარს“ მონაწილეთა დაჯილდოება. კონკურსის შედეგების მიხედვით:

პირველი ადგილი – ანა ადუაშვილი, გოჩა წიკლაური.

მეორე ადგილი – ირაკლი ფალელაშვილი, ციცი ჭეჭელაშვილი.

მესამე ადგილი – ბარბარე ოქრუაშვილი, შალვა ოქროპირიძე.

ჟიურის სიმპათია – ნინო მაზმიშვილი, ნინი გოგიშვილი.

,,ორიგინალი ნამუშევარი” - ანა კურტანიძე, ნინო მამესწარაშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები.

კულტურის ცენტრთან არსებული სოფელ ბეთლემის კლუბის აღსაზრდელთა საანგარიშო კონცერტი წარმატებით ჩატარდა. ღონისძიებაზე ახალგა...
03/06/2026

კულტურის ცენტრთან არსებული სოფელ ბეთლემის კლუბის აღსაზრდელთა საანგარიშო კონცერტი წარმატებით ჩატარდა. ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს მუსიკალური და შემოქმედებითი ნომრები, რითაც დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. კონცერტის დასასრულს მონაწილეები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ❤️
01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ❤️

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪❤️26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმ...
26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪❤️

26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, წინსვლასა და ძლიერ, წარმატებულ საქართველოს. დაე, ყოველთვის გვეამაყოს ჩვენი სამშობლო და მისი თავისუფლება. ❤️🇬🇪

26/05/2026
კულტურის ცენტრში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალაქისა და რაიონის საჯარო და კე...
15/05/2026

კულტურის ცენტრში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალაქისა და რაიონის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, ხელოვნებისა და ხელსაქმის პოპულარიზაცია, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები ღირსეულად წარმოაჩინეს, გამარჯვებულები კი სხვადასხვა ნომინაციაში სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულები:

I ადგილი — წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერი — ფლავის საჯარო სკოლა,

II ადგილი — წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერი — გორის N2 საჯარო სკოლა.

III ადგილი — წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერი - კარალეთის N 2 საჯარო სკოლა.

ნომინაცია „ორიგინალური ნამუშევარი“ - ბერბუკის საჯარო სკოლა.

ნომინაცია „ჟიურის სიმპათია“ - ზერტის საჯარო სკოლა.

მადლობა ყველა მონაწილეს, პედაგოგსა და მხარდამჭერს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის.

Address

Mshvidobis 12a
Gori
1400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება:

Shortcuts

Share