სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა

სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა
(დაწყებითი, საბაზო, საშუალო საფეხური)

სკოლის მისია:
შევუქმნათ მოსწავლეებს გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის პიროვნული პოტენციალის გამოვლენის, ტოლერანტული სულისკვეთების და იდენტობის ჩამოყალიბების ხელსაყრელი გარემო. აღვზარდოთ ვაჟა-ფშაველას პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო და მაღალჰუმანისტური იდეალების ღირსეული გამრგძელებლები, რათა თავად შექმნან ღირებულებები.

სკოლის ხედვა:
ჩვენი გამორჩეული უნარი - მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა და

ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა - 2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის.

ღირებულებები:
განცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული მოქალაქეები:
პროფესიონალიზმი, სიახლეების მიმღებლობა, ღიაობა, სანდოობა, ტოლერანტობა, გუნდური კულტურა, ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა.

2026 წლის 20 ივლისს, გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა გორის მუნიციპალიტეტში  მცხოვრები მოსწავლე-ა...
31/07/2026

2026 წლის 20 ივლისს, გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენას, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის უნიჭიერესმა, მე-10დ კლასის მოსწავლემ ეთუნა ტერუნაშვილმა.
მან გამოფენაზე წარადგინა საკუთარი ფერწერული ნამუშევარი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

წარმატებებს ვუსურვებთ ეთუნას მომამავალშიც.

ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს!სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა სიამაყით ულოცავს თავის მო...
13/07/2026

ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს!

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა სიამაყით ულოცავს თავის მოსწავლეებს STEM სკოლის სასწავლო მოდულების წარმატებით დასრულებას!

სამი მოდულის წარმატებით დასრულებისთვის:
VIIIგ კლასი - ანა გაბარაული; ელენე სურამელი

ორი მოდულის წარმატებით დასრულებისთვის:
VIIIა კლასი- მალხაზ დემურიშვილი; ანა ფსუტური;
VIIIდ კლასი - ბარბარე ცერცვაძე
VIIბ კლასი - ლუკა ბრეგვაძე

ვამაყობთ თქვენი მიღწევებით და გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საინტერესო სამყაროში!

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა ულოცავს VIIIდ კლასის მოსწავლეებს ზურა ოქროპირიძესა და ნიკოლოზ მ...
11/07/2026

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა ულოცავს VIIIდ კლასის მოსწავლეებს ზურა ოქროპირიძესა და ნიკოლოზ მეტრეველს STEM სკოლის სამვე მოდულის წარმატებით დასრულებას.

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლის IVდ კლასი და კლასის ხელმძღვანელი ნინო ხუციშვილიIVდ კლასის მოსწავლეებ...
04/07/2026

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლის IVდ კლასი და კლასის ხელმძღვანელი ნინო ხუციშვილი

IVდ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამით აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში წარმოდგენილი იყო ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი ნაწარმოების „ბულერბიელი ბავშვები“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სადღესასწაულო დღე გაგრძელდა სკოლის ღია სივრცეში, სადაც გაიმართა ღია გაკვეთილი და საზეიმოდ შეჯამდა დაწყებით საფეხურზე გატარებული ოთხი წარმატებული, საინტერესო და დაუვიწყარი სასწავლო წელი.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ემოციებით, სიხარულითა და ლამაზი მოგონებებით იყო სავსე — დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათი ნიჭი, შრომისმოყვარეობა და მეგობრობა.

ვულოცავთ ჩვენს პატარებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულებას, ვუსურვებთ საინტერესო სასწავლო გზას, ახალ მიღწევებსა და უამრავ წარმატებას!

,,საზაფხულო ბანაკი 2026’
02/07/2026

,,საზაფხულო ბანაკი 2026’

📢 გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2026’’ იხსნება.

პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები 16-დან 20 წლის ჩათვლით.

ბაკურიანში 190 ახალგაზრდა 4 ნაკადად გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 5 ღამე და 6 სრული დღე დარჩებიან.

მსურველებმა 15 ივლისის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია 👇
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdsLeAoQgIlQ7A-dpMbRYF_HuUCI_8J0I7hca2aOPFPV54RjA/viewform

ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
🔹დოკუმენტაციის გადარჩევა;
🔹გასაუბრება;

ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ:
🔹ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაცია;
🔹პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა;
🔹მედიაწიგნიერება
🔹პროექტების წერა;
🔹ციფრული უსაფრთხოება;
🔹ხელოვნური ინტელექტი;

გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსები პროგრამის" ფარგლებში.

📌დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 599 40 26 13

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა გულშემატკივრობს ჩვენი სკ...
02/07/2026

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა გულშემატკივრობს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებსა და თითოეულ აბიტურიენტს, რომლებიც დღეიდან ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდას აბარებენ!

ეს არის დღე, როდესაც თქვენ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს დგამთ თქვენი ოცნებებისა და მიზნების რეალიზებისკენ. გვჯერა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, შრომისმოყვარეობა და მონდომება საუკეთესო შედეგებამდე მიგიყვანთ.

თქვენ ხართ თაობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესა და მომავალზე უნდა იზრუნოს.
ჩვენ გვწამს თქვენი ნიჭის, პასუხისმგებლობისა და შესაძლებლობების!
ბრწყინვალედ გაგევლოთ ეს გზა და გეპოვოთ თქვენი საოცნებო ადგილი საგანმანათლებლო თუ პროფესიულ სივრცეში.

გორის N9 საჯარო სკოლის დიდი ოჯახი გულშემატკივრობს თითოეულ თქვენგანს!

ჩვენმა სკოლამ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა!პროექტი ,,გაეროს მოდელირება"სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარ...
29/06/2026

ჩვენმა სკოლამ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა!

პროექტი ,,გაეროს მოდელირება"

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, მარიამ წულიკიძე, პროექტის ფინალში გადავიდა!

მარიამი ღონისძიებაზე წარდგენილი იყო სინგაპურის დელეგატად და უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და ფინანსთა კომიტეტში (ECOFIN) იმუშავა გლობალურ თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გავლენა სამუშაო ბაზარზე — წაგვართმევს თუ არა AI სამუშაო ადგილებს“.

ვამაყობთ მარიამის ამ დიდი წარმატებით, ვულოცავთ მას და მომავალშიც არაერთ გამარჯვებას ვუსურვებთ!

პროექტის ორგანიზატორები: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სსიპ ახალლგაზრდობის სააგენტო.

დავუჭიროთ მხარი ქართველ მოსწავლეებს! სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის (ციცი ჯოხაძე, ანა გიორგაძ...
23/06/2026

დავუჭიროთ მხარი ქართველ მოსწავლეებს!

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის (ციცი ჯოხაძე, ანა გიორგაძე და მათე მღებრიშვილი) და თბილისის N178 სკოლის მოსწავლეების (ანი მჭედლიშვილი, მია ბაიდარაშვილი) ერთობლივი დოკუმენტური ფილმი "პაემანი სოსოსთან" საერთაშორისო კონკურსის "ROOTS & REELS" ტოპ 30-შია!

გამარჯვებისთვის ახლა თქვენი ხმაა გადამწყვეტი!

როგორ დავეხმაროთ?

❤️ დაალაიქეთ ვიდეო ინსტაგრამზე;

💬 დაუტოვეთ კომენტარი;

📢 გაუზიარეთ მეგობრებსა და კოლეგებს.

📌 გახსოვდეთ: ხმები ითვლება მხოლოდ ინსტაგრამზე!

ხმის მისაცემად გადადით ლინკზე: https://www.instagram.com/reel/DZxK9BYMJQk/?igsh=MXhtd29ucDIxZTIzbQ%3D%3D

„ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმის“, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ (NES-G) და საქართველოს სასკოლო კლუბების ას...
23/06/2026

„ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმის“, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ (NES-G) და საქართველოს სასკოლო კლუბების ასოციაციის(SCA) ორგანიზებით ჩატარდა პროექტი: „მსოფლიო თავისუფლების ქართული ხმები – 2026“.

სასკოლო კლუბების ასოციაციის რეგიონალური კოორდინატორის-ნინო ლომიძის ინიციატივით კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ სეიფაშვილმა და ნინი ხანიშვილმა.
სასიხარულოა, რომ ნომინაციაში-საუკეთესო AI ვიდეო, პირველი ადგილი აიღო ნინი ხანიშვილმა, პედაგოგი-ნონა ბალიაშვილი.
მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები პროექტის სპონსორი ორგანიზაციებისგან.

მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს!მარიამ წულუკიძისა (სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა) დ...
23/06/2026

მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს!

მარიამ წულუკიძისა (სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა) და დათუნა ონიანის (სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“) დოკუმენტური ფილმი „ორი თაობა — ერთი იდეოლოგია“ ისტორიის საერთაშორისო კონკურსის ROOTS & REELS საუკეთესო 30 ნამუშევარს შორის მოხვდა!

გამარჯვებისთვის ახლა ინსტაგრამზე ხმის მიცემის ეტაპი მიმდინარეობს და მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი აქტიურობა.

https://www.instagram.com/reel/DZxNzJHMO7t/?igsh=MXZxaHliZ2pkY3BlaQ==

როგორ დავეხმაროთ?
მოიწონეთ (დაალაიქეთ) ვიდეო ინსტაგრამზე;

დატოვეთ კომენტარი;

გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს, მოსწავლეებსა და ოჯახის წევრებს.

Lela Kakashvili

Address

Stalini Avenue 32
Gori
1400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category